მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებენ ექსპერტები მინისტრთა ახალ კაბინეტს
როგორ აფასებენ ექსპერტები მინისტრთა ახალ კაბინეტს

კარ­გია, რომ პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა გა­დამ­წყვე­ტი მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის დროს, - ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რის, ვიქ­ტორ დო­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნის სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ვიქ­ტორ დო­ლი­ძე არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

"ვიქ­ტორ დო­ლი­ძის წარ­დგე­ნას მი­ვე­სალ­მე­ბი, რად­გა­ნაც მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტად შერ­ჩე­ვის დროს არ აღ­მოჩ­ნდა პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა გა­დამ­წყვე­ტი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მი­ხედ­ვით მოხ­და შერ­ჩე­ვა. ვიქ­ტორ დო­ლი­ძეს ევ­რო­პულ სტრუქ­ტუ­რებ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს და მისი და­სა­ხე­ლე­ბა და­დე­ბი­თია," - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ გუნდში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, რა­მაზ საყ­ვე­რე­ლი­ძის თქმით, ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უკავ­შირ­დე­ბა და­ა­ნონ­სე­ბულ სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფორ­მუ­ლას.

"ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­გორც ჩანს, ემ­სა­ხუ­რე­ბა სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფორ­მუ­ლას, რო­მე­ლიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" წა­მო­ა­ყე­ნა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი სა­მო­მავ­ლოდ გა­მოჩ­ნდე­ბა. იმას, თუ რამ­დე­ნად შეძ­ლებს გი­ორ­გი გა­ხა­რია ამ მიზ­ნის შეს­რუ­ლე­ბას, გა­მი­ჭირ­დე­ბა სა­უ­ბა­რი. მას­ზე, რო­გორც ეკო­ნო­მისტზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, თუმ­ცა რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, კარ­გად გა­ნა­წყობს ადა­მი­ანს, რო­გორც სპერ­ცი­ა­ლისტს კი აქე­ბენ," - გა­ნა­ცხა­და რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ "ეს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი წი­ნას ჯო­ბია, მაგ­რამ რა­ი­მე ტი­პის წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია".

ხუ­ხაშ­ვილ­მა ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე გა­და­ნაც­ვლე­ბა ლო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი იყო, რად­გან ეს უფრო მისი სფე­როა, ვიდ­რე ეკო­ნო­მი­კა. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ეს უდა­ვოდ წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია, რად­გან გა­ხა­რი­ამ თავი აჩ­ვე­ნა, რო­გორც საკ­მა­ოდ კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ტო­რი ბიზ­ნეს­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის, ანუ პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორ­სა და ეკო­ნო­მი­კურ პო­ლი­ტი­კას შო­რის, რაც სა­ინ­ტე­რე­სო პო­ტენ­ცი­ალს აჩენს.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კურ გუნდში გა­და­ად­გი­ლე­ბებს ოპ­ტი­მიზ­მით უყუ­რებს, თუმ­ცა ჯერ რა­მე­ზე სა­უ­ბარს ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს.

"მო­დით, მივ­ცეთ ამ ადა­მი­ა­ნებს 100 დღე, რომ რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გან. ფაქ­ტია, რომ ის ოთხპუნ­ქტი­ა­ნი გეგ­მა, რო­მე­ლიც დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლია, არ გვაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, რომ ძა­ლი­ან და­ი­მე­დე­ბუ­ლი ვი­ყოთ. მე ვფიქ­რობ, უფრო რა­დი­კა­ლუ­რი და მას­შტა­ბუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი აქვს ეკო­ნო­მი­კურ გუნდს გა­და­სად­გმე­ლი, რომ მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვებს უპა­სუ­ხოს. თა­ვად კად­რებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ მაქვს, პი­რი­ქით, ვფიქ­რობ, რომ ამ მხრივ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოხ­და. მთა­ვა­რი კი­თხვა არის სხვა, სა­ხე­ლებს და გვა­რებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, უნდა გაგ­ვიჩ­ნდეს გან­ცდა, რომ ეს გუნ­დი იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და მე­სა­მე მხა­რე არ აპე­ლი­რებს. ეს არის ცენ­ტრი, ვის­თა­ნაც პრე­ტენ­ზია უნდა გვქონ­დეს, ან ვინც უნდა შე­ვა­ქოთ. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ამ შე­მად­გენ­ლო­ბით ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ვერ მი­ვი­ღეთ", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ზო­გა­დად, მთლი­ა­ნი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­ფა­სე­ბი­სას ხუ­ხაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ეს მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი წი­ნას ჯო­ბია, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რა­ი­მე ტი­პის წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

"გა­უ­გე­ბა­რი იყო ჩემ­თვის კახა კა­ლა­ძის მოძ­რა­ო­ბე­ბი, რა­ტომ წა­ვი­და და დაბ­რუნ­და ვერ გა­ვი­გე. გარ­და ამი­სა, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. რაც შე­ე­ხე­ბა ძა­ლო­ვან მი­ნის­ტრებს, არა­ვის­თან არ მაქვს პრე­ტენ­ზია, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი იქაც რომ მომ­ხდა­რი­ყო, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რად­გან კვი­რი­კაშ­ვი­ლის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი­ყო გან­ცდა, რომ ის არის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი. ვნა­ხოთ, ძა­ლი­ან კრი­ტი­კუ­ლი არ ვიქ­ნე­ბი, მივ­ცეთ 100 დღე და მარ­ტში დავ­თვა­ლოთ წი­წი­ლე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ექ­სპერ­ტმა.

ეკო­ნო­მისტ აკა­კი ცო­მა­ი­ას შე­ფა­სე­ბით, მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, უბ­რა­ლოდ მექ­ნი­კუ­რი გა­და­ნაც­ვლე­ბა მოხ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ეკო­ნო­მის­ტმა აკა­კი ცო­მა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, მათი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გებს მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, თუმ­ცა ცო­მა­ი­ას მო­ცე­მულ მო­მენ­ტში დიდი მო­ლო­დი­ნი არ გა­აჩ­ნია.

"ჩემი აზ­რით, ბევ­რი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, უბ­რა­ლოდ მექ­ნი­კუ­რი გა­და­ნაც­ვლე­ბა მოხ­და. ერ­თა­დერ­თი რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ახა­ლი ადა­მი­ა­ნით ჩა­ნაც­ვლდა. ის, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პროგ­რა­მა­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, თუ რითი აპი­რებ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მიღ­წე­ვას, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მე ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი მაქვს. ვფიქ­რობ, რომ პროგ­რა­მა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და იმ მიზ­ნის მიღ­წე­ვა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და­ი­სა­ხა. ამას ცოტა სხვა ტი­პის კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ცო­მა­ი­ამ.

აკა­კი ცო­მა­ი­ამ თი­თო­ე­უ­ლი კან­დი­და­ტის შე­ფა­სე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა და იქვე დას­ძი­ნა, რომ მათი საქ­მი­ა­ნო­ბა დრო­ე­ბამ, გა­რე­მო­ე­ბამ და ასე­ვე იმან უნდა შე­ა­ფა­სოს, თუ რო­გორ იმუ­შა­ვებს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი კონ­კრე­ტულ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე.

"ჩვენ გვაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა ვთქვათ, რომ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტის ამ პოსტზე მუ­შა­ო­ბას პი­რა­დად მე, მა­ინ­ცდა­მა­ინც და­დე­ბი­თაც ვერ შე­ვა­ფა­სებ. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტი გა­ჩერ­და და სა­ერ­თოდ ენერ­გო­სექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მხრივ მა­ინ­ცდა­მა­ინც არა­მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­და მა­შინ, რო­დე­საც მა­ნამ­დე ენერ­გე­ტი­კის სექ­ტო­რი ით­ვლე­ბო­და ერთ-ერთ ლო­კო­მო­ტი­ვად ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ცო­მა­ი­ამ და დას­ძი­ნა, რომ მას მო­ცე­მულ მო­მენ­ტში დიდი მოლ­დი­ნი არ აქვს, თუმ­ცა "რა, რო­გორ და რა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა, ამას მო­მა­ვა­ლი გვაჩ­ვე­ნებს".

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის წევ­რე­ბი წა­რად­გი­ნა.

პრე­მი­ე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლია წარ­დგე­ნი­ლი, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე გი­ორ­გი გა­ხა­რია, ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბის, ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრო­ბის პოსტზე - კახი კა­ლა­ძე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე - მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე - და­ვით სერ­გე­ენ­კო, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრის პოსტზე - სო­ზარ სუ­ბა­რი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე - ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლე­ვა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე - ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტზე - ზუ­რაბ ალა­ვი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე - მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძე, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა მი­ნის­ტრი პოსტზე - ტა­რი­ელ ხე­ჩი­კაშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე - ლე­ვან იზო­რია, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე - თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტზე - გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე - კახა კა­ხიშ­ვი­ლი, გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მი­ნის­ტრის პოსტზე - გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პოსტზე ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში - ვიქ­ტორ დო­ლი­ძე, შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის პოსტზე - ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი, დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტი შე­უ­ერ­თდა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და მას მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ აფასებენ ექსპერტები მინისტრთა ახალ კაბინეტს

როგორ აფასებენ ექსპერტები მინისტრთა ახალ კაბინეტს

კარგია, რომ პარტიული კუთვნილება არ აღმოჩნდა გადამწყვეტი მინისტრობის კანდიდატად წარდგენის დროს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურის წარდგენის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, ვიქტორ დოლიძე არის პროფესიონალი.

"ვიქტორ დოლიძის წარდგენას მივესალმები, რადგანაც მინისტრობის კანდიდატად შერჩევის დროს არ აღმოჩნდა პარტიული კუთვნილება გადამწყვეტი და პროფესიონალიზმის მიხედვით მოხდა შერჩევა. ვიქტორ დოლიძეს ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და მისი დასახელება დადებითია," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს, რამაზ საყვერელიძის თქმით, ცვლილებები, სავარაუდოდ, უკავშირდება დაანონსებულ სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფორმულას.

"ცვლილებები, როგორც ჩანს, ემსახურება სწრაფი ეკონომიკური განვითარების ფორმულას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიაში "ქართულმა ოცნებამ" წამოაყენა, თუმცა დანარჩენი სამომავლოდ გამოჩნდება. იმას, თუ რამდენად შეძლებს გიორგი გახარია ამ მიზნის შესრულებას, გამიჭირდება საუბარი. მასზე, როგორც ეკონომისტზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა როგორც პიროვნება, კარგად განაწყობს ადამიანს, როგორც სპერციალისტს კი აქებენ," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ "ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ რაიმე ტიპის წარმატების გარანტიებზე საუბარი ნაადრევია".

ხუხაშვილმა ეკონომიკური გუნდი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრის პოსტზე გადანაცვლება ლოგიკური ნაბიჯი იყო, რადგან ეს უფრო მისი სფეროა, ვიდრე ეკონომიკა. რაც შეეხება გიორგი გახარიას, რომელიც ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დაინიშნა, გია ხუხაშვილის შეფასებით, ეს უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან გახარიამ თავი აჩვენა, როგორც საკმაოდ კარგი კომუნიკატორი ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ანუ პოტენციურ ინვესტორსა და ეკონომიკურ პოლიტიკას შორის, რაც საინტერესო პოტენციალს აჩენს.

გია ხუხაშვილი ეკონომიკურ გუნდში გადაადგილებებს ოპტიმიზმით უყურებს, თუმცა ჯერ რამეზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.

"მოდით, მივცეთ ამ ადამიანებს 100 დღე, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან. ფაქტია, რომ ის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც დეკლარირებულია, არ გვაძლევს საფუძველს, რომ ძალიან დაიმედებული ვიყოთ. მე ვფიქრობ, უფრო რადიკალური და მასშტაბური ნაბიჯები აქვს ეკონომიკურ გუნდს გადასადგმელი, რომ მთავარ გამოწვევებს უპასუხოს. თავად კადრებთან მიმართებაში პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით, ვფიქრობ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება მოხდა. მთავარი კითხვა არის სხვა, სახელებს და გვარებს რომ თავი დავანებოთ, უნდა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ეს გუნდი იღებს პასუხისმგებლობას და მესამე მხარე არ აპელირებს. ეს არის ცენტრი, ვისთანაც პრეტენზია უნდა გვქონდეს, ან ვინც უნდა შევაქოთ. მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობით ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ზოგადად, მთლიანი მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს მინისტრთა კაბინეტი წინას ჯობია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე ტიპის წარმატების გარანტიებზე საუბარი შესაძლებელია.

"გაუგებარი იყო ჩემთვის კახა კალაძის მოძრაობები, რატომ წავიდა და დაბრუნდა ვერ გავიგე. გარდა ამისა, არაფერი მომხდარა. რაც შეეხება ძალოვან მინისტრებს, არავისთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქაც რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა, რადგან კვირიკაშვილის მიმართ გაჩენილიყო განცდა, რომ ის არის მთავარი მენეჯერი. ვნახოთ, ძალიან კრიტიკული არ ვიქნები, მივცეთ 100 დღე და მარტში დავთვალოთ წიწილები", - აღნიშნა ექსპერტმა.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალ შემადგენლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მექნიკური გადანაცვლება მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა, მათი მუშაობის შედეგებს მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ცომაიას მოცემულ მომენტში დიდი მოლოდინი არ გააჩნია.

"ჩემი აზრით, ბევრი არაფერი შეცვლილა, უბრალოდ მექნიკური გადანაცვლება მოხდა. ერთადერთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ახალი ადამიანით ჩანაცვლდა. ის, რაც "ქართული ოცნების" პროგრამაში იყო წარმოდგენილი, თუ რითი აპირებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტია ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ამასთან დაკავშირებით მე ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. ვფიქრობ, რომ პროგრამაში მითითებული პუნქტების შესრულება და იმ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაისახა. ამას ცოტა სხვა ტიპის კომპლექსური ღონისძიებები სჭირდება", - განაცხადა ცომაიამ.

აკაკი ცომაიამ თითოეული კანდიდატის შეფასებისგან თავი შეიკავა და იქვე დასძინა, რომ მათი საქმიანობა დროებამ, გარემოებამ და ასევე იმან უნდა შეაფასოს, თუ როგორ იმუშავებს თითოეული ადამიანი კონკრეტულ თანამდებობაზე.

"ჩვენ გვაქვს გამოცდილება ვთქვათ, რომ ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის ამ პოსტზე მუშაობას პირადად მე, მაინცდამაინც დადებითაც ვერ შევაფასებ. იქედან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში სინამდვილეში ბევრი ენერგეტიკული პროექტი გაჩერდა და საერთოდ ენერგოსექტორი საქართველოში ინვესტიციების მხრივ მაინცდამაინც არამიმზიდველი გახდა მაშინ, როდესაც მანამდე ენერგეტიკის სექტორი ითვლებოდა ერთ-ერთ ლოკომოტივად ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით", - განაცხადა ცომაიამ და დასძინა, რომ მას მოცემულ მომენტში დიდი მოლდინი არ აქვს, თუმცა "რა, როგორ და რანაირად იქნება, ამას მომავალი გვაჩვენებს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილია წარდგენილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია, ვიცე-პრემიერობის, ენერგეტიკის მინისტრობის პოსტზე - კახი კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - მიხეილ ჯანელიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე - დავით სერგეენკო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტზე - სოზარ სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე - ალექსანდრე ჯეჯელევა, სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე - ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე - ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე - მიხეილ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი პოსტზე - ტარიელ ხეჩიკაშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ლევან იზორია, იუსტიციის მინისტრის პოსტზე - თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე - გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე - კახა კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე - გიგლა აგულაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში - ვიქტორ დოლიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე - ქეთევან ციხელაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდა საგარეო საქმეთა სამინისტროს და მას მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."