თსუ-ს მეორე კორპუსში ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან სიტუაცია გარკვეულწილად დაძაბულია. აღნიშნულ უბანთან "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები და თვითმმართველობის წევრები იმყოფებიან.
აუდიტორიის წარმომადგენლები ამ უბნის პიკეტირებასაც შეეცადნენ, თუმცა ამის საშუალება თვითმმართველობის წევრებმა და დელეგატობის კანდიდატებმა არ მისცეს.
აღნიშნული ჯგფები ერთმანეთის პირისპირ დგანან და მათ შორის თსუ-ს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან განლაგებული.
როგორც ჟურნალისტებს დელეგატობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, თვითმმართველობის წევრმა თათია წულაძემ განუცხადა, "აუდიტორია 115" არის მარგინალური ძალა, რომელიც კონსტიტუციის უხეში დარღვევით ცდილობს ჩაშალოს საარჩევნო პროცესი და პიკეტირებას ახდენს საარჩევნო უბნების. თავის მხრივ, "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არალეგიტიმურია და ისინი თსუ-ს ადმინისტრაციას არჩევნების ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
თავდაპირველად "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს მეორე კორპუსის შენობა დაკეტილი დახვდათ. შენობის გახსნის შემდეგ მათ ამ კორპუსში მდებარე ორი უბნიდან ერთის პიკეტირება მოახდინეს, ერთთან კი დაპირისპირებული მხარეები არიან შეკრებილნი, საარჩევნო პროცესი ამ უბანზე არ მიმდინარეობს.
წაიკითხეთ: ვითარება თსუ-ში - თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი