სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცოდი, ეს ბავშვი ფურორს მოახდენდა" - იცნობდეთ ადამიანს, რომელმაც "ევროვიზიაზე" ქართველებს რეკორდი დაამყარებინა
"ვიცოდი, ეს ბავშვი ფურორს მოახდენდა" - იცნობდეთ ადამიანს, რომელმაც "ევროვიზიაზე" ქართველებს რეკორდი დაამყარებინა

2016 წლის სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, 10 წლის მა­რი­ამ მა­მა­დაშ­ვი­ლი გახ­და. უნი­ჭი­ე­რეს­მა გო­გო­ნამ კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რა "მზეო" შე­ას­რუ­ლა და 17 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს აჯო­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლომ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სი მა­ნამ­დე ორ­ჯერ მო­ი­გო - 2008 წელს პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ჯგუფ "ბზი­კებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფი­ნა­ლის­ტი ჯგუ­ფი "ქენ­დი" გახ­და. უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მა­რი­ა­მი სტუ­დია "ბზი­კე­ბის" აღ­საზ­რდე­ლია, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი მუ­სი­კო­სი, კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეა. ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გიგა არა მარ­ტო მა­რი­ა­მის, წინა წლებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კონ­კურ­სან­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც გახ­ლდათ...

AMBEBI.GE გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძეს ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც ორი დღეა კონ­კურ­სი­დან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი და გა­ხა­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და:

- სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რე­კორ­დუ­ლი რი­ცხვია, - ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ მე­სა­მედ გა­ი­მარ­ჯვა! ამ­დე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა ჯერ არც ერთ ქვე­ყა­ნას მო­უ­პო­ვე­ბია. ამი­ტომ, ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ ქარ­თვე­ლე­ბი, "ბზი­კე­ბის" სტუ­დია კი სა­ერ­თოდ რე­კორდსმე­ნია, მე­სა­მედ ერ­გოთ ასე­თი წარ­მა­ტე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დინს, არც ერთხელ არ მქო­ნია გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი, ამას წი­ნას­წარ ვე­რას­დროს ვხვდე­ბო­დი...

- რა­ტომ?

- თა­ვის­თა­ვად ისე­თი პრო­ექ­ტია, სა­დაც ქვე­ყა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობს, ამი­ტომ გინ­და, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი კარ­გად წარ­სდგნენ, ნო­მე­რი ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­მარ­თუ­ლი იყოს, შე­საძ­ლოა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი გა­კე­თე­ბუ­ლია, მაგ­რამ ცუ­დად შეს­რულ­დეს, ამა თუ იმ მი­ზე­ზით გა­ფუჭ­დეს, ამი­ტომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ნერ­ვი­უ­ლოა... ნომ­რის ყო­ვე­ლი წარ­დგე­ნი­სას, მუდ­მი­ვად ვღე­ლავ, წყალ­ში არ ჩა­ი­ყა­როს ჩვე­ნი (შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი) შრო­მა. ასე რომ, არას­დროს ვფიქ­რობ გა­მარ­ჯვე­ბა­სა და მსგავს სი­ხა­რულ­ზე.

- ე.ი. შენ­თვის პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა ის არის, რომ ნო­მე­რი კარ­გად ჩამ­თავ­რდეს...

- კი, რად­გა­ნაც რთულ გრა­ფიკ­ში უწევთ ბავ­შვებს იქ ყოფ­ნა, ისე იღ­ლე­ბი­ან, სცე­ნა­ზე გა­სუ­ლე­ბი მა­ინც რა­ღა­ცებს აფუ­ჭე­ბენ, ამ წნეხს დი­დე­ბიც კი ვერ უძ­ლე­ბენ. ხომ ვამ­ბობ, შე­სა­ბა­მი­სად სულ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ, ხარ­ვე­ზი არ გა­ი­პა­როს და საქ­მე ბო­ლომ­დე ხა­რის­ხი­ა­ნად მი­ვიყ­ვა­ნოთ. თან, ისე­თი რთუ­ლი სიმ­ღე­რა, რაც მა­რი­ამ­მა წარ­მო­ად­გი­ნა, ცოტა სა­რის­კოც კი იყო. მე­ში­ნო­და, ან არ გა­ცი­ე­ბუ­ლი­ყო, რა­ი­მე ვირუ­სი არ შეხ­ვედ­რო­და, მაგ­რამ წინა დღეს გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, სიმ­ღე­რის მსვლე­ლო­ბი­სას, დარ­ბაზ­ში სამ­ჯერ ტაში ატყდა. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მა­რი­ა­მი ფი­ნალ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილ­თან მი­ვი­დო­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი არა­ფე­რი­აო და ასეც აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა პირ­ველ ად­გილს ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, ეს ბავ­შვი გარ­კვე­ულ­წი­ლად ფუ­რორს მო­ახ­დენ­და.

- მა­რი­ა­მი დიდი ხა­ნია თქვენს სტუ­დი­ა­ში და­დის?

- ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო ჩვენ­თან რომ მო­ვი­და, ანუ როცა გა­ვი­ცა­ნი. მო­ვუს­მი­ნე და მა­შინ­ვე ვთქვი, 10 წლის რომ გახ­დე­ბა, თუ შევ­ძე­ლი, კონ­კურ­სზე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო, პუბ­ლი­კას გა­ა­ო­ცებს-მეთ­ქი. იმის მერე, 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იმას ვნატ­რობ­დი, რო­დის გახ­დე­ბო­და 10 წლის. ისე მოხ­და, რომ ამ სე­რი­ო­ზულ კონ­კურ­სზე მარ­თლაც აღ­მოჩ­ნდა და სა­ო­ცა­რი შე­დე­გი გვაჩ­ვე­ნა. ზედ­მი­წევ­ნით გულ­წრფე­ლია, ამი­ტომ ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ, რომ ასე­თი და­ი­ბა­და. ასე­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან მისი მშობ­ლე­ბიც, რომ ასე­თი შვი­ლი ჰყავთ... აქ მისი სიმ­ღე­რა და შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლას ცრემ­ლე­ბამ­დე და გუ­ლის აჩუ­ყე­ბამ­დე მოს­წონ­და, - ამას იმით ვხსნი­დი, რომ ქარ­თუ­ლი ტექ­სტია, ბავ­შვი ქარ­თუ­ლად მღე­რის-მეთ­ქი, მაგ­რამ ეჭვი მე­პა­რე­ბო­და, რომ მას­ზე უცხო­ელ მა­ყუ­რე­ბელს იგი­ვე ემო­ცია ექ­ნე­ბო­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მა­თაც ზუს­ტად იგი­ვე გა­ნი­ცა­დეს. ჩვე­ნი მე­სი­ჯი პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა ჟი­უ­რიმ და მა­ყუ­რე­ბელ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­ი­ღო. მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლე­ბი ავი­ღეთ. ფან­ტას­ტი­კუ­რი შე­დე­გი იყო.

- რად­გან შენი მოს­წავ­ლე­ე­ბი ასე მუდ­მი­ვად იმარ­ჯვე­ბენ, ე.ი. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის გარ­კვე­უ­ლი ფორ­მუ­ლაც გაქვს. "ხეზე ას­ვლას" ცხა­დია, არ გვას­წავ­ლი, რა­საც არც გთხოვთ, მაგ­რამ გვი­თხა­რი, არ­სე­ბობს თუ არა შე­ნე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?

- ამას ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან... სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო რომ დავ­რჩე­ნილ­ვარ, ამა­ზე მარ­თლაც მი­ფიქ­რია, მაგ­რამ ასე­თი ფორ­მუ­ლა არ არ­სე­ბობს, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა აქ რამე აწონ-და­წო­ნო? უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან მიყ­ვარს ეს პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც და­სა­წყის­ში­ვე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, - მას­ში მთელ სულ­სა და გულს ვდებ. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში არა­ნორ­მა­ლუ­რი­ვით ვარ, მთელ დროს მას ვუთ­მობ ისე, რომ არ მახ­სოვს არც ოჯა­ხი, შვი­ლი. სექ­ტემ­ბრი­დან უკვე და­ძა­ბუ­ლი ვარ ხოლ­მე, რად­გა­ნაც სიმ­ღე­რა უნდა შე­იქ­მნას, პრო­ექ­ტი გა­კეთ­დეს. მთა­ვა­რი ალ­ბათ ის არის, რომ ღმერ­თს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვართ, რომ ასე გვმფარ­ვე­ლობს.

წელს წას­ვლამ­დეც სა­ოც­რე­ბა მოხ­და, - პატ­რი­არ­ქმა მიგ­ვი­ღო, მა­რი­ამს მო­უს­მი­ნა, მო­ე­წო­ნა, დაგ­ვლო­ცა და ავ­შვს ისე­თი სი­ტყვე­ბი უთხრა, რი­თაც დიდი ძალა მოგ­ვცა. ამას­თან, მა­რი­ა­მი და­ა­სა­ჩუქ­რა, - ჯვა­რი აჩუ­ქა, რო­მე­ლიც არ მო­უხ­სნია...

- კი­დევ ერთხელ რომ და­ვა­ფიქ­სი­როთ: სიმ­ღე­რის და არან­ჟი­რე­ბის ავ­ტო­რი შენ ხარ, ხომ?

- კი, მე ვარ. მა­რი­ა­მი არის ჩემი, "ბზი­კე­ბის" სტუ­დი­ი­დან, მისი ვო­კა­ლის პე­და­გო­გი სტუ­დი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი მაკა და­ვი­თა­ი­აა, რო­მელ­მაც ამ სიმ­ღე­რის­თვის ტექ­სტი დაგ­ვი­წე­რა. კოს­ტი­უ­მი მაია ქურ­დუ­ბა­ძეს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად ლა­მაზ, სა­კონ­კურ­სო სა­მოსს ქმნის. ჩვენ ვართ ასე­თი პა­ტა­რა ჯგუ­ფი, "ბზი­კე­ბის" სტუ­დია, ერ­თად ყო­ველ­თვის რა­ღა­ცებს ვა­კე­თებთ, რი­თაც ამა­ყე­ბი ვართ...

- და სა­ხე­ლი უკვე ევ­რო­პა­შიც გა­ით­ქვით...

- კი, იქ ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი "ბზი­კებს" გა­ი­ძა­ხო­და, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ეს სტუ­დია და მას ევ­რო­პა­ში უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ, რად­გა­ნაც ყო­ველ­წლი­უ­რად იქ ვართ. სულ პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბაც ნო­ემ­ბერ­ში, გი­ორ­გო­ბის­თვის გვქონ­და... მოკ­ლედ, გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ და მუ­შა­ო­ბის დიდი სტი­მუ­ლით აღ­ჭურ­ვი­ლი. არა­და, მა­ნამ­დე ბევ­რი პრო­ექ­ტის და­წყე­ბა მი­წევ­და და ძალა არ მყოფ­ნი­და, რად­გა­ნაც ხომ ვამ­ბობ, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი. ამ გა­მარ­ჯვე­ბამ და­დე­ბი­თად დამ­მუხ­ტა. ახლა პირ­ველ რიგ­ში, რაც უნდა გა­ვა­კე­თო, ეს სა­ბავ­შვო მუ­სი­კა­ლუ­რი ფილ­მია, ეს იდეა აქამ­დე გა­ყი­ნუ­ლი იყო. ასე­ვე მე­ტად პრო­დუქ­ტი­უ­ლი მინ­და ვიყო რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

- იქ­ნებ "ევ­რო­ვი­ზი­ის" ზრდას­რულ მო­ნა­წი­ლე­ებ­საც გა­უ­ზი­ა­რო სა­კუ­თა­რი რე­ცეპ­ტი.

- ალ­ბათ მაგ "რე­ცეპტ­საც" დავ­წერ... სა­ერ­თოდ, მაგ საქ­მე­ში სულ მინ­დო­და ჩარ­თვა, მაგ­რამ უარს შეგ­ნე­ბუ­ლად ვამ­ბობ­დი. მა­გა­რამ რად­გა­ნაც ახლა მე­სა­მე­დაც გა­ვი­მარ­ჯვე, ალ­ბათ მა­გა­საც გა­ვა­კე­თებ, ოღონდ, დიდი მომ­ზა­დე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა. იქაც მინ­და, ფუ­რო­რი მო­ვახ­დი­ნო, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ვიცოდი, ეს ბავშვი ფურორს მოახდენდა" - იცნობდეთ ადამიანს, რომელმაც "ევროვიზიაზე" ქართველებს რეკორდი დაამყარებინა

"ვიცოდი, ეს ბავშვი ფურორს მოახდენდა" - იცნობდეთ ადამიანს, რომელმაც "ევროვიზიაზე" ქართველებს რეკორდი დაამყარებინა

2016 წლის საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსის გამარჯვებული ქართველი შემსრულებელი, 10 წლის მარიამ მამადაშვილი გახდა. უნიჭიერესმა გოგონამ კონკურსზე სიმღერა "მზეო" შეასრულა და 17 ქვეყნის წარმომადგენელს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსი მანამდე ორჯერ მოიგო - 2008 წელს პირველი ადგილი ჯგუფ "ბზიკებს" ერგო, ხოლო 2011 წელს ფინალისტი ჯგუფი "ქენდი" გახდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მარიამი სტუდია "ბზიკების" აღსაზრდელია, რომლის ხელმძღვანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პროდიუსერი გიგა კუხიანიძეა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ გიგა არა მარტო მარიამის, წინა წლებში გამარჯვებული კონკურსანტების ხელმძღვანელიც გახლდათ...

AMBEBI.GE გიგა კუხიანიძეს ესაუბრა, რომელიც ორი დღეა კონკურსიდან აღფრთოვანებული და გახარებული დაბრუნდა:

- საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსის ისტორიაში საქართველოსთვის რეკორდული რიცხვია, - ჩვენმა ქვეყანამ მესამედ გაიმარჯვა! ამდენი გამარჯვება ჯერ არც ერთ ქვეყანას მოუპოვებია. ამიტომ, ძალიან ამაყები ვართ ქართველები, "ბზიკების" სტუდია კი საერთოდ რეკორდსმენია, მესამედ ერგოთ ასეთი წარმატება. რაც შეეხება მოლოდინს, არც ერთხელ არ მქონია გამარჯვების მოლოდინი, ამას წინასწარ ვერასდროს ვხვდებოდი...

- რატომ?

- თავისთავად ისეთი პროექტია, სადაც ქვეყანა მონაწილეობს, ამიტომ გინდა, რომ კონკურსანტები კარგად წარსდგნენ, ნომერი ყველანაირად გამართული იყოს, შესაძლოა ყველაფერი კარგი გაკეთებულია, მაგრამ ცუდად შესრულდეს, ამა თუ იმ მიზეზით გაფუჭდეს, ამიტომ, ეს ყველაფერი ძალიან სანერვიულოა... ნომრის ყოველი წარდგენისას, მუდმივად ვღელავ, წყალში არ ჩაიყაროს ჩვენი (შემოქმედებითი ჯგუფი) შრომა. ასე რომ, არასდროს ვფიქრობ გამარჯვებასა და მსგავს სიხარულზე.

- ე.ი. შენთვის პირველი გამარჯვება ის არის, რომ ნომერი კარგად ჩამთავრდეს...

- კი, რადგანაც რთულ გრაფიკში უწევთ ბავშვებს იქ ყოფნა, ისე იღლებიან, სცენაზე გასულები მაინც რაღაცებს აფუჭებენ, ამ წნეხს დიდებიც კი ვერ უძლებენ. ხომ ვამბობ, შესაბამისად სულ მობილიზებული ვარ, ხარვეზი არ გაიპაროს და საქმე ბოლომდე ხარისხიანად მივიყვანოთ. თან, ისეთი რთული სიმღერა, რაც მარიამმა წარმოადგინა, ცოტა სარისკოც კი იყო. მეშინოდა, ან არ გაციებულიყო, რაიმე ვირუსი არ შეხვედროდა, მაგრამ წინა დღეს გენერალურ რეპეტიციაზე, სიმღერის მსვლელობისას, დარბაზში სამჯერ ტაში ატყდა. მაშინ მივხვდი, რომ მარიამი ფინალში განსაკუთრებულ ადგილთან მივიდოდა. როგორც ამბობენ, წარმოუდგენელი არაფერიაო და ასეც აღმოჩნდა. თუმცა პირველ ადგილს ნამდვილად არ ვფიქრობდი, მაგრამ ვიცოდი, ეს ბავშვი გარკვეულწილად ფურორს მოახდენდა.

- მარიამი დიდი ხანია თქვენს სტუდიაში დადის?

- ძალიან პატარა იყო ჩვენთან რომ მოვიდა, ანუ როცა გავიცანი. მოვუსმინე და მაშინვე ვთქვი, 10 წლის რომ გახდება, თუ შევძელი, კონკურსზე უნდა წავიყვანო, პუბლიკას გააოცებს-მეთქი. იმის მერე, 5 წლის განმავლობაში, იმას ვნატრობდი, როდის გახდებოდა 10 წლის. ისე მოხდა, რომ ამ სერიოზულ კონკურსზე მართლაც აღმოჩნდა და საოცარი შედეგი გვაჩვენა. ზედმიწევნით გულწრფელია, ამიტომ ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ, რომ ასეთი დაიბადა. ასევე ბედნიერები არიან მისი მშობლებიც, რომ ასეთი შვილი ჰყავთ...  აქ მისი სიმღერა და შესრულება ყველას ცრემლებამდე და გულის აჩუყებამდე მოსწონდა, - ამას იმით ვხსნიდი, რომ ქართული ტექსტია, ბავშვი ქართულად მღერის-მეთქი, მაგრამ ეჭვი მეპარებოდა, რომ მასზე უცხოელ მაყურებელს იგივე ემოცია ექნებოდა. წარმოიდგინეთ, რომ მათაც ზუსტად იგივე განიცადეს. ჩვენი მესიჯი პროფესიონალმა ჟიურიმ და მაყურებელმა აბსოლუტურად მიიღო. მაქსიმალური ქულები ავიღეთ. ფანტასტიკური შედეგი იყო.

- რადგან შენი მოსწავლეები ასე მუდმივად იმარჯვებენ, ე.ი. წარმატების მიღწევის გარკვეული ფორმულაც გაქვს. "ხეზე ასვლას" ცხადია, არ გვასწავლი, რასაც არც გთხოვთ, მაგრამ გვითხარი, არსებობს თუ არა შენეული წარმატების ფორმულა?

- ამას ხშირად მეკითხებიან... საკუთარ თავთან მარტო რომ დავრჩენილვარ, ამაზე მართლაც მიფიქრია, მაგრამ ასეთი ფორმულა არ არსებობს, რადგანაც ყველაფერი შემოქმედებითი პროცესია და როგორ შეიძლება აქ რამე აწონ-დაწონო? უბრალოდ ძალიან მიყვარს ეს პროექტი, რომელმაც დასაწყისშივე, აბსოლუტურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, - მასში მთელ სულსა და გულს ვდებ. მუშაობის პროცესში არანორმალურივით ვარ, მთელ დროს მას ვუთმობ ისე, რომ არ მახსოვს არც ოჯახი, შვილი. სექტემბრიდან უკვე დაძაბული ვარ ხოლმე, რადგანაც სიმღერა უნდა შეიქმნას, პროექტი გაკეთდეს. მთავარი ალბათ ის არის, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, რომ ასე გვმფარველობს.

წელს წასვლამდეც საოცრება მოხდა, - პატრიარქმა მიგვიღო, მარიამს მოუსმინა, მოეწონა, დაგვლოცა და  ავშვს ისეთი სიტყვები უთხრა, რითაც დიდი ძალა მოგვცა. ამასთან, მარიამი დაასაჩუქრა, - ჯვარი აჩუქა, რომელიც არ მოუხსნია...

- კიდევ ერთხელ რომ დავაფიქსიროთ: სიმღერის და არანჟირების ავტორი შენ ხარ, ხომ?

- კი, მე ვარ. მარიამი არის ჩემი, "ბზიკების" სტუდიიდან, მისი ვოკალის პედაგოგი სტუდიის წარმატებული პედაგოგი მაკა დავითაიაა, რომელმაც ამ სიმღერისთვის ტექსტი დაგვიწერა. კოსტიუმი მაია ქურდუბაძეს ეკუთვნის, რომელიც ყოველწლიურად ლამაზ, საკონკურსო სამოსს ქმნის. ჩვენ ვართ ასეთი პატარა ჯგუფი, "ბზიკების" სტუდია, ერთად ყოველთვის რაღაცებს ვაკეთებთ, რითაც ამაყები ვართ...

- და სახელი უკვე ევროპაშიც გაითქვით...

- კი, იქ ყველა ჟურნალისტი "ბზიკებს" გაიძახოდა, წარმოიდგინეთ, საქართველოში არსებობს ეს სტუდია და მას ევროპაში უკვე კარგად იცნობენ, რადგანაც ყოველწლიურად იქ ვართ. სულ პირველი გამარჯვებაც ნოემბერში, გიორგობისთვის გვქონდა... მოკლედ, გახარებული და ბედნიერი ვარ და მუშაობის დიდი სტიმულით აღჭურვილი. არადა, მანამდე ბევრი პროექტის დაწყება მიწევდა და ძალა არ მყოფნიდა, რადგანაც ხომ ვამბობ, სხვა მიმართულებით ვიყავი ჩართული. ამ გამარჯვებამ დადებითად დამმუხტა. ახლა პირველ რიგში, რაც უნდა გავაკეთო, ეს საბავშვო მუსიკალური ფილმია, ეს იდეა აქამდე გაყინული იყო. ასევე მეტად პროდუქტიული მინდა ვიყო როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის.

- იქნებ "ევროვიზიის" ზრდასრულ მონაწილეებსაც გაუზიარო საკუთარი რეცეპტი.

- ალბათ მაგ "რეცეპტსაც" დავწერ... საერთოდ, მაგ საქმეში სულ მინდოდა ჩართვა, მაგრამ უარს შეგნებულად ვამბობდი. მაგარამ რადგანაც ახლა მესამედაც გავიმარჯვე, ალბათ მაგასაც გავაკეთებ, ოღონდ, დიდი მომზადება დამჭირდება. იქაც მინდა, ფურორი მოვახდინო, წარუმატებლობას თავს ვერ ვაპატიებ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება