პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონების წინადაცვეთა კანონით დასჯადი გახდება - "ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში"
გოგონების წინადაცვეთა კანონით დასჯადი გახდება - "ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში"

გო­გო­ნე­ბის წი­ნა­დაც­ვე­თა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით დას­ჯა­დი გახ­დე­ბა, - შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მო­ამ­ზა­და და უწყე­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი მას მხარს და­უ­ჭერს.

"ბოლო ოთხი წლის მან­ძილ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­ბი­ჯი, მათ შო­რის, სა­კა­ნონ­მდებ­ლო გა­და­იდ­გა ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მა­ღალ ხა­რისხში ასაყ­ვა­ნად. ეს პრო­ცე­სი უნდა გაგ­რძელ­დეს და დას­რულ­დეს სტამ­ბო­ლის კონ­ვენ­ცი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბით. იმე­დი მაქვს, რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა, სა­დაც ჩვენ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩა­ვა­მა­ტეთ ახა­ლი მუხ­ლი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ქა­ლის გე­ნი­ტა­ლი­ე­ბის და­მა­ხინ­ჯე­ბას. თუკი ამას პარ­ლა­მენ­ტი მხარს და­უ­ჭერს, იქ­ნე­ბა ცალ­კე მუხ­ლი, რომ გო­გო­ნე­ბის ე.წ. წი­ნა­დაც­ვე­თა გახ­დეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი წე­სით დას­ჯა­დი. ჩვენ სამ­წუ­ხა­როდ არ გვე­გო­ნა, რომ ასე­თი რამ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში. არის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე, სა­დაც გო­გო­ნე­ბი ასე სა­ხიჩ­რდე­ბი­ან და ჩვენ გვინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის რამ­დე­ნი­მე მა­გა­ლი­თი, რაც ორ თუ სამ სო­ფელ­ში არ­სე­ბობს, სას­წრა­ფოდ აღ­მო­ი­ფხვრას", - გა­ნა­ცხა­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე წარ­დგე­ნილ­მა კან­დი­დატ­მა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ომი­სა და მშვი­დო­ბის გა­შუ­ქე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ხეთ­ში ეთ­ნი­კუ­რი ავა­რე­ბით და­სახ­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში გო­გო­ნე­ბის წი­ნა­დაც­ვე­თის პრაქ­ტი­კა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

გოგონების წინადაცვეთა კანონით დასჯადი გახდება - "ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში"

გოგონების წინადაცვეთა კანონით დასჯადი გახდება - "ჩვენ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში"

გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება, - შესაბამისი ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და უწყება იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი მას მხარს დაუჭერს.

"ბოლო ოთხი წლის მანძილზე ძალიან ბევრი ნაბიჯი, მათ შორის, საკანონმდებლო გადაიდგა ბავშვთა უფლებების დაცვის მაღალ ხარისხში ასაყვანად. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებით. იმედი მაქვს, რატიფიცირება ახალი პარლამენტის ფარგლებში მოხდება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავამატეთ ახალი მუხლი, რომელიც ეხება ქალის გენიტალიების დამახინჯებას. თუკი ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს, იქნება ცალკე მუხლი, რომ გოგონების ე.წ. წინადაცვეთა გახდეს სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი. ჩვენ სამწუხაროდ არ გვეგონა, რომ ასეთი რამ არსებობს საქართველოში. არის სხვადასხვა ქვეყანა მსოფლიოში, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, სადაც გოგონები ასე სახიჩრდებიან და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ის რამდენიმე მაგალითი, რაც ორ თუ სამ სოფელში არსებობს, სასწრაფოდ აღმოიფხვრას", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა, თეა წულუკიანმა.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ინფორმაციით, კახეთში ეთნიკური ავარებით დასახლებულ სოფლებში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა გამოიყენება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ