პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკრძალვები მოქმედებს განვითარებული ქვეყნების სკოლებში - უნდა ეცვათ თუ არა მოსწავლეებს უნიფორმები
რა აკრძალვები მოქმედებს განვითარებული ქვეყნების სკოლებში - უნდა ეცვათ თუ არა მოსწავლეებს უნიფორმები

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გო­გო­ნებს თმა გაშ­ლი­ლი აქვთ, ბი­ჭებს კი ჯინ­სი აც­ვი­ათ, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე არ და­იშ­ვე­ბი­ან, - ასე­თი ში­ნა­გა­ნა­წე­სი ზუგ­დი­დის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში მოქ­მე­დებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აკ­რძალ­ვე­ბი, რო­გორც წესი, საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ვრცელ­დე­ბო­და, რო­დე­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მე­ბის ტა­რე­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლეს ევა­ლე­ბო­და.

ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სას­კო­ლო ფორ­მე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სპე­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერ­თი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მოს­წავ­ლე­ე­ბის სას­კო­ლო იმიჯს თა­ვად გან­სა­ზღვრავს.

უნდა იყოს თუ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­კო­ლო ფორ­მე­ბის ტა­რე­ბა და რა უარ­ყო­ფი­თი და და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი მო­აქვს მას? ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge რამ­დე­ნი­მე მშო­ბელ­სა და გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერტს ესა­უბ­რა.

ინ­გას 6 წლის შვი­ლი რუს­თა­ვის 23-ე სკო­ლა­ში სწავ­ლობს. დედა გან­მარ­ტავს, რომ აღ­ნიშ­ნულ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს მხო­ლოდ შავი, თეთ­რი და ლურ­ჯი ფე­რის სა­მო­სის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ, რაც და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, - "დი­რექ­ტო­რი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამოწ­მებს ხოლ­მე, თუ რა აც­ვი­ათ მოს­წავ­ლე­ებს. ჩემი აზ­რით, ბავ­შვე­ბის ტან­საც­მლის ფერ­ზე ზრუნ­ვის ნაც­ვლად სკო­ლა უნდა გა­ა­რე­მონ­ტონ და და­ა­ლა­გონ," - აღ­ნიშ­ნავს ის.

მაკა, რო­მე­ლიც შვილს სკო­ლა­ში მალე შე­იყ­ვანს, სას­კო­ლო ფორ­მის პო­ზი­ტი­ურ მხა­რე­ებ­ზე სა­უბ­რობს, მისი თქმით, ბავ­შვებს შო­რის ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის პრობ­ლე­მას აღ­მო­ფხვრის, - "ჩემი ნაც­ნო­ბის შვი­ლი, კუ­კი­ა­ზე მდე­ბა­რე სკო­ლის მე­ცხრე კლა­სი­დან იმი­ტომ გა­მო­ვი­და, რომ სხვე­ბი­ვით კარ­გად არ ეცვა, გარ­შე­მომ­ყო­ფებ­თან პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბო­და და გაკ­ვე­თი­ლებ­ზე აღარ და­დი­ო­და," - გან­მარ­ტავს ის.

გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტის, თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლის თქმით, სას­კო­ლო ფორ­მებს აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბას­თან კავ­ში­რის არ აქვს, - "ფორ­მე­ბის შე­მო­ღე­ბის სა­კი­თხი სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით უნდა მოხ­დეს. ცხა­დია, როცა შე­თან­ხმე­ბა არ ხდე­ბა, ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს, რაც სკო­ლა­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის," - აღ­ნიშ­ნავს ექ­სპერ­ტი და დას­ძენს, რომ სას­კო­ლო ფორ­მის შე­მო­ღე­ბა ოჯა­ხე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

თა­მარ მო­სი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ "ევ­რო­პა­ში არ­სე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის ნა­წილ­ში სას­კო­ლო ფორ­მის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ზო­გი­ერ­თის ში­ნა­გა­ნა­წე­სი კი ამას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზეც ასეა".

სას­კო­ლო უნი­ფორ­მე­ბის ტა­რე­ბის რო­გო­რი პრაქ­ტი­კაა და­ნერ­გი­ლი გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში?

დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში სას­კო­ლო ფორ­მის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო არ არის და მისი გან­საღ­ზღვრის უფ­ლე­ბა სკო­ლებს აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. უნი­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს წესი მოქ­მე­დებს: სკო­ლის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ფორ­მა ასა­კის, სქე­სის, რა­სის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ნიშ­ნით დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი არ უნდა იყოს. გარ­და ამი­სა, სა­ნამ უნი­ფორ­მის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დე­ბა, ეს სა­კი­თხი მშობ­ლებ­თან და სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ორ­გა­ნო­ებ­თან უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

იტა­ლი­ა­ში სას­კო­ლო ფორ­მე­ბი თით­ქმის არ­ცერთ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ გვხვდე­ბა, რად­გან ის იტა­ლი­ელ ფა­შისტ, ბე­ნი­ტო მუ­სო­ლი­ნის რე­ჟიმ­თან ასო­ცირ­დე­ბა.

სას­კო­ლო უნი­ფორ­მის ტა­რე­ბის ტრა­დი­ცია არც გერ­მა­ნი­ა­შია, თუმ­ცა აქ სკო­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე შე­ზღუდ­ვა მოქ­მე­დებს. მოს­წავ­ლეს არ უნდა ეც­ვას ძა­ლი­ან მოკ­ლე შორ­ტი/კაბა, მისი ტა­ნი­სა­მო­სი გა­მომ­წვე­ვი, დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი და სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არ უნდა იყოს.

რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ს, ფლო­რი­დის შტა­ტის ზო­გი­ერთ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოს­წავ­ლი­სა და კო­ლე­ჯის სტუ­დენ­ტის ტა­ნი­სა­მოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი არ­სე­ბობს, თუმ­ცა უნი­ფორ­მის ტა­რე­ბა ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თხოვ­ნა­დი არ არის. მოს­წავ­ლე­ებს არ უნდა ეც­ვათ ძა­ლი­ან მოკ­ლე კა­ბე­ბი, მხრე­ბი მთლი­ა­ნად მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი არ უნდა იყოს, ძა­ლი­ან მოტ­კე­ცი­ლი შარ­ვლე­ბი­თა და გულ­ზე ამო­ღე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბით სი­ა­რუ­ლი სა­სურ­ვე­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ­ჟა­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­კო­ლო ფორ­მე­ბით, ძი­რი­თა­დად, კერ­ძო და სამ­რევ­ლო სკო­ლე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ. რო­გორც გა­ნათ­ლე­ბის ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, სას­კო­ლო ფორ­მის შე­მო­ღე­ბა­ზე აკ­რძალ­ვა არ ვრცელ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მისი და­წე­სე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ხა­სი­ათს ატა­რებს.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

რა აკრძალვები მოქმედებს განვითარებული ქვეყნების სკოლებში - უნდა ეცვათ თუ არა მოსწავლეებს უნიფორმები

რა აკრძალვები მოქმედებს განვითარებული ქვეყნების სკოლებში - უნდა ეცვათ თუ არა მოსწავლეებს უნიფორმები

იმ შემთხვევაში, თუ გოგონებს თმა გაშლილი აქვთ, ბიჭებს კი ჯინსი აცვიათ, სასწავლო პროცესზე არ დაიშვებიან, - ასეთი შინაგანაწესი ზუგდიდის რამდენიმე სკოლაში მოქმედებს. აღნიშნული აკრძალვები, როგორც წესი, საბჭოთა პერიოდში ვრცელდებოდა, როდესაც სპეციალური ფორმების ტარება ყველა მოსწავლეს ევალებოდა.

ამ ეტაპზე, საქართველოში სასკოლო ფორმების სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით სპეციალური წესები არ არსებობს, თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი სასწავლო დაწესებულება, მოსწავლეების სასკოლო იმიჯს თავად განსაზღვრავს.

უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სასკოლო ფორმების ტარება და რა უარყოფითი და დადებითი შედეგები მოაქვს მას? ამის შესახებ Ambebi.ge რამდენიმე მშობელსა და განათლების ექსპერტს ესაუბრა.

ინგას 6 წლის შვილი რუსთავის 23-ე სკოლაში სწავლობს. დედა განმარტავს, რომ აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეებს მხოლოდ შავი, თეთრი და ლურჯი ფერის სამოსის ტარების უფლება აქვთ, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, - "დირექტორი სპეციალურად ამოწმებს ხოლმე, თუ რა აცვიათ მოსწავლეებს. ჩემი აზრით, ბავშვების ტანსაცმლის ფერზე ზრუნვის ნაცვლად სკოლა უნდა გაარემონტონ და დაალაგონ," - აღნიშნავს ის.

მაკა, რომელიც შვილს სკოლაში მალე შეიყვანს, სასკოლო ფორმის პოზიტიურ მხარეებზე საუბრობს, მისი თქმით, ბავშვებს შორის ეს სოციალური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემას აღმოფხვრის, - "ჩემი ნაცნობის შვილი, კუკიაზე მდებარე სკოლის მეცხრე კლასიდან იმიტომ გამოვიდა, რომ სხვებივით კარგად არ ეცვა, გარშემომყოფებთან პრობლემები ექმნებოდა და გაკვეთილებზე აღარ დადიოდა," - განმარტავს ის.

განათლების ექსპერტის, თამარ მოსიაშვილის თქმით, სასკოლო ფორმებს აკადემიურ მოსწრებასთან კავშირის არ აქვს, - "ფორმების შემოღების საკითხი სასკოლო საზოგადოებასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს. ცხადია, როცა შეთანხმება არ ხდება, ეს უკმაყოფილებას იწვევს, რაც სკოლაში მიზანშეწონილი არ არის," - აღნიშნავს ექსპერტი და დასძენს, რომ სასკოლო ფორმის შემოღება ოჯახებისთვის დამატებითი ფინანსური ხარჯების საფუძველი გახდება.

თამარ მოსიაშვილი განმარტავს, რომ "ევროპაში არსებული სკოლების ნაწილში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა, ზოგიერთის შინაგანაწესი კი ამას არ ითვალისწინებს, რაც საქართველოს მაგალითზეც ასეა".

სასკოლო უნიფორმების ტარების როგორი პრაქტიკაა დანერგილი განვითარებულ ქვეყნებში?

დიდი ბრიტანეთში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო არ არის და მისი განსაღზღვრის უფლება სკოლებს აქვთ მინიჭებული. უნიფორმასთან დაკავშირებით, ეს წესი მოქმედებს: სკოლის მიერ დაწესებული ფორმა ასაკის, სქესის, რასის, შესაძლებლობების, რელიგიური შეხედულებებისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციული არ უნდა იყოს. გარდა ამისა, სანამ უნიფორმის ტარება სავალდებულო გახდება, ეს საკითხი მშობლებთან და სახელისუფლებო ორგანოებთან უნდა იყოს შეთანხმებული.

იტალიაში სასკოლო ფორმები თითქმის არცერთ სასწავლო დაწესებულებაში არ გვხვდება, რადგან ის იტალიელ ფაშისტ, ბენიტო მუსოლინის რეჟიმთან ასოცირდება.

სასკოლო უნიფორმის ტარების ტრადიცია არც გერმანიაშია, თუმცა აქ სკოლებში რამდენიმე შეზღუდვა მოქმედებს. მოსწავლეს არ უნდა ეცვას ძალიან მოკლე შორტი/კაბა, მისი ტანისამოსი გამომწვევი, დისკრიმინაციული და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებისთვის შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება აშშ-ს, ფლორიდის შტატის ზოგიერთ სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლისა და კოლეჯის სტუდენტის ტანისამოსთან დაკავშირებით, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, თუმცა უნიფორმის ტარება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოთხოვნადი არ არის. მოსწავლეებს არ უნდა ეცვათ ძალიან მოკლე კაბები, მხრები მთლიანად მოშიშვლებული არ უნდა იყოს, ძალიან მოტკეცილი შარვლებითა და გულზე ამოღებული მაისურებით სიარული სასურველი არ არის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საქართველოში სპეციალური სასკოლო ფორმებით, ძირითადად, კერძო და სამრევლო სკოლები სარგებლობენ. როგორც განათლების ექსპერტი აღნიშნავს, სასკოლო ფორმის შემოღებაზე აკრძალვა არ ვრცელდება, შესაბამისად, მისი დაწესება ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს.

მარიამ მენაბდიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ