პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიძლება გადაუხადოს მერიამ "სითი პარკს" 25 მილიონი - დავით ნარმანიას 5 ვერსიას სთავაზობენ
როგორ შეიძლება გადაუხადოს მერიამ "სითი პარკს" 25 მილიონი - დავით ნარმანიას 5 ვერსიას სთავაზობენ

საკ­რე­ბუ­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" თბი­ლი­სის მერს "სითი პარ­კის­თვის" 25 მი­ლი­ო­ნის გა­და­სახ­დე­ლად 5 ვერ­სი­ას სთა­ვა­ზო­ბენ.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა და ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა" დღეს საკ­რე­ბუ­ლო­ში ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, თბი­ლი­სის მე­რის თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რის გა­მო­ძებ­ნა, ამ სა­კი­თხზე "რე­სუბ­ლი­კე­ლებ­თან" ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვა. ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია ცენ­ტრა­ლუ­რი ბი­უ­ჯე­ტი­დან მიზ­ნობ­რი­ვი ტრანსფე­რის გა­მო­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, რისი მა­გა­ლი­თე­ბიც არა­ერ­თი ყო­ფი­ლა, სტა­დი­ო­ნი­სა და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და სხვა. მე­ო­რე ვერ­სი­ით, სა­ჭი­როა პი­რო­ბი­ა­ნი ახა­ლი ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა, კერ­ძოდ, მე­რი­ას ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა კომ­პა­ნი­ამ პი­რო­ბა უნდა მის­ცეს, რომ 25 მი­ლი­ონს წი­ნას­წარ გა­და­იხ­დის. კი­დევ ერთი ვერ­სია, ელი­საშ­ვი­ლის თქმით, "ქარ­თუ ბან­კია", სა­ი­და­ნაც მე­რი­ამ შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­ბალპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი კრე­დი­ტი უნდა აი­ღოს.

"რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" კი დე­და­ქა­ლა­ქის მერს სა­კუ­თარ ვერ­სი­ას სთა­ვა­ზო­ბენ, სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა 25 მი­ლი­ო­ნის გა­მო­ძებ­ნა.

ფრაქ­ცია "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ შე­ის­წავ­ლეს 2017 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტი, ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე წლის 9 თვის შეს­რუ­ლე­ბა.

სამ­ნი­ძის გან­ცხა­დე­ბით, 2016 წლის ბი­უ­ჯეტ­ში არის გარ­და­მა­ვა­ლი ნაშ­თი 30 მი­ლი­ო­ნი, ასე­თი­ვე ნაშ­თი 40 მი­ლი­ო­ნის ოდე­ნო­ბით გა­სულ წელ­საც იყო, ამ­დე­ნად, "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 25 მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­სა­ფა­რად შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ბი­უ­ჯეტ­ში არ­სე­ბუ­ლი გარ­და­მა­ვა­ლი ნაშ­თი. "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის" კი­დევ ერთი ვერ­სი­აა, მოხ­დეს 2017 წლის ბი­უ­ჯეტ­ში ხარ­ჯე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. კერ­ძოდ, გარ­კვე­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის­თვის თან­ხის მოკ­ლე­ბა.

ხა­თუ­ნა სამ­ნი­ძე აცხა­დებს, რომ თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნება იქ­ნე­ბა, "სითი პარ­კის­თვის" 25 მი­ლი­ო­ნის თან­ხე­ბის გა­მო­ძებ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

როგორ შეიძლება გადაუხადოს მერიამ "სითი პარკს" 25 მილიონი - დავით ნარმანიას 5 ვერსიას სთავაზობენ

როგორ შეიძლება გადაუხადოს მერიამ "სითი პარკს" 25 მილიონი - დავით ნარმანიას 5 ვერსიას სთავაზობენ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია "რესპუბლიკელები" თბილისის მერს "სითი პარკისთვის" 25 მილიონის გადასახდელად 5 ვერსიას სთავაზობენ.

ალეკო ელისაშვილმა და ფრაქცია "რესპუბლიკელებმა" დღეს საკრებულოში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის მერის თხოვნის შესაბამისად "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში საიდან შეიძლება 25 მილიონი ლარის გამოძებნა, ამ საკითხზე "რესუბლიკელებთან" ერთობლივად იმუშავა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ეს შესაძლებელია ცენტრალური ბიუჯეტიდან მიზნობრივი ტრანსფერის გამოყოფის შემთხვევაში, რისი მაგალითებიც არაერთი ყოფილა, სტადიონისა და მარჯანიშვილის გამზირის რეაბილიტაცია და სხვა. მეორე ვერსიით, საჭიროა პირობიანი ახალი ტენდერის გამოცხადება, კერძოდ, მერიას ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირობა უნდა მისცეს, რომ 25 მილიონს წინასწარ გადაიხდის. კიდევ ერთი ვერსია, ელისაშვილის თქმით, "ქართუ ბანკია", საიდანაც მერიამ შეღავათიანი დაბალპროცენტიანი კრედიტი უნდა აიღოს.

"რესპუბლიკელები" კი დედაქალაქის მერს საკუთარ ვერსიას სთავაზობენ, საიდან შეიძლება 25 მილიონის გამოძებნა.

ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მათ შეისწავლეს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე მიმდინარე წლის 9 თვის შესრულება.

სამნიძის განცხადებით, 2016 წლის ბიუჯეტში არის გარდამავალი ნაშთი 30 მილიონი, ასეთივე ნაშთი 40 მილიონის ოდენობით გასულ წელსაც იყო, ამდენად, "რესპუბლიკელები" მიიჩნევენ, რომ 25 მილიონი ლარის დასაფარად შესაძლებელია გამოყენებული იყოს ბიუჯეტში არსებული გარდამავალი ნაშთი. "რესპუბლიკელების" კიდევ ერთი ვერსიაა, მოხდეს 2017 წლის ბიუჯეტში ხარჯების გადანაწილება. კერძოდ, გარკვეული პროგრამებისთვის თანხის მოკლება.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლების პოლიტიკური ნება იქნება, "სითი პარკისთვის" 25 მილიონის თანხების გამოძებნა შესაძლებელია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."