პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თსუ-ს პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის კი­ბე­ებ­ზე "აუ­დი­ტო­რია 115"-ის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი სტუ­დენ­ტი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აქ­ცი­ის ერთ-ერმა მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი ჯა­ვა­ხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მათი აქ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის მე­ექ­ვსე კორ­პუ­სის პი­კე­ტი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე, სა­ფა­კულ­ტე­ტო საბ­ჭო­ებ­ში პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვა­ზე, სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლის სრულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე და ასე­ვე სხვა მო­თხოვ­ნებ­ზე, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

რაც შე­ე­ხე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის, ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ "აუ­დი­ტო­რია 115" აპი­რებს თსუ-ს პირ­ველ კორ­პუს­ში შეჭ­რას და სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ჩაშ­ლას, ჯა­ვა­ხა­ძის თქმით, თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ყო­ველ­თვის ცდი­ლობს თა­ვი­სუ­ფა­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტის მარ­გი­ნა­ლი­ზე­ბას. მი­სი­ვე თქმით, კვი­რი­კაშ­ვი­ლის ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი არის სიც­რუე.

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დღეს თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა. თსუ-ის 20 615 სტუ­დენ­ტი სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რებს აირ­ჩევს. სულ უნი­ვერ­სი­ტეტს 140 წევ­რი­სა­გან შემ­დგა­რი სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბა ეყო­ლე­ბა.

სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებს "აუ­დი­ტო­რია 115" აპ­რო­ტეს­ტებს. გუ­შინ "აუ­დი­ტო­რია 115"-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლე­ბი თსუ-ს მე-6 კორ­პუს­ში შე­იჭრ­ნენ და მის პი­კე­ტი­რე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. "აუ­დი­ტო­რია 115" -ის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ სტუ­დენ­ტე­ბი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-6 კორ­პუ­სი ამი­ტომ და­ი­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს პირველი კორპუსის კიბეებზე "აუდიტორია 115"-ის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რამდენიმე ათეული სტუდენტი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერმა მონაწილე გიორგი ჯავახაძემ განუცხადა, მათი აქციები, მათ შორის მეექვსე კორპუსის პიკეტირება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მათ მიერ გამოქვეყნებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. კერძოდ, საუბარია თვითმმართველობის არჩევნების გაუქმებაზე, საფაკულტეტო საბჭოებში პირდაპირი წესით არჩევაზე, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სრულ რეაბილიტაციაზე და ასევე სხვა მოთხოვნებზე, რომელიც გუშინ გამოაქვეყნეს.

რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ბახვა კვირიკაშვილის განცხადებას, რომ "აუდიტორია 115" აპირებს თსუ-ს პირველ კორპუსში შეჭრას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას, ჯავახაძის თქმით, თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს თავისუფალი და მშვიდობიანი პროტესტის მარგინალიზებას. მისივე თქმით, კვირიკაშვილის ეს განცხადებები არის სიცრუე.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. თსუ-ის 20 615 სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აირჩევს. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება.

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს "აუდიტორია 115" აპროტესტებს. გუშინ "აუდიტორია 115"-ის წარმომადგენელები თსუ-ს მე-6 კორპუსში შეიჭრნენ და მის პიკეტირებას განაგრძობენ. "აუდიტორია 115" -ის წევრები აცხადებენ, რომ სტუდენტები ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას არ შეეგუებიან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი ამიტომ დაიკავეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი