სოსო ფხაკაძე - ბიზნესში ძალიან ხშირად ვრისკავთ

სოსო ფხაკაძე - ბიზნესში ძალიან ხშირად ვრისკავთ

ხშირად რისკავს, ამაყობს შვილებით და ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.

"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში ბლიცკითხვებს უპასუხა.

"ბიზნესპრესნიუსი" სოსო ფხაკაძის ბიზნესბლიცს უცვლელად გთავაზობთ:

ბიზნესისთვის მიუღებელია

ბიზნესი წესიერებაზე, ღიაობაზე და გამჭვირვალობაზე დგას. აქ არასწორი საქციელი არ შეიძლება. ჯერ ერთი, თუ ადამიანი შეცდომას წესიერების კუთხით დაუშვებ, დარწმუნებული უნდა იყო, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომ მერე რეპუტაციის უკან დაბრუნება ძალიან გაგიჭირდება.

ვამაყობ

ვამაყობ ჩემი შვილებით და ჩემი ოჯახით. ეს არის ჩემთვის მთავარი საამაყო. 5 შვილი მყავს, ამ მიმართულებით შეიძლება კიდევ გავფართოვდეთ და განვვითარდეთ. ერთი წუთით თუ გამომითავისუფლდა დრო, პირველ რიგში ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ყოფნა.

იმედგაცრუება ბიზნესში

მახსოვს ერთი პროექტი იყო 90-იანებში. შევხედეთ, რომ ეს არ იყო ჩვენი საქმე. გული და სული ვერ ჩავდეთ ამ საქმეში, ვერ შევიყვარეთ და მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბიზნესი ჩვენს პორტფელში არ უნდა ყოფილიყო და გავყიდეთ. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი