პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი "ნაცმოძრაობას": "თქვენ აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და კრიტიკას ვერ მივიღებთ"
პრემიერი "ნაცმოძრაობას": "თქვენ აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და კრიტიკას ვერ მივიღებთ"

"თქვენ საქ­მით აკე­თებ­დით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ან­ტი­და­სავ­ლურ საქ­მეს და თქვენ­გან კრი­ტი­კას, რომ სუსტ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ და­სავ­ლეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ვერ მი­ვი­ღებთ" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კრი­ტი­კის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რე­ბი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არა­ერ­თხელ მოგ­ვის­მე­ნია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი­დან" გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ქვეყ­ნის და­სავ­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. სტრა­ტე­გი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩვენ ვერ შე­ვალთ. ჩემ­გან ეს კრი­ტი­კა არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ თქვენ­გან მიკ­ვირს ამის პრე­ტენ­ზი­ე­ბი, იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის­გან, რო­მე­ლიც მხო­ლოდ დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად არის პრო­და­სავ­ლუ­რი.

ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც თქვე­ნი ხე­ლის­გან შე­იქ­მნა ამ ქვე­ყა­ნა­ში - მე­დი­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რად დრა­მა­ტუ­ლი სუ­რა­თი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის კუ­თხით კა­ტას­ტრო­ფუ­ლი სუ­რა­თი, ქო­ნე­ბის მარ­თვის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რომ­ლი­თაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფსკერ­ზე იყო ქვე­ყა­ნა - თქვე­ნი მხრი­დან პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რომ ჩვენ თურ­მე სუსტ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ და­სავ­ლეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, არის ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რი, რბი­ლად რომ ვთქვათ. თქვენ საქ­მით აკე­თებ­დით აბ­სო­ლუ­ტუ­რად ან­ტი­და­სავ­ლურ საქ­მეს და ჩვენ­გან და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­გან იმ­სა­ხუ­რებთ ძა­ლი­ან დამ­სა­ხუ­რე­ბულ კრი­ტი­კას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამი­ტომ ვერ მი­ვი­ღებ ამ კრი­ტი­კას", - მი­მარ­თა კვი­რი­კაშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს.

პრემიერი "ნაცმოძრაობას": "თქვენ აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და კრიტიკას ვერ მივიღებთ"

პრემიერი "ნაცმოძრაობას": "თქვენ აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და კრიტიკას ვერ მივიღებთ"

"თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და თქვენგან კრიტიკას, რომ სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ დასავლეთთან მიმართებაში, ვერ მივიღებთ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" თანამშრომლობის პერსპექტივით დაინტერესდნენ.

"რა თქმა უნდა, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია "პატრიოტთა ალიანსიდან" განცხადებები, რომლებიც, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის დასავლურ ინტეგრაციას. სტრატეგიულ ურთიერთობაში ჩვენ ვერ შევალთ. ჩემგან ეს კრიტიკა არაერთხელ ყოფილა, მაგრამ თქვენგან მიკვირს ამის პრეტენზიები, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც მხოლოდ დეკლარირებულად არის პროდასავლური.

ყველაფერი ის, რაც თქვენი ხელისგან შეიქმნა ამ ქვეყანაში - მედიათავისუფლების აბსოლუტურად დრამატული სურათი, ადამიანის უფლებების კუთხით კატასტროფული სურათი, ქონების მართვის მაჩვენებლები, რომლითაც აბსოლუტურად ფსკერზე იყო ქვეყანა - თქვენი მხრიდან პრეტენზიები ჩვენთან მიმართებაში, რომ ჩვენ თურმე სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ დასავლეთთან მიმართებაში, არის ძალიან გასაკვირი, რბილად რომ ვთქვათ. თქვენ საქმით აკეთებდით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს და ჩვენგან და საქართველოს მოსახლეობისგან იმსახურებთ ძალიან დამსახურებულ კრიტიკას ამ მიმართულებით, ამიტომ ვერ მივიღებ ამ კრიტიკას", - მიმართა კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."