პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა მოსწავლეებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც ოპერაციას დისტანციურად გააკეთებს
ქართველმა მოსწავლეებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც ოპერაციას დისტანციურად გააკეთებს

რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც ოპე­რა­ცი­ას გა­ა­კე­თებს ან ხან­ძარს ჩა­აქ­რობს, ორმა ქარ­თველ­მა მოს­წავ­ლე-გა­მომ­გო­ნე­ბელ­მა შექ­მნა. პრო­ექ­ტის სა­ხე­ლია "დის­ტან­ცი­უ­რი რე­ა­ლო­ბა", ანუ მო­წყო­ბი­ლო­ბას რე­ა­ლო­ბა ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე დის­ტან­ცი­უ­რად გა­და­აქვს.

"ჩვე­ნი გა­მო­გო­ნე­ბა ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ერთი არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი სათ­ვა­ლის მსგავ­სი მო­წყო­ბი­ლო­ბა. მას იკე­თებს ადა­მი­ა­ნი და მე­ო­რეა რო­ბო­ტი, რო­მე­ლიც ამ ადა­მი­ა­ნის მოძ­რა­ო­ბას ზუს­ტად იმე­ო­რებს. ადა­მი­ანს და­მა­ტე­ბით ხე­ლებ­სა და ფე­ხებ­ზე სენ­სო­რე­ბიც უმაგრდე­ბა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ რო­ბო­ტის მოძ­რა­ო­ბა უშეც­დო­მო იყოს," - AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს მოს­წავ­ლე გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი ირაკ­ლი ყა­ზა­იშ­ვი­ლი.

ამ­ჟა­მად, რო­ბო­ტის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა ინ­ტერ­ნე­ტით ხდე­ბა. თუმ­ცა, სა­მო­მავ­ლოდ ეს რა­დი­ოს სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ დის­ტან­ცი­ა­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან სწრა­ფი ინ­ტერ­ნე­ტი სჭირ­დე­ბა, რად­გან დიდი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ტა­ნა ხდე­ბა.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ ამ მე­ქა­ნიზ­მმა ადა­მი­ა­ნი შეც­ვა­ლოს კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. მან შე­იძ­ლე­ბა ოპე­რა­ცი­აც გა­ა­კე­თოს. ჩვე­ნი სათ­ვა­ლი­თა და სენ­სო­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მი გა­ა­კე­თებს ოპე­რა­ცი­ას, რო­ბო­ტი კი მას იდენ­ტუ­რად გა­ი­მე­ო­რებს და მე­ო­რე ოპე­რა­ცი­ას ჩა­ა­ტა­რებს. მა­გა­ლი­თად, ეს რო­ბო­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­ვუშ­ვათ ისეთ ხან­ძარ­ში, რო­მე­ლიც მე­ხან­ძრის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოა. რა­დი­ა­ცი­ის დრო­საც შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა, რად­გან ის ადა­მი­ა­ნის­თვის ძა­ლი­ან სა­ში­შია. მისი გაგ­ზავ­ნა კოს­მოს­ში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი," - აღ­ნიშ­ნავს ყა­ზა­იშ­ვი­ლი.

რო­ბოტს ადა­მი­ა­ნის ფორ­მა ექ­ნე­ბა. მოს­წავ­ლე გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბის გათ­ვლით, ასე უფრო მარ­ტი­ვად შეძ­ლებს და­კის­რე­ბუ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. თუმ­ცა, მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ფე­ხე­ბის მა­გივ­რად ტან­კის მუხ­ლუ­ხო­ე­ბი ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბორ­ბლე­ბი და­უ­მაგ­რონ. ის შე­იძ­ლე­ბა მფრი­ნა­ვიც იყოს. ბი­ჭე­ბის გან­მარ­ტე­ბით, "დის­ტან­ცი­უ­რი რე­ა­ლო­ბის" მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მსგავს პრო­ექ­ტებ­თან შე­და­რე­ბით ის არის, რომ რო­ბოტს არ სჭირ­დე­ბა გაწ­ვრთნა და კონ­ტრო­ლი. ის ადა­მი­ა­ნის მოძ­რა­ო­ბას იმე­ო­რებს და და­მო­უ­კი­დებ­ლად არა­ფერს აკე­თებს. მეტი სი­ზუს­ტის­თვის მას­ზე კა­მე­რი­სა და დი­ნა­მი­კე­ბის და­მაგ­რე­ბა­საც აპი­რე­ბენ.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს რო­ბოტს თავი და კი­სე­რი აქვს. დამ­ზა­დე­ბუ­ლი გვაქვს მარ­ჯვე­ნა ხე­ლიც, მაგ­რამ ჯერ შე­სა­ერ­თე­ბე­ლია. მო­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა, საკ­მა­ოდ ძვი­რია. ამი­ტომ ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბას ვე­ღარ ვაგ­რძე­ლებთ," - გვე­უბ­ნე­ბა ირაკ­ლი ყა­ზა­იშ­ვი­ლი.

ირაკ­ლი ყა­ზა­იშ­ვი­ლი და გი­ორ­გი ჯი­ქი­ძე პრო­ექ­ტზე გა­ზა­ფხუ­ლი­დან მუ­შა­ო­ბენ. მოს­წავ­ლე-გა­მომ­გო­ნებ­ლებს სრუ­ლად აქვთ და­წე­რი­ლი პროგ­რა­მა, რაც მათ­თვის ერთ-ერთი რთუ­ლი ეტა­პი იყო.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქართველმა მოსწავლეებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც ოპერაციას დისტანციურად გააკეთებს

ქართველმა მოსწავლეებმა გამოიგონეს რობოტი, რომელიც ოპერაციას დისტანციურად გააკეთებს

რობოტი, რომელიც ოპერაციას გააკეთებს ან ხანძარს ჩააქრობს, ორმა ქართველმა მოსწავლე-გამომგონებელმა შექმნა. პროექტის სახელია "დისტანციური რეალობა", ანუ მოწყობილობას რეალობა ერთი ადგილიდან მეორეზე დისტანციურად გადააქვს.

"ჩვენი გამოგონება ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის ვირტუალური რეალობის უკვე კარგად ცნობილი სათვალის მსგავსი მოწყობილობა. მას იკეთებს ადამიანი და მეორეა რობოტი, რომელიც ამ ადამიანის მოძრაობას ზუსტად იმეორებს. ადამიანს დამატებით ხელებსა და ფეხებზე სენსორებიც უმაგრდება, რაც უზრუნველყოფს, რომ რობოტის მოძრაობა უშეცდომო იყოს," - AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს მოსწავლე გამომგონებელი ირაკლი ყაზაიშვილი.

ამჟამად, რობოტისთვის ინფორმაციის მიწოდება ინტერნეტით ხდება. თუმცა, სამომავლოდ ეს რადიოს საშუალებითაც შესაძლებელი იქნება. ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დისტანციაზეა შესაძლებელი, მაგრამ ძალიან სწრაფი ინტერნეტი სჭირდება, რადგან დიდი ინფორმაციის გადატანა ხდება.

"ჩვენი მიზანია, რომ ამ მექანიზმმა ადამიანი შეცვალოს კრიტიკულ სიტუაციაში. მან შეიძლება ოპერაციაც გააკეთოს. ჩვენი სათვალითა და სენსორებით აღჭურვილი ექიმი გააკეთებს ოპერაციას, რობოტი კი მას იდენტურად გაიმეორებს და მეორე ოპერაციას ჩაატარებს. მაგალითად, ეს რობოტი შეიძლება შევუშვათ ისეთ ხანძარში, რომელიც მეხანძრის სიცოცხლისთვის სახიფათოა. რადიაციის დროსაც შეიძლება მისი გამოყენება, რადგან ის ადამიანისთვის ძალიან საშიშია. მისი გაგზავნა კოსმოსშიცაა შესაძლებელი," - აღნიშნავს ყაზაიშვილი.

რობოტს ადამიანის ფორმა ექნება. მოსწავლე გამომგონებლების გათვლით, ასე უფრო მარტივად შეძლებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. თუმცა, მიზნებიდან გამომდინარე შესაძლებელია, რომ ფეხების მაგივრად ტანკის მუხლუხოები ან ჩვეულებრივი ბორბლები დაუმაგრონ. ის შეიძლება მფრინავიც იყოს. ბიჭების განმარტებით, "დისტანციური რეალობის" მთავარი უპირატესობა მსგავს პროექტებთან შედარებით ის არის, რომ რობოტს არ სჭირდება გაწვრთნა და კონტროლი. ის ადამიანის მოძრაობას იმეორებს და დამოუკიდებლად არაფერს აკეთებს. მეტი სიზუსტისთვის მასზე კამერისა და დინამიკების დამაგრებასაც აპირებენ.

"ჯერჯერობით ჩვენს რობოტს თავი და კისერი აქვს. დამზადებული გვაქვს მარჯვენა ხელიც, მაგრამ ჯერ შესაერთებელია. მოტორები, რომლებიც ხელების და ფეხებისთვის გვჭირდება, საკმაოდ ძვირია. ამიტომ ჯერჯერობით პროექტზე მუშაობას ვეღარ ვაგრძელებთ," - გვეუბნება ირაკლი ყაზაიშვილი.

ირაკლი ყაზაიშვილი და გიორგი ჯიქიძე პროექტზე გაზაფხულიდან მუშაობენ. მოსწავლე-გამომგონებლებს სრულად აქვთ დაწერილი პროგრამა, რაც მათთვის ერთ-ერთი რთული ეტაპი იყო.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი