კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ ვინაა ჩემი შვილის მკვლელი?" - 10 წლის შემდეგ გადახედილი განაჩენი და უპასუხო კითხვები ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში
"მაშინ ვინაა ჩემი შვილის მკვლელი?" - 10 წლის შემდეგ გადახედილი განაჩენი და უპასუხო კითხვები ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში

17 ნო­ემ­ბერს პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე, რო­მელ­ზეც სის­ხლის სა­მარ­თლის წარ­მო­ე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს დას­რულ­და, გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­და­სინ­ჯვის გა­და­წყე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამ საქ­მე­ე­ბი­დან ერთ-ერთი, სს "ეი-ი-ეს" თე­ლა­სის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეა.

2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს იგი სა­კუ­თარ ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა შუბ­ლზე აღე­ნიშ­ნე­ბო­და. მოკ­ლუ­ლი სკო­ჩით ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი იყო, სა­ხე­ზე პირ­სა­ხო­ცი ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. დამ­ნა­შა­ვე­ებს ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა არ წა­უ­ღი­ათ, ამი­ტომ თა­ვი­დან­ვე მკვლე­ლო­ბა და­ღუ­პუ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას და­უ­კავ­ში­რეს. 2006 წელს მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­და. საქ­მე­ზე მსჯავ­რი გი­ორ­გი და ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნებს, ნიკა ჩე­მი­ას, ავ­თან­დილ ხერ­კე­ლა­ძეს და გი­ორ­გი პა­პა­ჩაშ­ვილს და­ე­დოთ. ისი­ნი დღემ­დე სა­პა­ტიმ­რო­ში არი­ან, თუმ­ცა თუკი სა­სა­მარ­თლო პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ე­თან­ხმე­ბა, ამ ადა­მი­ა­ნებს ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­დე­ბუ­ლი მსჯავ­რი მო­ეხ­სნე­ბათ და მათი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ჩე­ნის გა­და­ხედ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დარ­წმუნ­და, რომ ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს მსჯავ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ით და­ე­დოთ. თუმ­ცა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ ამა­ში ლო­მი­ნა­ძის ოჯა­ხი ვერ და­არ­წმუ­ნა. რო­გორც AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში მოკ­ლუ­ლის მა­მამ ნო­დარ ლო­მი­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ის დღე­საც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის სას­ჯელს რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი იხ­დი­ან.

"მა­შინ ვი­ნაა ჩემი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე? არა­ვის არ მო­უკ­ლავს? მი­თხრეს, ჩვენ გა­მო­ვი­ძი­ებ­თო, მაგ­რამ ვე­რას­დროს ვე­ღარ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ ესე­ნი ამ საქ­მეს. რისი გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი არი­ან?!", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ლო­მი­ნა­ძემ.

რო­გორც ლო­მი­ნა­ძე აცხა­დებს, პრო­კუ­რა­ტუ­რას მას­თან წი­ნას­წა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქონ­და და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო გა­ნა­ჩე­ნის გა­და­სინ­ჯვას გეგ­მავ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რის არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­პა­სუ­ხოდ მან მხო­ლოდ ერთი კი­თხვა დას­ვა - ვინ მოკ­ლა მისი შვი­ლი, რა­ზეც პა­სუ­ხი ჯერ ვერ მი­ი­ღო. რო­გორც ლო­მი­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, პრო­კუ­რორ­მა შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნუ­მარ­ტა რომ სა­სა­მარ­თლო­ზე მოწ­მე­ებ­მა ჩვე­ნე­ბე­ბი ზე­წო­ლის ქვეშ მის­ცეს, ახლა კი შეც­ვა­ლეს, რა­მაც სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­თან ერ­თად საქ­მე­ზე მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა.

მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სი­ყალ­ბე ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტია, რო­მე­ლიც პრო­კუ­რა­ტუ­რამ ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დეგ გა­მო­ავ­ლი­ნა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­ნა­ცხა­დეს, და­ნა­შა­უ­ლი წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­იხ­სნა, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ ძა­ლო­ვან უწყე­ბა­ში შე­მუ­შავ­და. რო­გორც სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პრო­კუ­რა­ტუ­რას არ ჰქონ­და სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის გა­ნა­ჩე­ნი სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­სინ­ჯვის მო­თხოვ­ნით გა­და­ეგ­ზავ­ნა.

"ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბის გახ­სნა და­ი­გეგ­მა შსს-ს ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის მიერ. მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა აღი­ა­რე­ბი­თი და მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ნა­და­რე­იშ­ვილ­მა, თუმ­ცა ვინ იყო ის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ვის მი­ე­რაც სს "ეი-ი-ეს" თე­ლა­სის ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გახ­სნა და­ი­გეგ­მა, არც ნო­დარ ლო­მი­ნა­ძემ და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ამ დრო­ის­თვის არ იცის.

ამას­თან, რო­გორც ნა­და­რე­იშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, მა­შინ­დე­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი გა­რე­მო­ე­ბა, რომ­ლი­თაც მკვლე­ლო­ბის ერთ-ერთი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი აჭა­რა­ში გვი­ჩი­ანს შეხ­ვდა და ლო­მი­ნა­ძის ბი­ნი­დან წა­ღე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­დას­ცა, ახა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გა­ქარ­წყლდა, ვი­ნა­ი­დან დად­გინ­და, რომ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და გვი­ჩი­ა­ნი იმ დრო­ის­თვის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის ერთი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ საქ­მე­ზე სრულ­ყო­ფი­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და, მათ შო­რის მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა ახა­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­ი­კი­თხნენ ახა­ლი მოწ­მე­ე­ბი და ჩა­ტარ­და არა­ერ­თი ექ­სპერ­ტი­ზა.

ირაკ­ლი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფაბ­რი­კა­ცი­ის შემ­სრუ­ლე­ბელ პირ­თა წრე ცნო­ბი­ლია და მათი ნა­წი­ლი გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მი­სი­ვე თქმით, ამ დრო­ის­თვის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ფაბ­რი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა ნი­კო­ლოზ ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით.

თორ­ნი­კე კოშ­კა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მაშინ ვინაა ჩემი შვილის მკვლელი?" - 10 წლის შემდეგ გადახედილი განაჩენი და უპასუხო კითხვები ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში

"მაშინ ვინაა ჩემი შვილის მკვლელი?" - 10 წლის შემდეგ გადახედილი განაჩენი და უპასუხო კითხვები ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში

17 ნოემბერს პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე, რომელზეც სისხლის სამართლის წარმოება წინა ხელისუფლების დროს დასრულდა, გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის გადაწყეტილება მიიღო. ამ საქმეებიდან ერთ-ერთი, სს "ეი-ი-ეს" თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობის საქმეა.

2002 წლის 13 აგვისტოს იგი საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს. სასიკვდილო ჭრილობა შუბლზე აღენიშნებოდა. მოკლული სკოჩით ხელფეხშეკრული იყო, სახეზე პირსახოცი ჰქონდა გადაფარებული. დამნაშავეებს ძვირფასეულობა არ წაუღიათ, ამიტომ თავიდანვე მკვლელობა დაღუპულის საქმიანობას დაუკავშირეს. 2006 წელს მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა. საქმეზე მსჯავრი გიორგი და ნოდარ გვიჩიანებს, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძეს და გიორგი პაპაჩაშვილს დაედოთ. ისინი დღემდე საპატიმროში არიან, თუმცა თუკი სასამართლო პროკურატურას დაეთანხმება, ამ ადამიანებს ლომინაძის მკვლელობის საქმეზე დადებული მსჯავრი მოეხსნებათ და მათი სამართლებრივი რეაბილიტაცია მოხდება.

პროკურატურამ განაჩენის გადახედვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად დარწმუნდა, რომ ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს მსჯავრი მტკიცებულებების ფალსიფიკაციით დაედოთ. თუმცა, საგამოძიებო უწყებამ ამაში ლომინაძის ოჯახი ვერ დაარწმუნა. როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში მოკლულის მამამ ნოდარ ლომინაძემ აღნიშნა, ის დღესაც დარწმუნებულია, რომ მისი შვილის მკვლელობისთვის სასჯელს რეალური დამნაშავეები იხდიან.

"მაშინ ვინაა ჩემი შვილის მკვლელობაში დამნაშავე? არავის არ მოუკლავს? მითხრეს, ჩვენ გამოვიძიებთო, მაგრამ ვერასდროს ვეღარ გამოიძიებენ ესენი ამ საქმეს. რისი გამომძიებლები არიან?!", - განაცხადა ნოდარ ლომინაძემ.

როგორც ლომინაძე აცხადებს, პროკურატურას მასთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა და ინფორმირებული იყო, რომ საგამოძიებო ორგანო განაჩენის გადასინჯვას გეგმავდა. პროკურატურის არგუმენტების საპასუხოდ მან მხოლოდ ერთი კითხვა დასვა - ვინ მოკლა მისი შვილი, რაზეც პასუხი ჯერ ვერ მიიღო. როგორც ლომინაძე აღნიშნავს, პროკურორმა შეხვედრაზე განუმარტა რომ სასამართლოზე მოწმეებმა ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მისცეს, ახლა კი შეცვალეს, რამაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად საქმეზე მსჯავრდადებული პირების უდანაშაულობა გამოავლინა.

მტკიცებულებების სიყალბე ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტია, რომელიც პროკურატურამ ახალი გამოძიების შემდეგ გამოავლინა. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დანაშაული წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით გაიხსნა, რომელიც მაშინდელ ძალოვან უწყებაში შემუშავდა. როგორც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი განმარტავს, პროკურატურას არ ჰქონდა სხვა გადაწყვეტილების მიღების უფლება, გარდა იმისა, რომ საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი სასამართლოში გადასინჯვის მოთხოვნით გადაეგზავნა.

"ახალი გამოძიებით დადგენილია, რომ ლომინაძის მკვლელობის გახსნა დაიგეგმა შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიერ. მოპოვებული იქნა აღიარებითი და მამხილებელი ჩვენებები", - განაცხადა ნადარეიშვილმა, თუმცა ვინ იყო ის მაღალჩინოსანი, ვის მიერაც სს "ეი-ი-ეს" თელასის ფინანსური დირექტორის მკვლელობის საქმის გახსნა დაიგეგმა, არც ნოდარ ლომინაძემ და არც საზოგადოებამ ამ დროისთვის არ იცის.

ამასთან, როგორც ნადარეიშვილი განმარტავს, მაშინდელი გამოძიების ერთ-ერთი გარემოება, რომლითაც მკვლელობის ერთ-ერთი შემსრულებელი აჭარაში გვიჩიანს შეხვდა და ლომინაძის ბინიდან წაღებული დოკუმენტაცია გადასცა, ახალი გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით გაქარწყლდა, ვინაიდან დადგინდა, რომ შემსრულებლები და გვიჩიანი იმ დროისთვის სხვადასხვა ადგილებში იმყოფებოდნენ, მათ შორის ერთი საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე სრულყოფილი ხელახალი გამოძიება ჩატარდა, მათ შორის მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები, დაიკითხნენ ახალი მოწმეები და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა.

ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, პროკურატურისთვის მტკიცებულებების ფაბრიკაციის შემსრულებელ პირთა წრე ცნობილია და მათი ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის მტკიცებულებების ფაბრიკაციის მიმართულებით გამოძიება გრძელდება, ისევე როგორც მიმდინარეობს გამოძიება ნიკოლოზ ლომინაძის მკვლელობაში დამნაშავე პირების დადგენის მიზნით.

თორნიკე კოშკაძე

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ