სამყარომ ლაიმა ვაიკულე პირველად 30 წლის წინ გაიცნო, როცა რიგითი მომღერალი პოეტმა, ილია რეზნიკმა შეამჩნია და რადიო სიმღერის "ღამის ცეცხლის" ჩაწერა შესთავაზა.
კომპოზიცია ჰიტად იქცა და არა მარტო რადიო ეთერში, არამედ ტელეგადაცემა "სიმღერა-86"- შიც მოხვდა. მას შემდეგ მომღერლის კარიერამ მწვერვალს მიაღწია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორი დრამა ტრიალებდა კულისებს მიღმა.
კარიერის დასაწყისში ის დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვის გამო შოუ-ბიზნესში მისი მოღვაწეობის დასრულება არ სურდა. მეორედ ეს მაშინ მოხდა, როცა ლაიმა უკვე კარგად ცნობილი სახე იყო, მაგრამ ბავშვს დაბადება ისევ არ ეწერა.
კანონიერმა ქმარმა ლაიმას შესთავაზა ცოტა დაეცადა: კარიერაში ყველაფერი ასე კარგად გაქვს, ბავშვის გაჩენას კი ყოველთვის მოვასწრებთ.
ვერ მოასწრეს.
მას შემდეგ, ვაიკულემ დაფეხმძიმება ბევრჯერ სცადა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. იმედგადაწურული, რომ ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებდა, მომღერალმა უპატრონო ბავშვთა სახლიდან ბავშვის აყვანა გადაწყვიტა. ლაიმამ კურთხევისთვის მამაოს მიმართა, თუმცა მკაცრი უარი მიიღო. უშვილოდ დარჩენა ეს მისი ჯვარი, სასჯელია... განაგრძეთ კითხვა