სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვითარება თსუ-ში: თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი
ვითარება თსუ-ში: თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი 10.00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნა და კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი 18:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გებს და­ით­ვლი­ან და არ­ჩევ­ნე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს გა­მო­ა­ცხა­დებს.

თსუ-ის 20 615 სტუ­დენ­ტი სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებს აირ­ჩევს სულ უნი­ვერ­სი­ტე­ტის 7 ფა­კულ­ტეტ­ზე 140 წევ­რი უნდა აირ­ჩი­ონ, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 174 კან­დი­და­ტი.

არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, "აუ­დი­ტო­რია 115" თსუ-ს პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ფო­ი­ე­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თავს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ი­თხო­ვენ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის გა­უქ­მე­ბას. მათ ფო­ი­ე­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბე­ე­ბი­დან გად­მო­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც მა­ნი­ფეს­ტი გა­აჟ­ღე­რეს. მა­ნი­ფეს­ტში სტუ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნე­ბია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე, სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ებ­ში პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვა­ზე, სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე და ასე­ვე სხვა მო­თხოვ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გან­ლაგ­დნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ო­რე და მე­სა­მე სარ­თულ­ზე იმ აუ­დი­ტო­რი­ებ­თან, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი და აცხა­დე­ბენ, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არ მის­ცე­მენ სა­შუ­ა­ლე­ბას "უკა­ნო­ნო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის", თუმ­ცა მა­თი­ვე თქმით, მათ ამ აუ­დი­ტო­რი­ე­ბის კა­რე­ბე­ბი და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა თსუ-ს რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე. მისი თქმით, არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გა­რე­მო­ში და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის.

რაც შე­ე­ხე­ბა "აუ­დი­ტო­რია 115"-ის მო­თხოვ­ნას და პრო­ტეს­ტის ფორ­მას, შარ­ვა­ში­ძე გარ­კვე­ულ მო­თხოვ­ნებ­ში "აუ­დი­ტო­რია 115"-ს ეთან­ხმე­ბა, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა, ხოლო პრო­ტეს­ტის ფორ­მას მი­უ­ღე­ბელს უწო­დებს.

"ვე­თან­ხმე­ბი, რომ ყვე­ლა სტუ­დენ­ტი უნდა იყოს თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ა­ნი. ძა­ლი­ან მომ­წონს იდეა - ავ­ტო­ნო­მია უნი­ვერ­სი­ტეტს. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა ფორ­მით არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ეს პრო­ტეს­ტი, გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია. მე ნამ­დვი­ლად არ მომ­წონს ეს ფორ­მა და არ მინ­და ხელი შე­ე­შა­ლოს სას­წავ­ლო პრო­ცესს’, - გა­ნა­ცხა­და თსუ-ს რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე თქმით, რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნას, რომ უკე­თე­სი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა იყოს, არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­დეს.

"პარ­ლა­მენ­ტმა ახლა და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და არის სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის. უნდა მოხ­დეს ავ­ტო­ნო­მი­ის პრინ­ცი­პის გაზ­რდა და ამა­ზე ჩვენ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ვთან­ხმდე­ბით. უნი­ვერ­სი­ტეტს უნდა გა­და­ე­ცეს ის უფ­ლე­ბე­ბი, რომ თა­ვად უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გან­სა­ზღვროს თუ რო­გო­რი მო­წყო­ბა ურ­ჩევ­ნია. პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი არ იქ­ნე­ბა, ან აღარ იქ­ნე­ბა. ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა იყო, რომ არას­წო­რად ნა­წილ­დე­ბა თან­ხე­ბი. გვეს­მო­და, რომ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ ჯგუ­ფებს ქონ­დათ წვდო­მა სხვა­დას­ხვა და­ფი­ნან­სე­ბას­თან, თუმ­ცა ღია სივ­რცე­ში არის ბრძა­ნე­ბის პრო­ექ­ტი, სა­დაც გარ­კვე­ვით წე­რია, რომ პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან აღარ იქ­ნე­ბა მიზ­ნობ­რი­ვი თან­ხე­ბის გა­ხარ­ჯვა ნე­ბის­მი­ე­რი ჯგუ­ფის მიერ. შე­იქ­მნე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი საბ­ჭო, რო­მე­ლიც მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის პო­ზი­ცი­ას, ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვა მი­იჩ­ნევს, რომ იმ ხალ­ხის უმე­ტე­სო­ბა, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო ამ მოძ­რა­ო­ბა­ში - "აუ­დი­ტო­რია 115"-ში, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად თა­ნამ­შრომ­ლობს და ბევრ ფორ­მატ­ში მუ­შა­ობს თსუ-ს ახალ მე­ნე­ჯმენ­ტთან, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან, სხვა­დას­ხვა არა­სამ­თავ­რო­ბოს­თან, პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად.

"ნა­წილს უნდა და რო­გორც ჩანს, მათი მი­ზა­ნია, რომ რა­ღაც ძა­ლო­ვა­ნი მე­თო­დე­ბით გა­მო­ხა­ტონ თა­ვის თავი. მე მო­ვუ­წო­დებ, ძა­ლი­ან მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლას, რომ ეს არა­ფერს მო­ი­ტანს. ყვე­ლა მზად არის მათ­თან შე­სახ­ვედ­რად. მათ იცი­ან, რომ თსუ-ს სტრა­ტე­გია მზად­დე­ბა, ისიც იცი­ან, რომ თი­თო­ნაც არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი ამ ფორ­მატ­ში, ამი­ტომ ახლა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ხე­ლის შეშ­ლით ვე­რა­ფერ უკე­თე­სო­ბას მი­ი­ღე­ბენ, მხო­ლოდ ათა­სო­ბით სტუ­დენტს თა­ვი­სი კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში ხელს შე­უშ­ლი­ან", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატ­მა.

ჯე­ჯე­ლა­ვას თქმით, მას სტუ­დენ­ტე­თან რე­გუ­ლა­რუ­ლად ჰქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი, ახ­ლაც სულ ღია აქვს კარი. "მათ რომ ნდო­მო­დათ გუ­ში­ნაც ჩემ­თან მო­ვი­დოდ­ნენ და არა კორ­პუსს და­ი­კა­ვებ­დნენ, მაგ­რამ მათი არ­ჩე­ვა­ნია კონ­კრე­ტუ­ლად ასე­თი მე­თო­დით მოქ­მე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯელ­ვამ.

ჯე­ჯე­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად რა­საც ეს ხალ­ხი ითხოვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გე­ბა. "ჩვენ ამას ვე­თან­ხმე­ბით და სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მივ­დი­ვართ. ანუ ნა­ბი­ჯე­ბი რაც აქა­მა­დე გა­და­იდ­გა და გა­და­იდ­გმე­ბა, მათ შო­რის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო თუ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი კუ­თხით, სწო­რედ არის იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ითხო­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის რე­ფორ­მის სა­ჭი­რო­ე­ბა არის და მიმ­დი­ნა­რე­ობს უკვე თვე­ე­ბია. "ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, შე­იქ­მნა პლატ­ფორ­მა პრო­ფე­სო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. და­ფი­ნან­სე­ბის ლი­ბე­რა­ლი­ცი­ის­კენ ნა­ბი­ჯე­ბი უკვე გა­და­იდ­გა და კი­დევ იდ­გე­ბა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ახა­ლი რექ­ტო­რის სტრა­ტე­გი­ა­ში ეს ხაზ­გას­მუ­ლია, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­და ჯე­ჯე­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვითარება თსუ-ში: თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი

ვითარება თსუ-ში: თვითმმართველობის არჩევნები და "აუდიტორია 115"-ის პროტესტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

საარჩევნო უბნები 10.00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს.

თსუ-ის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი.

არჩევნების პარალელურად, "აუდიტორია 115" თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებას. მათ ფოიეში უნივერსიტეტის კიბეებიდან გადმოინაცვლეს, სადაც მანიფესტი გააჟღერეს. მანიფესტში სტუდენტების ნაწილის მოთხოვნებია დაფიქსირებული. კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებაზე, საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევაზე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სრულ რეაბილიტაციაზე და ასევე სხვა მოთხოვნებზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს.

"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლები განლაგდნენ უნივერსიტეტის მეორე და მესამე სართულზე იმ აუდიტორიებთან, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული და აცხადებენ, რომ ადმინისტრაციას არ მისცემენ საშუალებას "უკანონო არჩევნების ჩატარების", თუმცა მათივე თქმით, მათ ამ აუდიტორიების კარებები დაკეტილი დახვდათ.

უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივ გარემოში და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების.

რაც შეეხება "აუდიტორია 115"-ის მოთხოვნას და პროტესტის ფორმას, შარვაშიძე გარკვეულ მოთხოვნებში "აუდიტორია 115"-ს ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო პროტესტის ფორმას მიუღებელს უწოდებს.

"ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. ძალიან მომწონს იდეა - ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს’, - განაცხადა თსუ-ს რექტორმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება მოთხოვნას, რომ უკეთესი თვითმმართველობა იყოს, არსებობს შესაძლებლობა კანონში ცვლილებები შევიდეს.

"პარლამენტმა ახლა დაიწყო მუშაობა და არის საშუალება კანონმდებლობის გაუმჯობესების. უნდა მოხდეს ავტონომიის პრინციპის გაზრდა და ამაზე ჩვენ, საკანონმდებლო ორგანოც და ხელისუფლებაც ვთანხმდებით. უნივერსიტეტს უნდა გადაეცეს ის უფლებები, რომ თავად უნივერსიტეტმა განსაზღვროს თუ როგორი მოწყობა ურჩევნია. პრივილეგირებული ჯგუფები არ იქნება, ან აღარ იქნება. ამისთვის ყველაფერი გაკეთდა ამ ორი თვის განმავლობაში. მთავარი მოთხოვნა იყო, რომ არასწორად ნაწილდება თანხები. გვესმოდა, რომ პრივილეგირებულ ჯგუფებს ქონდათ წვდომა სხვადასხვა დაფინანსებასთან, თუმცა ღია სივრცეში არის ბრძანების პროექტი, სადაც გარკვევით წერია, რომ პირველი იანვრიდან აღარ იქნება მიზნობრივი თანხების გახარჯვა ნებისმიერი ჯგუფის მიერ. შეიქმნება კომპეტენტური საბჭო, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა რექტორმა.

რაც შეეხება განათლების მინისტრობის კანდიდატის პოზიციას, ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ იმ ხალხის უმეტესობა, ვინც ჩართული იყო ამ მოძრაობაში - "აუდიტორია 115"-ში, კონსტრუქციულად თანამშრომლობს და ბევრ ფორმატში მუშაობს თსუ-ს ახალ მენეჯმენტთან, განათლების სამინისტროსთან, სხვადასხვა არასამთავრობოსთან, პროფესორებთან ერთად.

"ნაწილს უნდა და როგორც ჩანს, მათი მიზანია, რომ რაღაც ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავის თავი. მე მოვუწოდებ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ეს არაფერს მოიტანს. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ თსუ-ს სტრატეგია მზადდება, ისიც იციან, რომ თითონაც არიან ჩართულები ამ ფორმატში, ამიტომ ახლა სტუდენტებისთვის, სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით ვერაფერ უკეთესობას მიიღებენ, მხოლოდ ათასობით სტუდენტს თავისი კანონიერი უფლების განხორციელებაში ხელს შეუშლიან", - განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ჯეჯელავას თქმით, მას სტუდენტეთან რეგულარულად ჰქონდა შეხვედრები, ახლაც სულ ღია აქვს კარი. "მათ რომ ნდომოდათ გუშინაც ჩემთან მოვიდოდნენ და არა კორპუსს დაიკავებდნენ, მაგრამ მათი არჩევანია კონკრეტულად ასეთი მეთოდით მოქმედება", - განაცხადა ჯეჯელვამ.

ჯეჯელავას განცხადებით, შინაარსობრივად რასაც ეს ხალხი ითხოვს, ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგება. "ჩვენ ამას ვეთანხმებით და სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. ანუ ნაბიჯები რაც აქამადე გადაიდგა და გადაიდგმება, მათ შორის, საკანონმდებლო თუ ორგანიზაციული კუთხით, სწორედ არის იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ითხოვენ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმის საჭიროება არის და მიმდინარეობს უკვე თვეებია. "ბევრი რამ შეიცვალა, შეიქმნა პლატფორმა პროფესორები, სტუდენტები არიან ჩართულები. დაფინანსების ლიბერალიციისკენ ნაბიჯები უკვე გადაიდგა და კიდევ იდგება. უნივერსიტეტისა და ახალი რექტორის სტრატეგიაში ეს ხაზგასმულია, ეს ყველაფერი უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი