მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიამი სექტაში გაწევრიანებული არ ყოფილა" - რას ჰყვება გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას მეგობარი
"მარიამი სექტაში გაწევრიანებული არ ყოფილა" - რას ჰყვება გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას მეგობარი

ორი დღის წინ თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე 16 წლის გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვეს. მა­რი­ა­მის გვა­მი "ოლიმ­პი­უ­რი ვარ­სკვლა­ვის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ორ­მო­ში იყო ჩაგ­დე­ბუ­ლი. რა გახ­და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ჩვენს მიერ, მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 წლის მა­რი­ამს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ­ლე­ბი კარ­გად იც­ნობ­დნენ. ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის გან­ცხა­დე­ბით, გო­გო­ნა შემ­თხვე­ვის ღა­მეს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ორ უცხო გო­გოს­თან ერ­თად მი­ვი­და და მუ­შას სთხო­ვა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე შე­ეშ­ვა. ამის შემ­დეგ გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

თბი­ლის­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზეც, რომ მა­რი­ა­მის სიკ­ვდი­ლი სექ­ტას უკავ­შირ­დე­ბა, რა­საც Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში მისი მე­გო­ბა­რი მა­რი­ამ ბე­რა­ია უარ­ყოფს.

- მა­რი­ამ, ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ თქვე­ნი მე­გო­ბა­რი?

- შემ­თხვე­ვის დღეს ვნა­ხე 4 სა­ათ­ზე. ჩემ­თან იყო მო­სუ­ლი, ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზე იყო, უც­ნა­უ­რი მის­თვის არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე მას­წავ­ლე­ბელ­თან ვი­ყა­ვი, დე­და­მის­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა შენ­თან ხომ არ არი­სო. 12 სა­ათ­ზეც რომ აღარ გა­მოჩ­ნდა მისი ძებ­ნა და­ვი­წყეთ. და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ა­თი ვე­ძებ­დით და თხრილ­ში ვი­პო­ვეთ ჩაგ­დე­ბუ­ლი. მისი ძებ­ნა 20 ნო­ემ­ბერს და­ვი­წყეთ, პო­ლი­ცი­აც იყო ჩარ­თუ­ლი, "ოლიმ­პი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ეძებ­დნენ, მაგ­რამ ვერ იპო­ვეს. შემ­დეგ მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა მოვ­ძებ­ნეთ. უკან მხა­რეს იყო ჩა­ვარ­დნი­ლი თხრილ­ში.

- ხში­რად იკ­რი­ბე­ბო­დით ოლიმ­პი­უ­რის მშე­ნე­ბა­რე კორ­პუს­ში?

- არა, მაგ­რამ ახ­ლოს არის ჩვენს სახ­ლთან, მა­ღა­ლი შე­ნო­ბაა, ყვე­ლა­ფე­რი ვი­ფიქ­რეთ იმ წამს და იქაც მოვ­ძებ­ნეთ.

- არ­სე­ბობს ვერ­სია, რომ მა­რი­ა­მი ორ გო­გო­ნას­თან ერ­თად შე­ვი­და შე­ნო­ბა­ში, ამის შემ­დეგ ის ორი გოგო და­ი­კარ­გა და მა­რი­ა­მი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს?

- ეს ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლეა. მუ­შას მე ვთხო­ვე იქ შეს­ვლის ნე­ბარ­თვა. მა­რი­ა­მი არც სექ­ტა­ში ყო­ფი­ლა და ყვე­ლას ვთხოვ, და­აბ­რა­ლე­ბენ მსგავს სი­სუ­ლე­ლეს.

- გა­მო­რი­ცხავთ თავი მო­ეკ­ლა?

- მას მტრე­ბი არ ჰყავ­და. და­ვე­ლო­დოთ ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს, სხვას ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"მარიამი სექტაში გაწევრიანებული არ ყოფილა" - რას ჰყვება გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას მეგობარი

"მარიამი სექტაში გაწევრიანებული არ ყოფილა" - რას ჰყვება გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 16 წლის გოგონას მეგობარი

ორი დღის წინ თბილისში, შარტავას ქუჩაზე 16 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. მარიამის გვამი "ოლიმპიური ვარსკვლავის" ტერიტორიაზე, ორმოში იყო ჩაგდებული. რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ჩვენს მიერ, მოპოვებული ინფორმაციით, 16 წლის მარიამს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები კარგად იცნობდნენ. ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, გოგონა შემთხვევის ღამეს მშენებლობაზე ორ უცხო გოგოსთან ერთად მივიდა და მუშას სთხოვა მშენებლობაზე შეეშვა. ამის შემდეგ გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ მარიამის სიკვდილი სექტას უკავშირდება, რასაც Ambebi.ge-სთან საუბარში მისი მეგობარი მარიამ ბერაია უარყოფს.

- მარიამ, ბოლოს როდის ნახეთ თქვენი მეგობარი?

- შემთხვევის დღეს ვნახე 4 საათზე. ჩემთან იყო მოსული, ძალიან კარგ ხასიათზე იყო, უცნაური მისთვის არაფერი შემინიშნავს. საღამოს 9 საათზე მასწავლებელთან ვიყავი, დედამისმა დამირეკა და მითხრა შენთან ხომ არ არისო. 12 საათზეც რომ აღარ გამოჩნდა მისი ძებნა დავიწყეთ. დაახლოებით 12 საათი ვეძებდით და თხრილში ვიპოვეთ ჩაგდებული. მისი ძებნა 20 ნოემბერს დავიწყეთ, პოლიციაც იყო ჩართული, "ოლიმპიურის" ტერიტორიაზეც ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვეს. შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა მოვძებნეთ. უკან მხარეს იყო ჩავარდნილი თხრილში.

- ხშირად იკრიბებოდით ოლიმპიურის მშენებარე კორპუსში?

- არა, მაგრამ ახლოს არის ჩვენს სახლთან, მაღალი შენობაა, ყველაფერი ვიფიქრეთ იმ წამს და იქაც მოვძებნეთ.

- არსებობს ვერსია, რომ მარიამი ორ გოგონასთან ერთად შევიდა შენობაში, ამის შემდეგ ის ორი გოგო დაიკარგა და მარიამი გარდაცვლილი იპოვეს?

- ეს ძალიან დიდი სისულელეა. მუშას მე ვთხოვე იქ შესვლის ნებართვა. მარიამი არც სექტაში ყოფილა და ყველას ვთხოვ, დააბრალებენ მსგავს სისულელეს.

- გამორიცხავთ თავი მოეკლა?

- მას მტრები არ ჰყავდა. დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს, სხვას ვერაფერს ვიტყვი.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ