პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამსაჯეს...შევიწროვების გამო დავტოვე საქართველო" - ჟურნალისტი, რომლის მეშვეობით საზოგადოებამ კოდორის დაბომბვის შესახებ გაიგო, მთავრობას მიმართავს
"დამსაჯეს...შევიწროვების გამო დავტოვე საქართველო" - ჟურნალისტი, რომლის მეშვეობით საზოგადოებამ კოდორის დაბომბვის შესახებ გაიგო, მთავრობას მიმართავს

ჟურ­ნა­ლის­ტი მერი მუ­სე­ლი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თავს. მუ­სე­ლი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, რომ 2004 წელს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კო­დო­რის და­ბომბვის შე­სა­ხებ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გო და ამის გამო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ის და­სა­ჯა.

"მერი მუ­სე­ლი­ა­ნის მი­მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას!

ბა­ტო­ნე­ბო და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო!

მოგ­მარ­თავთ სა­ჯა­როდ, რად­გან სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ დამ­რჩა. მინ­და ყუ­რა­დღე­ბა მი­გა­პყრო­ბი­ნოთ იმ და­პი­რე­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც უხ­ვად გა­ე­ცით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­სა­მარ­თით.. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ძვი­რი ჯდე­ბა.

2006 წლის ზა­ფხულ­ში, კო­დო­რის მოვ­ლე­ნე­ბის დროს ვი­ყა­ვი აბას­თუ­მან­ში, შვილ­თან ერ­თად.ვის­ვე­ნებ­დი ისეთ ად­გილ­ზე სა­დაც ტე­ლე­ვი­ზო­რიც კი არ იყო. და­მი­რე­კა რუს­თა­ვი 2 ის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის მო­რი­გე რე­დაქ­ტორ­მა ქეთი ქე­ბა­ძემ, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე წლე­ბის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და ჩემ­თან ერ­თად, პირ­ველ არხზე, პროგ­რა­მა" მო­ამ­ბე­ში". მან იცო­და რომ ვახ­ლობ­ლობ­დი ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ოჯახ­თან და მთხო­ვა მისი სა­კონ­ტაქ­ტო ტე­ლე­ფო­ნი. მი­თხრა, რომ მათ ხელთ არ­სე­ბულ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე ემ­ზა­რი არ პა­სუ­ხობს და რომ კო­დორ­ში რა­ღაც ხდე­ბა. ამის შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და თა­ვად კვი­ცი­ა­ნის ნა­თე­სა­ვი და მაც­ნო­ბა, რომ კო­დო­რი იბომ­ბე­ბო­და და იყო მსხვერ­პლი. მი­თხრა ისიც, რომ არ­ცერ­თი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებ­და. მე ჩემი ნაც­ნო­ბო­ბის წყა­ლო­ბით, ნორა კვი­ცი­ა­ნი კო­დო­რი­დან პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ვარ­თვე­ვი­ნე ტე­ლე­კომ­პა­ნია" იმედს ". ასე გავ­რცელ­და კო­დო­რის და­ბომბვის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

აბას­თუმ­ნი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულს ისე, რომ ბარ­გი ამო­ლა­გე­ბუ­ლიც არ მქონ­და, მო­მა­კი­თხეს სახ­ლში, ორი მან­ქა­ნით, სხვა­დას­ხვა უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. მათ არ წარ­მო­მიდ­გი­ნეს თავი და არც რა­ი­მე გან­მი­მარ­ტეს.

4 წლის ბავ­შვით ხელ­ში ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში და წა­მიყ­ვა­ნეს ქა­ლა­ქის სა­გა­და­სა­ხა­დო­ში. ამ უწყე­ბის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში დამ­სვეს ოთა­ხის შუ­ა­ში, სკამ­ზე და იმ ოთახ­ში მყო­ფი და­ახ­ლო­ე­ბით ორი ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა მხრი­დან მის­ვამ­და კი­თხვებს. კი­თხვე­ბი ეხე­ბო­და ყვე­ლა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჩემს შე­სა­ხებ, ჩემი ქო­ნე­ბის, ინდ,მე­წარ­მის, ის რომ მარ­ტო­ხე­ლა დედა ვარ და ა.შ, ყვე­ლა­ფერს. ამო­ი­ღეს ჩემს სა­ხელ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინდ.მე­წარ­მის დო­კუ­მენ­ტა­ცია. ინდ.მე­წარ­მე იყო შე­ჩე­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე. (მა­შინ გა­უქ­მე­ბა არ ხდე­ბო­და). აღ­მო­ა­ჩი­ნეს რომ ინდ.მე­წარ­მე თა­ვის დრო­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის სი­დედ­რის ეთერ ჩხე­ტი­ა­ნის სა­კუთ­რე­ბა­ში. (ეს ფარ­თი დღე­საც ჩა­მორ­თმე­უ­ლია და მე­სა­კუთ­რე არის სა­ხელ­მწი­ფო). წა­მიყ­ვა­ნეს აღ­ნიშ­ნულ ობი­ექ­ტზე ,შავი ზღვის ქუ­ჩა­ზე,შე­ამ­ტვრი­ეს კა­რე­ბი. ამას ეს­წრე­ბო­და ქა­ლა­ქის სა­გა­და­სა­ხა­დოს უფ­რო­სი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ფარ­თის და ინ­ვენ­ტა­რის მე­სა­კუთ­რე ამ პრო­ცე­დუ­რას არც დას­წრე­ბია, ოქ­მებ­ზე ხელი მო­მა­წე­რი­ნეს მე. აღ­ძრეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, დიდი ოდე­ნო­ბით გა­და­სა­ხა­დე­ბის და­მალ­ვის მუხ­ლით. სას­წრა­ფოდ გავ­ყი­დე ბინა და და­კის­რე­ბუ­ლი თან­ხის ძირი 11 ათა­სი ლარი (სულ და­მე­კის­რა 28 ათა­სი ლარი) გა­და­ვი­ხა­დე. ეს თან­ხა ვე­რა­ნა­ი­რად ვერ უნდა ყო­ფი­ლი­ყო სის­ხლის სა­ფუძ­ვე­ლიც კი. და, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გაგ­რძელ­და კი­დევ 4 წელი,2010 წლამ­დე და კი­დევ 4 წლის მერე ანუ 2014 წელს მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ საქ­მე შე­წყდა. ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა მა­რი­ნე კორ­ძა­ძემ იცო­და ჩემი გან­წყო­ბა რომ, ჩემს საქ­მეს ბოლო ინ­სტან­ცი­აც უნდა გა­ევ­ლო და წა­სუ­ლი­ყო სტარსბურ­გში.

ქალ­ბა­ტო­ნი კორ­ძა­ძე მე­უბ­ნე­ბო­და, მად­ლო­ბა უნდა მეთ­ქვა, რომ არ ჩამ­სვეს და ბავ­შვი ჩემ­თან ერ­თად არის. მი­თხრა რომ თან­ხის სა­კი­თხში, არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ჩემს რვა წლი­ან ბრძო­ლას სა­გა­და­სა­ხა­დოს­თან და სა­სა­მარ­თლო­ებ­თან შე­ე­წი­რა მთე­ლი ჩემი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა და დავ­ჩი პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით ქუ­ჩა­ში. ვერ ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ვერც ჩემს პრო­ფე­სი­ას, ვერ ვი­წყებ­დი თუნ­დაც სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას.. რამ­დენ­ჯე­რაც ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ინ­ტერ­ვიუ და­ი­ბეჭ­დე­ბო­და, იწყე­ბო­და რეკ­ვა სა­გა­და­სა­ხა­დო­დან და ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა.. 2012 წელს გა­მიჩ­ნდა იმე­დი რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მა­ინც მი­ვაღ­წევ­დი სა­მარ­თალს და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტა­ნე სა­ჩი­ვა­რი. 2013 წელს მი­პა­სუ­ხეს რომ, დავ­ლო­დე­ბო­დი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის პა­სუ­ხი არის ის, რომ 2013 ში მე უკვე გა­მე­ცა პა­სუ­ხი.( ?!?!) რთუ­ლია ერთ მოკ­ლე მი­მარ­თვა­ში ჩა­ა­ტიო ის, რაც გა­დამ­ხდა რვა წლის მან­ძილ­ზე, მაგ­რამ ფაქ­ტია დამ­სა­ჯეს ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ოჯახ­თან ახ­ლობ­ლო­ბის გამო და მე არ ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი და სა­გა­და­სახ­დო სტრუქ­ტუ­რე­ბის მუდ­მი­ვი დევ­ნი­სა და შე­ვიწ­რო­ვე­ბის გამო დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და მე და ჩემი შვი­ლი დღეს ფსი­ქო­თე­რა­პი­ის კურსს გავ­დი­ვართ.

მივ­მარ­თავ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, პრე­მი­ერს, პარ­ლა­მენტს და მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას!

და­მეხ­მა­რეთ! ჩა­მო­ი­ღეთ თა­რო­დან ჩემი საქ­მე. აფხა­ზე­თის ომში ანა­ზღა­უ­რე­ბა და ორ­დე­ნე­ბი არ მი­ძებ­ნია, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყვე­ლა შტოს­გან ველი სა­მარ­თალს ჩემ­თვის და ჩემი შვი­ლის­თვის!

მერი მუ­სე­ლი­ა­ნი

ჟურ­ნა­ლის­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რი 1994 წლი­დან.

აფხა­ზე­თის ომის მო­ნა­წი­ლე", - წერს მუ­სე­ლი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"დამსაჯეს...შევიწროვების გამო დავტოვე საქართველო" - ჟურნალისტი, რომლის მეშვეობით საზოგადოებამ კოდორის დაბომბვის შესახებ გაიგო, მთავრობას მიმართავს

"დამსაჯეს...შევიწროვების გამო დავტოვე საქართველო" - ჟურნალისტი, რომლის მეშვეობით საზოგადოებამ კოდორის დაბომბვის შესახებ გაიგო, მთავრობას მიმართავს

ჟურნალისტი მერი მუსელიანი საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართავს. მუსელიანი "ფეისბუქზე" წერს, რომ 2004 წელს საზოგადოებამ კოდორის დაბომბვის შესახებ მისი საშუალებით გაიგო და ამის გამო წინა ხელისუფლებამ ის დასაჯა.

"მერი მუსელიანის მიმართვა საქართველოს მთავრობას!

ბატონებო და ქალბატონებო!

მოგმართავთ საჯაროდ, რადგან სხვა გამოსავალი არ დამრჩა. მინდა ყურადღება მიგაპყრობინოთ იმ დაპირებისადმი, რომელიც უხვად გაეცით საქართველოს მოქალაქეების მისამართით.. მხედველობაში მაქვს, სამართლიანობის აღდგენა, რომელიც ზოგიერთი პოლიტიკოსის თქმით, ძვირი ჯდება.

2006 წლის ზაფხულში, კოდორის მოვლენების დროს ვიყავი აბასთუმანში, შვილთან ერთად.ვისვენებდი ისეთ ადგილზე სადაც ტელევიზორიც კი არ იყო. დამირეკა რუსთავი 2 ის საინფორმაციო გამოშვების მორიგე რედაქტორმა ქეთი ქებაძემ, რომელიც მანამდე წლების მანძილზე მუშაობდა ჩემთან ერთად, პირველ არხზე, პროგრამა" მოამბეში". მან იცოდა რომ ვახლობლობდი ემზარ კვიციანის ოჯახთან და მთხოვა მისი საკონტაქტო ტელეფონი. მითხრა, რომ მათ ხელთ არსებულ ტელეფონებზე ემზარი არ პასუხობს და რომ კოდორში რაღაც ხდება. ამის შემდეგ დამიკავშირდა თავად კვიციანის ნათესავი და მაცნობა, რომ კოდორი იბომბებოდა და იყო მსხვერპლი. მითხრა ისიც, რომ არცერთი საინფორმაციო სამსახური, ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა. მე ჩემი ნაცნობობის წყალობით, ნორა კვიციანი კოდორიდან პირდაპირ ეთერში ჩავართვევინე ტელეკომპანია" იმედს ". ასე გავრცელდა კოდორის დაბომბვის შესახებ პირველი ინფორმაცია.

აბასთუმნიდან თბილისში დაბრუნებულს ისე, რომ ბარგი ამოლაგებულიც არ მქონდა, მომაკითხეს სახლში, ორი მანქანით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა. მათ არ წარმომიდგინეს თავი და არც რაიმე განმიმარტეს.

4 წლის ბავშვით ხელში ჩამსვეს მანქანაში და წამიყვანეს ქალაქის საგადასახადოში. ამ უწყების უფროსის კაბინეტში დამსვეს ოთახის შუაში, სკამზე და იმ ოთახში მყოფი დაახლოებით ორი ათეული ადამიანი სხვადასხვა მხრიდან მისვამდა კითხვებს. კითხვები ეხებოდა ყველანაირ ინფორმაციას ჩემს შესახებ, ჩემი ქონების, ინდ,მეწარმის, ის რომ მარტოხელა დედა ვარ და ა.შ, ყველაფერს. ამოიღეს ჩემს სახელზე არსებული ინდ.მეწარმის დოკუმენტაცია. ინდ.მეწარმე იყო შეჩერებული სტატუსის მქონე. (მაშინ გაუქმება არ ხდებოდა). აღმოაჩინეს რომ ინდ.მეწარმე თავის დროზე ფუნქციონირებდა ემზარ კვიციანის სიდედრის ეთერ ჩხეტიანის საკუთრებაში. (ეს ფართი დღესაც ჩამორთმეულია და მესაკუთრე არის სახელმწიფო). წამიყვანეს აღნიშნულ ობიექტზე ,შავი ზღვის ქუჩაზე,შეამტვრიეს კარები. ამას ესწრებოდა ქალაქის საგადასახადოს უფროსი და მიუხედავად იმისა რომ ფართის და ინვენტარის მესაკუთრე ამ პროცედურას არც დასწრებია, ოქმებზე ხელი მომაწერინეს მე. აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, დიდი ოდენობით გადასახადების დამალვის მუხლით. სასწრაფოდ გავყიდე ბინა და დაკისრებული თანხის ძირი 11 ათასი ლარი (სულ დამეკისრა 28 ათასი ლარი) გადავიხადე. ეს თანხა ვერანაირად ვერ უნდა ყოფილიყო სისხლის საფუძველიც კი. და, მიუხედავად ამისა, სისხლის სამართლის საქმე გაგრძელდა კიდევ 4 წელი,2010 წლამდე და კიდევ 4 წლის მერე ანუ 2014 წელს მომივიდა შეტყობინება, რომ საქმე შეწყდა. ჩემმა ადვოკატმა მარინე კორძაძემ იცოდა ჩემი განწყობა რომ, ჩემს საქმეს ბოლო ინსტანციაც უნდა გაევლო და წასულიყო სტარსბურგში.

ქალბატონი კორძაძე მეუბნებოდა, მადლობა უნდა მეთქვა, რომ არ ჩამსვეს და ბავშვი ჩემთან ერთად არის. მითხრა რომ თანხის საკითხში, არაფერი გამოვიდოდა. ჩემს რვა წლიან ბრძოლას საგადასახადოსთან და სასამართლოებთან შეეწირა მთელი ჩემი უძრავი ქონება და დავჩი პირდაპირი მნიშვნელობით ქუჩაში. ვერ ვუბრუნდებოდი ვერც ჩემს პროფესიას, ვერ ვიწყებდი თუნდაც სამეწარმეო საქმიანობას.. რამდენჯერაც ემზარ კვიციანის ინტერვიუ დაიბეჭდებოდა, იწყებოდა რეკვა საგადასახადოდან და ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა.. 2012 წელს გამიჩნდა იმედი რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მაინც მივაღწევდი სამართალს და მთავარ პროკურატურაში შევიტანე საჩივარი. 2013 წელს მიპასუხეს რომ, დავლოდებოდი საკანონმდებლო ცვლილებებს, დღეის მდგომარეობით პროკურატურის პასუხი არის ის, რომ 2013 ში მე უკვე გამეცა პასუხი.( ?!?!) რთულია ერთ მოკლე მიმართვაში ჩაატიო ის, რაც გადამხდა რვა წლის მანძილზე, მაგრამ ფაქტია დამსაჯეს ემზარ კვიციანის ოჯახთან ახლობლობის გამო და მე არ ვარ გამონაკლისი. სამართალდამცველი და საგადასახდო სტრუქტურების მუდმივი დევნისა და შევიწროვების გამო დავტოვე საქართველოს ტერიტორია და მე და ჩემი შვილი დღეს ფსიქოთერაპიის კურსს გავდივართ.

მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტს და მთავარ პროკურატურას!

დამეხმარეთ! ჩამოიღეთ თაროდან ჩემი საქმე. აფხაზეთის ომში ანაზღაურება და ორდენები არ მიძებნია, დღეს საქართველოს მთავრობის ყველა შტოსგან ველი სამართალს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის!

მერი მუსელიანი

ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი 1994 წლიდან.

აფხაზეთის ომის მონაწილე", - წერს მუსელიანი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს