პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს
"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბულ შე­მად­გენ­ლო­ბას მხარს არ და­უ­ჭერს, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ოთარ კა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც კა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გუნ­დი არის ის გუნ­დი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნა და რო­მელ­საც მათ მიერ გა­დად­გმულ არც ერთ ნე­გა­ტი­ურ ნა­ბიჯ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აუ­ღია.

"დღეს ლარი უახ­ლოვ­დე­ბა გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ის­ტო­რი­ულ მაქ­სი­მუმს, არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი უმუ­შევ­რო­ბის, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდის, სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის გა­უქ­მე­ბის, ეს არის ტენ­დენ­ცია, რა­საც 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბით. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია იგი­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იგი­ვე გუნ­დით, რო­მელ­საც არც ერთ ნე­გა­ტი­ურ ნა­ბიჯ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აუ­ღია და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ისი­ნი კი­დევ ვერ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ იმ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გებს, რო­მე­ლიც მათ გა­ა­ტა­რეს. ჩვენ არ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს მთავ­რო­ბა რა­ი­მე გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხებს, ვი­ნა­ი­დან მათ არც გეგ­მა აქვთ, არც ხედ­ვა და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პრობ­ლე­მა­საც ვერ ხე­და­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ოთარ კა­ხი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა.

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ეკო­ნო­მი­კურ გუნდს ეხე­ბა.

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახიძემ აღნიშნა, შემოთავაზებული გუნდი არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა და რომელსაც მათ მიერ გადადგმულ არც ერთ ნეგატიურ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

"დღეს ლარი უახლოვდება გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს, არის ძალიან სერიოზული პრობლემები უმუშევრობის, მედიკამენტებზე ფასების ზრდის, სოციალური დახმარების გაუქმების, ეს არის ტენდენცია, რასაც 4 წლის განმავლობაში ვაკვირდებით. შემოთავაზებულია იგივე პრემიერ-მინისტრი იგივე გუნდით, რომელსაც არც ერთ ნეგატიურ ნაბიჯზე პასუხისმგებლობა არ აუღია და ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი კიდევ ვერ აცნობიერებენ იმ პოლიტიკის შედეგებს, რომელიც მათ გაატარეს. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მთავრობა რაიმე გამოწვევებს უპასუხებს, ვინაიდან მათ არც გეგმა აქვთ, არც ხედვა და რაც ყველაზე მთავარია, პრობლემასაც ვერ ხედავენ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."