პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრები, რომლებიც ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან
მინისტრები, რომლებიც ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა წა­რად­გი­ნა.

ძი­რი­თა­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ეკო­ნო­მი­კურ გუნდს ეხე­ბა. ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვე­ღარ ვი­ხი­ლავთ ხუთ ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ნარ­ჩე­ნი შე­მად­გენ­ლო­ბა უც­ვლე­ლია.

VIDEO| თუ LIVE-ში ვერ ნა­ხეთ: რო­გორ და­ა­კომ­პლექ­ტა კვი­რი­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტთა ახა­ლი კა­ბი­ნე­ტი

მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღარ არი­ან: ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი და­ვით ბაქ­რა­ძე, ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ილია ელოშ­ვი­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი გელა დუმ­ბა­ძე.

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი და­ვით ბაქ­რა­ძე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი იქ­ნე­ბა, ენერ­გე­ტი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ილია ელოშ­ვი­ლი კი ენერ­გე­ტი­კის ახა­ლი მი­ნის­ტრის, კახა კა­ლა­ძის მო­ად­გი­ლის პოსტზე გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს, აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­უ­ერ­თდა და მას მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

ნა­ხეთ ვი­დეო| რა სი­ტყვე­ბით და­ემ­შვი­დო­ბა კვი­რი­კაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრებს, რო­მელ­თაც ახალ მთავ­რო­ბა­ში ვე­ღარ ვნა­ხავთ

რა თა­ნამ­დე­ბო­ბებს და­ი­კა­ვე­ბენ ნო­დარ ხა­დუ­რი, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და გელა დუმ­ბა­ძე, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

"ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში არ არი­ან წარ­მოდ­გე­ნილ­ნი, მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ებ­ზე გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის წარ­დგე­ნი­სას.

წა­ი­კი­თხეთ: ვინ იქ­ნე­ბა ახალ მთავ­რო­ბა­ში - გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი წა­რად­გი­ნა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მინისტრები, რომლებიც ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან

მინისტრები, რომლებიც ახალ მთავრობაში აღარ იქნებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. ახალ შემადგენლობაში ვეღარ ვიხილავთ ხუთ ყოფილ მინისტრს, დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

VIDEO| თუ LIVE-ში ვერ ნახეთ: როგორ დააკომპლექტა კვირიკაშვილმა მინისტთა ახალი კაბინეტი

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში აღარ არიან: ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური, ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი კი ენერგეტიკის ახალი მინისტრის, კახა კალაძის მოადგილის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდა და მას მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

ნახეთ ვიდეო| რა სიტყვებით დაემშვიდობა კვირიკაშვილი მინისტრებს, რომელთაც ახალ მთავრობაში ვეღარ ვნახავთ

რა თანამდებობებს დაიკავებენ ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი და გელა დუმბაძე, ამ დროისთვის უცნობია.

"ის ადამიანები, რომლებიც ახალ მინისტრთა კაბინეტში არ არიან წარმოდგენილნი, მნიშვნელოვან პოზიციებზე გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი შემადგენლობის წარდგენისას.

წაიკითხეთ: ვინ იქნება ახალ მთავრობაში - გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტი წარადგინა

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილის ვინაობა ცნობილია

LIVE - ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - მზადება არჩევნებისთვის; ხელისუფლების პოზიცია

LIVE - "საღამოს ნიუსრუმი" დღის მნიშვნელოვანი ამბებით