პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბახვა კვირიკაშვილი - "აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს
ბახვა კვირიკაშვილი - "აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის ქმე­დე­ბა გას­ცდა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რე­ა­გი­რე­ბა დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნონ რო­გორც უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, ასე­ვე შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მო­სა­ლოდ­ნე­ლია რიგი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი, რის გა­მოც, სტუ­დენ­ტებს მო­უ­წო­დებს, არ აჰ­ყვნენ "აუ­დი­ტო­რია 115"-ს. ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით­ვე, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ აუ­დი­ტო­რი­ის წევ­რებ­მა ხვალ თსუ-ის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის და­კა­ვე­ბა სცა­დონ.

"ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ქმე­დე­ბა უკვე გას­ცდა ყვე­ლა­ნა­ირ ზღვარს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უნი­ვერ­სი­ტეტ­მა და შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა მო­ახ­დი­ნონ დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა. "აუ­დი­ტო­რია 115" აფერ­ხებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მუ­შა­ო­ბას. ასე­ვე, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ, რომ არ ჩა­ტარ­დეს არ­ჩევ­ნე­ბი. ეს არ არის ვან­და­ლიზ­მის პირ­ვე­ლი ქმე­დე­ბა, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, აქამ­დე მას რე­ა­გი­რე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ჩვენ, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არ ვა­პი­რებთ არა­ნა­ი­რი აქ­ცი­ის გა­მარ­თვას და მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლა სტუ­დენტს, არ აჰ­ყვნენ პრო­ვო­კა­ცი­ებს. გა­მომ­დი­ნა­რე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­დან, გვაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი ვი­ფიქ­როთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხვალ თსუ-ის პირ­ველ კორ­პუს­ში შეჭ­რა­საც შე­ეც­დე­ბი­ან და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბახ­ვა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

"აუ­დი­ტო­რია 115"-ის სტუ­დენ­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე-6 კორ­პუს­ში შე­იჭრ­ნენ და კორ­პუ­სის კა­რე­ბი შიგ­ნი­დან აჭე­დეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ბახვა კვირიკაშვილი - "აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს

ბახვა კვირიკაშვილი - "აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს

"აუდიტორია 115"-ის ქმედება გასცდა ყველანაირ ზღვარს და მნიშვნელოვანია, რეაგირება დროულად მოახდინონ როგორც უნივერსიტეტმა, ასევე შესაბამისმა უწყებებმა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოსალოდნელია რიგი პროვოკაციები, რის გამოც, სტუდენტებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ "აუდიტორია 115"-ს. ბახვა კვირიკაშვილის განცხადებითვე, არ არის გამორიცხული, რომ აუდიტორიის წევრებმა ხვალ თსუ-ის პირველი კორპუსის დაკავება სცადონ.

"ამ ადამიანების ქმედება უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს. მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტმა და შესაბამისმა ორგანოებმა მოახდინონ დროული რეაგირება. "აუდიტორია 115" აფერხებს უნივერსიტეტის მუშაობას. ასევე, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ ჩატარდეს არჩევნები. ეს არ არის ვანდალიზმის პირველი ქმედება, თუმცა, სამწუხაროდ, აქამდე მას რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ, თვითმმართველობის წარმომადგენლები არ ვაპირებთ არანაირი აქციის გამართვას და მოვუწოდებთ ყველა სტუდენტს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს. გამომდინარე განვითარებული მოვლენებიდან, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ ეს ადამიანები ხვალ თსუ-ის პირველ კორპუსში შეჭრასაც შეეცდებიან და მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების ამოქმედება", - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.

"აუდიტორია 115"-ის სტუდენტები რამდენიმე წუთის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში შეიჭრნენ და კორპუსის კარები შიგნიდან აჭედეს. ადგილზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი