სამართალი
მსოფლიო
სამხედრო

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გენშტაბის ახალი უფროსი შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს
გენშტაბის ახალი უფროსი შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ახა­ლი უფ­რო­სი, თავ­დაც­ვის მი­მო­ხილ­ვის დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მავს. რო­გორც ჩა­ჩი­ბა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში მთე­ლი რიგი რე­ფორ­მე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შევ­ქმნით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს, ადეკ­ვა­ტურს იმ საფრ­თხე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში არ­სე­ბობს. მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ყოთ თავ­სე­ბა­დი ნატო-ს სტან­დარ­ტებ­თან. მომ­დევ­ნო წლებ­ში, უკვე გა­წე­რი­ლი იქ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი თავ­დაც­ვის მი­მო­ხილ­ვის დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში. იქ­ნე­ბა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორც სა­მა­ნევ­რო ელე­მენ­ტებ­ში, ასე­ვე საბ­რძო­ლო მხარ­და­ჭე­რის და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ელე­მენ­ტებ­შიც", - გა­ნა­ცხა­და ჩა­ჩი­ბა­ი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში სა­კად­რო ცვლი­ლე­ბებს, რო­გორც ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­ვალ­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად გა­და­ი­ხე­დე­ბა. რო­გორც გენშტა­ბის უფ­როს­მა აღ­ნიშ­ნა, სარ­დლო­ბა უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის გეგ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"ჩვენ გვინ­და, სა­ჰა­ე­რო სარ­დლო­ბის კუ­თხით გა­ვა­ტა­როთ რიგი რე­ფორ­მე­ბი. ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია იგეგ­მე­ბა... ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სარ­დლო­ბა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტი­ა­ნი, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის გეგ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ამის შე­სა­ხებ მო­მა­ვალ­ში შე­ი­ტყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მე, თუმ­ცა შე­მიძ­ლია, გი­თხრათ, რომ რა­დი­კა­ლუ­რად მოხ­დე­ბა ავი­ა­ცი­ი­სა და სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სარ­დლო­ბის გა­და­ხედ­ვა", - აღ­ნიშ­ნა ჩა­ჩი­ბა­ი­ამ.

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გენშტაბის ახალი უფროსი შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს

გენშტაბის ახალი უფროსი შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსი, თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტის მიხედვით, შეიარაღებულ ძალებში რეორგანიზაციის განხორციელებას გეგმავს. როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, შეიარაღებულ ძალებში მთელი რიგი რეფორმები განხორციელდება.

"ჩვენ მაქსიმალურად შევქმნით შეიარაღებულ ძალებს, ადეკვატურს იმ საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც რეგიონში არსებობს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ვიყოთ თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან. მომდევნო წლებში, უკვე გაწერილი იქნება სტრატეგიული თავდაცვის მიმოხილვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვახორციელებთ რეორგანიზაციას შეიარაღებულ ძალებში. იქნება სტრუქტურული ცვლილებები, როგორც სამანევრო ელემენტებში, ასევე საბრძოლო მხარდაჭერის და უზრუნველყოფის ელემენტებშიც", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

რაც შეეხება გენერალურ შტაბში საკადრო ცვლილებებს, როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია მომავალში გახდება ცნობილი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა რადიკალურად გადაიხედება. როგორც გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, სარდლობა უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე.

"ჩვენ გვინდა, საჰაერო სარდლობის კუთხით გავატაროთ რიგი რეფორმები. ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება... ჩვენი სურვილია, სარდლობა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი, უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმებიდან გამომდინარე. ამის შესახებ მომავალში შეიტყობს საზოგადოებამე, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ რადიკალურად მოხდება ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის გადახედვა", - აღნიშნა ჩაჩიბაიამ.

ლალი პაპასკირი

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე