სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცესკო განმარტებას აკეთებს
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცესკო განმარტებას აკეთებს

ცეს­კოს პრესს­პი­კე­რის, ანა მი­ქე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, პარ­ტი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ბა­ზი­სო და­ფი­ნან­სე­ბი­სა და არ­ჩევ­ნე­ზე მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის კომ­პო­ნენ­ტე­ბის არ­ჩე­ვა შე­უძ­ლია, ხოლო და­ფი­ნან­სე­ბის და­ნარ­ჩე­ნი კომ­პო­ნენ­ტი: - გენ­დე­რის და­ნა­მა­ტი, ფრაქ­ცი­ის და­ნა­მა­ტი და სხვა კომ­პო­ნენ­ტი, აღ­ნიშ­ნულ და­ფი­ნან­სე­ბას ემა­ტე­ბა.

ცეს­კოს პრესს­პი­კე­რი მი­იჩ­ნევს, რომ პარ­ტია "მრეწ­ვე­ლე­ბის" მიერ 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბი­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხის ერ­თდრო­უ­ლად მი­ღე­ბით, "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ იღ­ვე­ვა.

რო­გორც მი­ქე­ლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, "მრეწ­ვე­ლე­ბის­თვის" გან­სა­ზღვრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით, არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა არ დარ­ღვე­უ­ლა.

"პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ოდე­ნო­ბის გა­მოთ­ვლა "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის 30-ე მუხ­ლში მი­თი­თე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლის თა­ნახ­მად მოხ­და. რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, მსგავ­სი პრაქ­ტი­კა არ­სე­ბობ­და სხვა არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც და სწო­რედ ანა­ლო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა გან­ხორ­ცი­ელ­და ამ არ­ჩევ­ნე­ბის დროს - არა­ნა­ი­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დი და ფორ­მუ­ლა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია. და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბი­თი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ჩვენს სა­ფი­ნა­ნი­სო სამ­სა­ხურ­საც შე­უძ­ლია - კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მუ­ლის მი­ხედ­ვით, რა თან­ხე­ბი რო­გორ არის ჩას­მუ­ლი და გა­მოთ­ვლი­ლი. ეს არის სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ანა მი­ქე­ლა­ძემ.

ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის გან­კარ­გუ­ლე­ბით, პარ­ტია "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს" ყო­ველ­წლი­უ­რად ბი­უ­ჯე­ტი­დან 536 572-ლა­რი­ან და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნულ თან­ხა­ში შე­დის "მრეწ­ველ­თა" პარ­ტი­ის მიერ 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა და ასე­ვე, სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - მრწე­ვე­ლე­ბის" ფორ­მი­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით "მრეწ­ვე­ლებ­მა" სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­სა­ღე­ბი თან­ხის ოდე­ნო­ბით "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს" აჯო­ბეს, რი­თაც "თა­ვი­სუ­ფალ­მა დე­მოკ­რა­ტებ­მა" ცეს­კო­ში ად­გი­ლი და­კარ­გეს.

ამას­თან, "მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტს შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს და მისი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ მი­ი­ღოს და­ფი­ნან­სე­ბა ან ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვებ­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ან სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცესკო განმარტებას აკეთებს

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცესკო განმარტებას აკეთებს

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, პარტიას საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საბაზისო დაფინანსებისა და არჩევნეზე მიღებული ხმების დაფინანსების კომპონენტების არჩევა შეუძლია, ხოლო დაფინანსების დანარჩენი კომპონენტი: - გენდერის დანამატი, ფრაქციის დანამატი და სხვა კომპონენტი, აღნიშნულ დაფინანსებას ემატება.

ცესკოს პრესსპიკერი მიიჩნევს, რომ პარტია "მრეწველების" მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მოპოვებული დაფინანსებისა და საპარლამენტო ფრაქციისთვის განსაზღვრული თანხის ერთდროულად მიღებით, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი არ იღვევა.

როგორც მიქელაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "მრეწველებისთვის" განსაზღვრული დაფინანსებით, არსებული პრაქტიკა არ დარღვეულა.

"პარტიების დაფინანსების ოდენობის გამოთვლა "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონის 30-ე მუხლში მითითებული ფორმულის თანახმად მოხდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მსგავსი პრაქტიკა არსებობდა სხვა არჩევნების დროსაც და სწორედ ანალოგიური პრაქტიკა განხორციელდა ამ არჩევნების დროს - არანაირი განსხვავებული მეთოდი და ფორმულა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ გამოუყენებია. დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი კომენტარის გაკეთება ჩვენს საფინანისო სამსახურსაც შეუძლია - კონკრეტული ფორმულის მიხედვით, რა თანხები როგორ არის ჩასმული და გამოთვლილი. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ანა მიქელაძემ.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, პარტია "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ყოველწლიურად ბიუჯეტიდან 536 572-ლარიან დაფინანსებას მიიღებს. აღნიშნულ თანხაში შედის "მრეწველთა" პარტიის მიერ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით მოპოვებული დაფინანსება და ასევე, საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება - მრწეველების" ფორმირებისთვის განსაზღვრული თანხა. აღნიშნული დაფინანსებით "მრეწველებმა" სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები თანხის ოდენობით "თავისუფალ დემოკრატებს" აჯობეს, რითაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" ცესკოში ადგილი დაკარგეს.

ამასთან, "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია აირჩიოს და მისი შეხედულებისამებრ მიიღოს დაფინანსება ან ადგილობრივი თვითმმართვებლობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ან საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."