პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 პარტია, რომელიც ჯამში 9 მლნ ლარზე მეტ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს
20 პარტია, რომელიც ჯამში 9 მლნ ლარზე მეტ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს

კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე პარ­ტი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ფი­ნან­სე­ბას მი­ი­ღე­ბენ, 11-დან 20-მდე გა­ი­ზარ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის, თა­მარ ჟვა­ნი­ას გან­კარ­გუ­ლე­ბით, სა­ხელ­მწი­ფოს­გან და­ფი­ნანსდე­ბი­ან შემ­დე­გი პარ­ტი­ე­ბი: "სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია" - წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა - 236,572 ლარი, "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს" - წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა 536,572 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია" - წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა - 236,572 ლარი, "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი" - წლი­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბა - 236,572 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს ქრის­ტი­ან-კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია" - 598,698 ლარი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 2,082,238 ლარი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" - 512,196 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" - 472,812 ლარი, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 1,122,526 ლარი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 895,726 ლარი, "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო" - 241,625 ლარი, "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა" - 997,037 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" - 744,008 ლარი, "ქარ­თველ ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტთა კავ­ში­რი" - 87,024 ლარი, "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 87,024 ლარი, "თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გზა", - 87,024 ლარი, "სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვან ვე­ტე­რან­თა და პატ­რი­ოტ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 87,024 ლარი, "ახა­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი" - 87,024 ლარი, მოძ­რა­ო­ბა "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" - 195,511 ლარი, "სა­მო­ქა­ლა­ქო პლატ­ფორ­მა - ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - 195,511 ლარი.

ჯამ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი 20 პარ­ტია სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 9,739,296 ლარს მი­ი­ღებს.

პარ­ტი­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის შე­სა­ხებ გან­კარ­გუ­ლე­ბა ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ დღეს გა­მოს­ცა.

"მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აქამ­დე და­ფი­ნან­სე­ბას 11 პარ­ტია იღებ­და და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტის სტა­ტუს­სა და და­ფი­ნან­სე­ბას 11-ვე ინარ­ჩუ­ნებს. ეს პარ­ტი­ე­ბია: - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია", "მრეწ­ვე­ლო­ბა გა­და­არ­ჩენს სა­ქარ­თვე­ლოს", "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია", "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი", "ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი", "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", "ქრის­ტი­ან-კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტია", "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა", "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია".

აღ­ნიშ­ნუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­დან ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თაც 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის 3%-ზე ნაკ­ლე­ბი მი­ი­ღეს, და­ფი­ნან­სე­ბას 2014 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ.

ამას­თან, სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღებ პარ­ტი­ებს ემა­ტე­ბა - "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსთან" ბლოკ­ში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბი: "ტრა­დი­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი", "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო", "თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას გზა", "სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლო­ვან ვე­ტე­რან­თა და პატ­რი­ოტ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და "ახა­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი". კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სუ­ბი­ექ­ტი ხდე­ბა ბლოკ "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბა­ში" შე­მა­ვა­ლი პარ­ტია "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა - ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო" და "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ბლოკ­ში მყო­ფი "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო". 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ბი­უ­ჯე­ტო და­ფი­ნან­სე­ბის მიმ­ღე­ბი ხდე­ბა პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის "სა­ხელ­წი­ფო ხალ­ხის­თვის" და გი­ორ­გი ვა­შა­ძის "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო".

20 პარტია, რომელიც ჯამში 9 მლნ ლარზე მეტ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს

20 პარტია, რომელიც ჯამში 9 მლნ ლარზე მეტ სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებენ, 11-დან 20-მდე გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსდებიან შემდეგი პარტიები: "საქართველოს კონსერვატიული პარტია" - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - წლიური დაფინანსება 536,572 ლარი, "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, "ეროვნული ფორუმი" - წლიური დაფინანსება - 236,572 ლარი, "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" - 598,698 ლარი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" - 2,082,238 ლარი, "თავისუფალი დემოკრატები" - 512,196 ლარი, "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 472,812 ლარი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 1,122,526 ლარი, "ევროპული საქართველო" - 895,726 ლარი, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" - 241,625 ლარი, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" - 997,037 ლარი, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 744,008 ლარი, "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - 87,024 ლარი, "თავისუფალი საქართველო" - 87,024 ლარი, "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", - 87,024 ლარი, "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" - 87,024 ლარი, "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - 87,024 ლარი, მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" - 195,511 ლარი, "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო" - 195,511 ლარი.

ჯამში აღნიშნული 20 პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9,739,296 ლარს მიიღებს.

პარტიების დაფინანსების შესახებ განკარგულება ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით დადგენილი წესის გათვალისწინებით, აქამდე დაფინანსებას 11 პარტია იღებდა და კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და დაფინანსებას 11-ვე ინარჩუნებს. ეს პარტიებია: - "ქართული ოცნება", "კონსერვატიული პარტია", "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", "რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "ლეიბორისტული პარტია".

აღნიშნული პარტიებიდან ის სუბიექტები, რომელთაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 3%-ზე ნაკლები მიიღეს, დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე შეინარჩუნებენ.

ამასთან, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ პარტიებს ემატება - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან" ბლოკში შემავალი პარტიები: "ტრადიციონალისტები", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" და "ახალი ქრისტიან-დემოკრატები". კვალიფიციური სუბიექტი ხდება ბლოკ "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობაში" შემავალი პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკში მყოფი "ევროპული საქართველო". 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები ხდება პაატა ბურჭულაძის "სახელწიფო ხალხისთვის" და გიორგი ვაშაძის "ახალი საქართველო".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."