ცნობილი თურქი მსახიობი, მურატ ილდირიმი დაქორწინდა. ის თურქეთში ძალიან პოპულარული ადამიანია, აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დიდი პატივისცემით სარგებლობს. მას გაბედნიერება თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა მიულოცა. ვინ არის მისი რჩეული, სად გაიცნეს ერთმანეთი და საქართველოსთან დაკავშირებული რა გეგმები აქვს ცნობილ მსახიობს? - "გზა" მურატის მეგობარს, ნინელი ფუტკარაძეს ესაუბრა.
****
- მურატის რჩეული გახლავთ იმანე ელბანი. იმანე მაროკოდანაა და 2006 წლის "მის მაროკოს" ტიტულის მფლობელი გახლავთ. განათლება ინგლისში აქვს მიღებული. სილამაზის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, სარეკლამო ბიზნესში ჩაერთო. ამჟამად ლონდონში საქმიანობს, აქტიურადაა ჩაბმული ქველმოქმედებაში. ხშირად ნახავთ საღამოებზე, რომელიც ბავშვების დასახმარებლად იმართება.
- ერთმანეთი როგორ გაიცნეს?
- ერთმანეთს ლონდონში, კინოფესტივალზე შეხვდნენ, როდესაც თურქული ფილმების ჩვენება იყო.
****
- ნიშნობას ვერ დავარქმევდი. ერთმანეთს მშობლები გააცნეს, ოფიციალურად გამოცხადდა მათი ქორწინების შესახებ და მალე ქორწილიც ექნებათ.
- პატარძალი უკვე გაიცანით?
- ჯერ ვერ მოვახერხე. ოქტომბერში საქმიანი ვიზიტით ამერიკაში გახლდით. გაეროში ჩატარდა საიუბილეო კონფერენცია, რომელიც ახალგაზრდა გოგონების ძალადობის თემა ეძღვნებოდა. შემდეგ ესპანეთში დავესწარი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებას. მურატი იქაც ძალიან პოპულარულია და სთხოვეს ღონისძიებაში მონაწილეობა - რა თქმა უნდა, დათანხმდა. ამ ამბიდან ძალიან მალე, მურატმა და იმანემ დაქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს. იმედია, იმანეს გაცნობას მალე მოვახერხებ.
სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 47-ე ნომერში