Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსგენდერი ქალი სასტიკი თავდასხმიდან 1 თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა
ტრანსგენდერი ქალი სასტიკი თავდასხმიდან 1 თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

სას­ტი­კი თავ­დას­ხმი­დან ერთი თვის შემ­დეგ, ტრანსგენ­დე­რი ზიზი (ზუ­რაბ) შე­ყი­ლა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტრანსგენ­დერ ქალ­თა ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს და მომ­ხდა­რის გამო ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს.

რო­გორც ცენ­ტრის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი ტა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ზიზი შე­ყი­ლა­ძის საქ­მე უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯის მე­ქა­ნიზ­მით, რათა მოხ­დეს საქ­მე­ზე სწო­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და ტრანსფო­ბი­უ­რი გა­რე­მოს აღ­მო­ფხვრის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით.

"ტრანსგენ­დერ ქალ­თა ცენ­ტრი რო­გორც ტრანსგენ­დე­რი ქა­ლე­ბის თე­მის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის ზიზი შე­ყი­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რებს, ტრანსგენ­დე­რი ქა­ლე­ბის თემს და ზო­გა­დად მის მე­გობ­რებს.

მიგ­ვაჩ­ნია, რომ ზიზი შე­ყი­ლა­ძის საქ­მე უნდა გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯის მე­ქა­ნიზ­მით რათა მოხ­დეს საქ­მე­ზე სწო­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბი­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სა და ტრანსფო­ბი­უ­რი გა­რე­მოს აღ­მო­ფხვრის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. ასე­ვე მიგ­ვაჩ­ნია, რომ ზიზი შე­ყი­ლა­ძის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ უნდა მო­ახ­დი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა და ბრალ­დე­ბუ­ლი პირი მი­ე­ცეს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში ხოლო სას­ჯე­ლის და­ნიშ­ვნი­სას სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო­ე­ბე­ბი და მი­ი­ღოს საქ­მე­ზე რე­ლე­ვან­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

კი­დევ ერთხელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლე­ბის თე­მის სა­ხე­ლით მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ჩვე­ნი თმის წევ­რის და მე­გობ­რის ზიზი შე­ყე­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო", - გი­ორ­გი ტა­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თავ­დას­ხმა ტრანსგენ­დერ­ზე 10 ოქ­ტომ­ბერს, ორ­თა­ჭა­ლა­ში მოხ­და. 32 წლის ტრანსგენ­დერ ქალს სცე­მეს. და­ზა­რა­ლე­ბულს ჭრი­ლო­ბე­ბი ყე­ლის არე­ში ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი და სა­ხის ძვლე­ბი ჰქონ­და მო­ტე­ხი­ლი. ის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ინ­გო­როყ­ვას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-108 (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის) მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ტრანსგენდერი ქალი სასტიკი თავდასხმიდან 1 თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

ტრანსგენდერი ქალი სასტიკი თავდასხმიდან 1 თვის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

სასტიკი თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ, ტრანსგენდერი ზიზი (ზურაბ) შეყილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი ავრცელებს და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ტატიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ზიზი შეყილაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით, რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში დანაშაულებისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით.

"ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი როგორც ტრანსგენდერი ქალების თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ტრანსგენდერი ქალების თემს და ზოგადად მის მეგობრებს.

მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყილაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში დანაშაულებისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით. ასევე მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყილაძის საქმეზე სასამართლომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირი მიეცეს კანონით დადგენილ პასუხისგებაში ხოლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინოს შესაბამისი გარემოებები და მიიღოს საქმეზე რელევანტური გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ორგანიზაციის წევრი ტრანსგენდერი ქალების თემის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თმის წევრის და მეგობრის ზიზი შეყელაძის გარდაცვალების გამო", - გიორგი ტატიშვილის განცხადებაში.

თავდასხმა ტრანსგენდერზე 10 ოქტომბერს, ორთაჭალაში მოხდა. 32 წლის ტრანსგენდერ ქალს სცემეს. დაზარალებულს ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული და სახის ძვლები ჰქონდა მოტეხილი. ის მძიმე მდგომარეობაში, ინგოროყვას საავადმყოფოში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.

"112-ში 24 საათში 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება..." - შსს მოქალაქეებს მიმართავს

"გამყრელიძე, ცერცვაძე და იმნაძე ძალიან გაერთნენ პოლიტიკით, სამი მუშკეტერი რომ ვეძახეთ, დიუმა ალბათ, საფლავში ბრუნავს" - გია ხუხაშვილი

"მძიმედაა, აპარატზეა შეერთებული" - როგორია 15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული