მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიფიცო თუ დავიგინო? ანეკდოტს მახსნებთ ნასოსზე" - გიორგი მღებრიშვილისა და ოთო კახიძის კამათი პარლამენტში
"დავიფიცო თუ დავიგინო? ანეკდოტს მახსნებთ ნასოსზე" - გიორგი მღებრიშვილისა და ოთო კახიძის კამათი პარლამენტში

საქსტატს კვარ­ტალ­ში ერთხელ მი­ე­წო­დე­ბა ჩვენ­გან სტა­ტის­ტი­კა და რა გინ­დათ ახლა, და­ვი­გი­ნო თუ და­ვი­ფი­ცო, - ასე უპა­სუ­ხა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, ოთარ კა­ხი­ძის ბრალ­დე­ბას, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­ნა­შა­უ­ლის, მათ შო­რის ყა­ჩა­ღო­ბის რე­გის­ტრა­ცი­ას არ ახ­დენს.

მღებ­რიშ­ვილ­მა მი­მარ­თა კა­ხი­ძეს, ერთი ყა­ჩა­ღო­ბის ფაქ­ტი მა­ინც და­ე­სა­ხე­ლე­ბი­ნა, რო­მე­ლიც არ და­ა­რე­გის­ტრი­რა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ. ოთხარ კა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ რა­საც არე­გის­ტრი­რებს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, შემ­დეგ არ აქ­ვეყ­ნებს. "ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი მა­ინც მო­მიყ­ვა­ნეთ, რომ­ლის შე­სა­ხებ ხართ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და არ და­ვა­რე­გის­ტრი­რეთ ჩვენ. ასე უა­პე­ლა­ცი­ოდ სა­უ­ბა­რი არ გა­მოდ­გე­ბა", -გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "საქსტატს" 3 თვე­ში ერთხელ მი­ე­წო­დე­ბა სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლიც კვარ­ტალ­ში ერთხელ აქ­ვეყ­ნებს ამას, რა­ზეც კა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ შე­უძ­ლია ახ­ლა­ვე გახ­სნას საქსტა­ტის გვერ­დი და შსს-ს სტა­ტის­ტი­კა არ დევს.

"საქსტატს კვარ­ტალ­ში ერთხელ მი­ე­წო­დე­ბა ჩვენ­გან სტა­ტის­ტი­კა და რა გინ­დათ ახლა, და­ვი­გი­ნო თუ და­ვი­ფი­ცო, ვერ გა­ვი­გე, არ მეს­მის", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა, რა­ზეც კა­ხი­ძის­გან ისევ მი­ი­ღო პა­სუ­ხად, რომ ეს მო­ნა­ცე­მე­ბი არ დევს საქსტატ­ზე. მღებ­რიშ­ვილ­მა მი­მარ­თა კა­ხი­ძეს, თუ აინ­ტერ­სებს სტა­ტის­ტი­კა და ვერ პო­უ­ლობს, მი­მარ­თოს შს სა­მი­ნის­ტროს.

"ეს სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­აა, მოგ­ვმარ­თეთ და მოგ­ცემთ. არა­ფე­რი არ იმა­ლე­ბა. "საქსტატს" მი­ე­წო­დე­ბა, ქარ­თუ­ლად გე­უბ­ნე­ბით", -უპა­სუ­ხა მღებ­რიშ­ვილ­მა. ამის შემ­დეგ ოთარ კა­ხი­ძე და­ინ­ტე­რეს­და რამ­დე­ნი ბან­კი და­ა­ყა­ჩა­ღეს 2012 წელს და 2016 წელს, რა­ზეც მღებ­რიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა, რომ რამ­დე­ნი ყა­ჩა­ღო­ბაც მოხ­და, იმ­დე­ნი აღ­რი­ცხეს სტა­ტის­ტი­კა­ში.

"თქვენ ხართ პირ­ვე­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. ჩვენ ყვე­ლა ყა­ჩა­ღო­ბას აღ­ვრი­ცხავთ სტა­ტის­ტი­კა­ში. კი­დევ ერთხელ გე­უბ­ნე­ბით, ყა­ჩა­ღო­ბა არ არის გაზ­რდი­ლი, შემ­ცი­რე­ბუ­ლია",- გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა, რა­ზეც კა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ რა თქმა უნდა, შემ­ცირ­დე­ბა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თუ არ და­ა­რე­გის­ტრი­რა შსს-მ. ამის შემ­დეგ მღებ­რიშ­ვილ­მა კა­ხი­ძეს მი­მარ­თა, რომ ერთ ანეკ­დოტს ახ­სე­ნებს. "კი­დევ გე­უბ­ნე­ბით, წე­ღა­ნაც გი­თხა­რით, ერთ ანეკ­დოტს მახ­სნებთ, "ნა­სოს­ზე", -მი­მარ­თა კა­ხი­ძეს მღებ­რიშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის ჩა­საფ­რე­ბუ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან სა­უბ­რობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"დავიფიცო თუ დავიგინო? ანეკდოტს მახსნებთ ნასოსზე" - გიორგი მღებრიშვილისა და ოთო კახიძის კამათი პარლამენტში

"დავიფიცო თუ დავიგინო? ანეკდოტს მახსნებთ ნასოსზე" - გიორგი მღებრიშვილისა და ოთო კახიძის კამათი პარლამენტში

საქსტატს კვარტალში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა და რა გინდათ ახლა, დავიგინო თუ დავიფიცო, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ოთარ კახიძის ბრალდებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის, მათ შორის ყაჩაღობის რეგისტრაციას არ ახდენს.

მღებრიშვილმა მიმართა კახიძეს, ერთი ყაჩაღობის ფაქტი მაინც დაესახელებინა, რომელიც არ დაარეგისტრირა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ოთხარ კახიძემ განაცხადა, რომ რასაც არეგისტრირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ არ აქვეყნებს. "ერთი კონკრეტული ფაქტი მაინც მომიყვანეთ, რომლის შესახებ ხართ ინფორმირებული და არ დავარეგისტრირეთ ჩვენ. ასე უაპელაციოდ საუბარი არ გამოდგება", -განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, "საქსტატს" 3 თვეში ერთხელ მიეწოდება სტატისტიკა, რომელიც კვარტალში ერთხელ აქვეყნებს ამას, რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ შეუძლია ახლავე გახსნას საქსტატის გვერდი და შსს-ს სტატისტიკა არ დევს.

"საქსტატს კვარტალში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა და რა გინდათ ახლა, დავიგინო თუ დავიფიცო, ვერ გავიგე, არ მესმის", - განაცხადა მღებრიშვილმა, რაზეც კახიძისგან ისევ მიიღო პასუხად, რომ ეს მონაცემები არ დევს საქსტატზე. მღებრიშვილმა მიმართა კახიძეს, თუ აინტერსებს სტატისტიკა და ვერ პოულობს, მიმართოს შს სამინისტროს.

"ეს საჯარო ინფორმაციაა, მოგვმართეთ და მოგცემთ. არაფერი არ იმალება. "საქსტატს" მიეწოდება, ქართულად გეუბნებით", -უპასუხა მღებრიშვილმა. ამის შემდეგ ოთარ კახიძე დაინტერესდა რამდენი ბანკი დააყაჩაღეს 2012 წელს და 2016 წელს, რაზეც მღებრიშვილმა უპასუხა, რომ რამდენი ყაჩაღობაც მოხდა, იმდენი აღრიცხეს სტატისტიკაში.

"თქვენ ხართ პირველები შემთხვევის ადგილზე. ჩვენ ყველა ყაჩაღობას აღვრიცხავთ სტატისტიკაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყაჩაღობა არ არის გაზრდილი, შემცირებულია",- განაცხადა მღებრიშვილმა, რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, შემცირდება მაჩვენებელი თუ არ დაარეგისტრირა შსს-მ. ამის შემდეგ მღებრიშვილმა კახიძეს მიმართა, რომ ერთ ანეკდოტს ახსენებს. "კიდევ გეუბნებით, წეღანაც გითხარით, ერთ ანეკდოტს მახსნებთ, "ნასოსზე", -მიმართა კახიძეს მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ ის ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."