თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, საკუთარ სახლში თავი დაცულად, ჯანსაღად და კომფორტულად რომ ვიგრძნოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენის წესები. წესრიგი და სისუფთავე მყუდრო სახლის უმთავრესი ატრიბუტია.
საყოფაცხოვრებო ჭუჭყი და მტვერი საგრძნობლად მოქმედებს თქვენი სახლის ჰაერზე. ჭუჭყის მიკრონაწილაკები შეიძლება იყოს გრუნტის, სოკოს, მკვდარი კანის და ა.შ. ნაწილაკები. აქედან გამომდინარე, ჰიგიენის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს სავალალო შედეგები, მაგალითად ალერგია და სხვა დაავადებები.
ჩვენ გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე მეტად შეიცავს რისკის ფაქტორს, ყურადღება მიაქციეთ ამ ნივთების მდგომარეობას თქვენს სახლებში.
1. კბილის ჯაგრისი
პირადი ჰიგიენის ეს ნივთი ძალიან ბევრ ბაქტერიას შეიცავს. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მრავალი სახის სტომატოლოგიური დაავადება, უნდა დაიცვათ საკმაოდ მარტივი წესი - სამ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების კბილის ჯაგრისები. ასევე კარგი იქნება ჯაგრისის გამოცვლა ვირუსული დავაავადების გადატანის შემდეგაც.
2. ბალიში
საუბარია არა თეთრეულის, არამედ თავად ბალიშის გამოცვლაზე, რომელიც დროთა განმავლობაში უამრავ ბაქტერიას იგროვებს. რეცხვისას და ქიმწმენდის მეშვეობითაც კი ვერ მოაგვარებთ ამ პრობლემას. ასე რომ, ამ შემთხვევაშიც გირჩევთ, ბალიში 3 წელიწადში ერთხელ მაინც გამოცვალოთ.
3. აბაზანის ღრუბელი
ეს ნივთიც მაღალი რისკის შემცველია. მასში ძალიან სწრაფად მრავლდებიან საშიში მიკროორგანიზმები. ამიტომ აბაზანის ღრუბლის გამოცვლა 3 კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული. ხმარების შემდეგ კი ის კარგად უნდა გარეცხოთ და გააშროთ. განაგრძეთ კითხვა