პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიზნესდაჯილდოება 2016": 523 ბიზნესს შორის გამარჯვებული 7 კომპანია და მოულოდნელი ჯილდო
"ბიზნესდაჯილდოება 2016": 523 ბიზნესს შორის გამარჯვებული 7 კომპანია და მოულოდნელი ჯილდო

"თი­ბი­სი ბან­კი­სა" და "ჯე­ო­სე­ლის" ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016", რო­მელ­შიც 523-მა კომ­პა­ნი­ამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი 17 ნო­ემ­ბერს, თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ "ქარ­ვას­ლა­ში" გა­მარ­თულ ფი­ნა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მოვ­ლინ­დნენ. ზო­გი­ერ­თი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლის­თვის გა­მარ­ჯვე­ბა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, ზოგი ფი­ნა­ლის­ტი კი მო­უთ­მენ­ლად ელო­და სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბას, რო­მე­ლიც მათ­თვის და­მა­ტე­ბი­თი სტი­მუ­ლი­სა და ენერ­გი­ის მო­ბი­ლი­ზე­ბის ერ­თგვა­რი გა­რან­ტი აღ­მოჩ­ნდა.

"ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016" მიმ­დი­ნა­რე წლის 20 ივ­ნისს და­ი­წყო და ის რამ­დე­ნი­მე ფა­ზის­გან შედ­გე­ბო­და. პირ­ველ ეტაპ­ზე კომ­პა­ნი­ე­ბი მათ­თვის სა­სურ­ველ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში და­რე­გის­ტრირ­დნენ. შემ­დეგ ეტაპ­ზე კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექ­სპერ­ტე­ბის­გან შემ­დგარ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­დე­ბი შე­ის­წავ­ლა და თი­თო­ე­ულ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში 3-3 ფი­ნა­ლის­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ნო­მი­ნა­ცი­ას: "ხალ­ხის რჩე­უ­ლი" გა­მარ­ჯვე­ბის მსურ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ონ­ლა­ინ ხმის მი­ცე­მის მა­რა­თონ­ში ჩა­ერ­თნენ. 1-დან 17 ნო­ემ­ბრის ჩათ­ვლით ნე­ბის­მი­ერ მო­ქა­ლა­ქეს შე­ეძ­ლო 24 სა­ათ­ში ერთხელ თა­ვი­სი ფა­ვო­რი­ტი კომ­პა­ნი­ის­თვის ხმა მი­ე­ცა.

"ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016" წლის ფი­ნა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი შემ­დეგ ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მო­ავ­ლინ­დნენ. "წლის ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სი", "წლის ინო­ვა­ცი­უ­რი ბიზ­ნე­სი", "წლის აგ­რო­ბიზ­ნე­სი", "წლის ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი", "წლის მცი­რე ბიზ­ნე­სი","წლის ბიზ­ნე­სი". ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ხალ­ხის რჩე­უ­ლი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ის კომ­პა­ნია და­სა­ხელ­და, რო­მელ­მაც ონ­ლა­ინ ხმის მი­ცე­მის პრინ­ცი­პით ყვე­ლა­ზე მეტი ხმა და­აგ­რო­ვა.

"წლის ტუ­რის­ტუ­ლი ბიზ­ნე­სის" ტი­ტუ­ლი რეს­ტო­რან­მა "ბარ­ბა­რეს­თან" მო­ი­პო­ვა. "წლის ინო­ვა­ცი­ურ ბიზ­ნე­სად" "ბი­ო­ქიმ­ფარ­მი" ( biochimpharm) და­სა­ხელ­და, "წლის აგ­რო­ბიზ­ნე­სის" ტი­ტუ­ლი წი­ლად კომ­პა­ნია "ბი-პი-სის" ( BPC) ხვდა, "წლის ქარ­თულ პრო­ექ­ტად" კომ­პა­ნია "ბა­და­გი" და­სა­ხელ­და, "წლის მცი­რე ბიზ­ნე­სად" - "ვაით სტუ­დიო" (WHITE studio), "წლის ბიზ­ნე­სის" ტი­ტუ­ლი ბა­ნაკ "ზე­თას" (Zeta Camping) ხვდა წი­ლად, ხოლო "ხალ­ხის რჩე­უ­ლი" კომ­პა­ნია "კინგსი სა­ქარ­თვე­ლო" (Kings Georgia) გახ­და. ამ უკა­ნას­კნელს, რო­მელ­მაც 16 555 ხმა მო­ი­პო­ვა, ძლი­ე­რი "პა­ექ­რო­ბა" გა­უ­წია გა­მომ­ცემ­ლო­ბამ "წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში", რო­მელ­საც 16 538 ხმით სულ ცოტა და­აკ­ლდა, რომ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ხალ­ხის რჩე­უ­ლი" გა­მარ­ჯვე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა.

სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა ჯილ­დო ბა­ნაკ "ზე­თას­თვის". რო­გორც "ზე­თას" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და ხელ­მძღვა­ნელ­მა ანა­ნო არა­ბულ­მა AMBEBI.GE - სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის ბიზ­ნე­სი" გა­მარ­ჯვე­ბა დიდი სი­ურპრი­ზი იყო:

"ისიც კი არ ვი­ცო­დი, ეს ნო­მი­ნა­ცია თუ არ­სე­ბობ­და. ეს ძა­ლი­ან დიდი სი­ურპრი­ზი იყო ჩემ­თვის. დღე­ვან­დე­ლი დღე მო­მა­ვალ­ში ჩვენს დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ისეთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მი­ვი­ღეთ ჯილ­დო, რო­მე­ლიც უზარ­მა­ზარ შრო­მას მო­ი­თხოვს. უფრო მა­გა­რი უნდა იყო, უკე­თე­სი უნდა გახ­დე. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თის, მი­თუ­მე­ტეს, დამ­წყე­ბი ბიზ­ნე­სის­თვის ეს უზარ­მა­ზა­რი მო­ტი­ვა­ცია იქ­ნე­ბა. უზარ­მა­ზა­რი შრო­მა ჩავ­დეთ, მაგ­რამ ასე თუ და­ფას­დე­ბო­და არ ვე­ლო­დით. მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. გარ­კვე­ულ­წი­ლად დღე­ვან­დე­ლი დღით იქ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი და უფრო მეტს ვიშ­რო­მებთ", - აღ­ნიშ­ნა ანა­ნო არა­ბულ­მა და დას­ძი­ნა, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ბიზ­ნეს­მა ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კონ­ტაქ­ტი, ინ­ფორ­მა­ცია თუ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პერ­სპექ­ტი­ვა მი­ი­ღო.

"ამ პრო­ექ­ტმა ბევ­რი ძა­ლი­ან სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტი შეგვძი­ნა, ბევ­რი ახა­ლი კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ, რომ­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც არ ვი­ცო­დით. მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­საც ვგეგ­მავთ, თუ ეს მათი სურ­ვი­ლიც იქ­ნე­ბა. მსგავ­სი ბიზ­ნე­სე­ბის­თვის უზარ­მა­ზა­რი დახ­მა­რე­ბაა, გა­იც­ნონ ერ­თმა­ნე­თი, გა­ეც­ნონ ქვე­ყა­ნას, მომ­ხმა­რე­ბელს... ჩემი აზ­რით, ეს პრო­ექ­ტი ყვე­ლას­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო იმი­ტომ, რომ დიდი სტი­მუ­ლი მის­ცა ყვე­ლას მეტი ეშ­რო­მათ, უფრო კარ­გე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ და თა­ვის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წარ­მა­ტე­ბის­თის მი­ეღ­წი­ათ", - აღ­ნიშ­ნა ანა­ნო არა­ბულ­მა.

ბა­ნაკ "ზე­თას"წარ­მო­მად­გენ­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ოპ­ტი­მის­ტუ­რი მო­ლო­დი­ნე­ბი ჰქონ­და რეს­ტორ­ნის "ბარ­ბა­რეს­თან" დი­რექ­ტორს, მა­რი­ამ ჯი­ბუტს:

"ში­ნა­გა­ნად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, რომ თუ ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­მარ­ჯვებ­დით, კარ­გი იქ­ნე­ბო­და. სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდე­ბო­დი ყო­ვე­ლი­ვე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ა­ლია ასე­თი შე­დე­გი იმ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, რაც ჩვენ ჩავ­დეთ რეს­ტო­რან­ში "ბარ­ბა­რეს­თან". რო­დე­საც ამ­დენს აკე­თებ და ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ხარ, შენი შრო­მა ფას­დე­ბა და შე­დეგ­ზე გა­დი­ხარ, ძა­ლან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ვი­ტყო­დი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია თა­ვად მო­ლო­დი­ნის რე­ჟი­მი. აჟი­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ვფიქ­რობ­დით, ვე­ლო­დით და დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რომ ჩვე­ნი შრო­მა და­ფას­და, მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას, რაც მეტი სტი­მუ­ლის მომ­ცე­მია, რათა ვი­ყოთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი, გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი გან­ხრით. რათა მეტი შრო­მა ჩავ­დოთ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, გა­ვა­ცო­ცხლოთ ახა­ლი იდე­ე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს გუნდს აქვს და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე მსოფ­ლი­ოს, სხვა თვა­ლით და­ვა­ნა­ხოთ რეს­ტო­რა­ნი "ბარ­ბა­რეს­თან" და ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რია. " - აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ჯი­ბუტ­მა.

ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს, რომ პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და - პრო­ექ­ტმა მთა­ვარ მი­ზანს მი­აღ­წია. რად­გან მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016" ქვე­ყა­ნა­ში ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რას და დამ­წყე­ბი მე­წარ­მე­ე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად, რათა მა­თაც გა­მო­ი­ყე­ნონ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყონ. რო­გორც თი­ბი­სის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016" - ის ფი­ნა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­და, ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­ბა­და:

"დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვე­ნი სა­ხით და­ი­ბა­და ბიზ­ნე­სის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი და ბიზ­ნე­სის ახა­ლი ტალ­ღა. ეს არის მე­სა­მე თა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სა, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც იდე­ი­დან ქმნი­ან სა­მუ­შაო ად­გი­ლებს; ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რო­მელბ­მაც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, პა­ტა­რა იქ­ნე­ბა ის თუ დიდი, არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, ეს ეტა­პი გა­ი­ა­რეს. დამ­კვიდ­რდნენ ბა­ზარ­ზე, შექ­მნეს სა­კუ­თა­რი გუნ­დი, შექ­მნეს ბა­ზა­რი, უზ­რუნ­ველ­ყვეს სა­ჭი­რო ფი­ნან­სი­რე­ბით და გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­დი­ან." - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ. მან წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ებს და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში ნდო­ბის ფაქ­ტო­რი იმ­დე­ნად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის, მხო­ლოდ ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა თუ პი­რის­პირ სა­უ­ბა­რი უკვე საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდე­ბა სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მა­ტე­ბით გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016" -ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას თი­ბი­სი ბან­კი და ჯე­ო­სე­ლი სა­კუ­თა­რი რე­სურ­სე­ბით ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ კომ­პა­ნი­ებს სხვადსხვა პიარ და მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. პრო­ექ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით "ბიზ­ნეს­და­ჯი­ლო­ე­ბის" შე­სა­ხებ მი­ლი­ონ­მა ადა­მი­ან­მა შე­ი­ტყო; ჰეშ­თე­გი "გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა 90 000 - მდე ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა, ხოლო მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში პრო­ექ­ტი­სა და მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ 200 - ზე მეტი სტა­ტია და რე­პორ­ტა­ჟი მომ­ზად­და.

თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში გა­მარ­თულ "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016" - ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი ქუმ­სიშ­ვი­ლი, მთავ­რო­ბი­სა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, "ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა 2016-ში" მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ბიზ­ნეს­და­ჯილ­დო­ე­ბა მო­მა­ვალ წელ­საც გა­ი­მარ­თე­ბა და მას ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე და­ე­მა­ტე­ბა.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ბიზნესდაჯილდოება 2016": 523 ბიზნესს შორის გამარჯვებული 7 კომპანია და მოულოდნელი ჯილდო

"ბიზნესდაჯილდოება 2016": 523 ბიზნესს შორის გამარჯვებული 7 კომპანია და მოულოდნელი ჯილდო

"თიბისი ბანკისა" და "ჯეოსელის" ერთობლივი პროექტი "ბიზნესდაჯილდოება 2016", რომელშიც 523-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წარმატებით დასრულდა. გამარჯვებულები 17 ნოემბერს, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში" გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. ზოგიერთი დაჯილდოებულისთვის გამარჯვება სრულიად მოულოდნელი იყო, ზოგი ფინალისტი კი მოუთმენლად ელოდა საბოლოო გამარჯვებას, რომელიც მათთვის დამატებითი სტიმულისა და ენერგიის მობილიზების ერთგვარი გარანტი აღმოჩნდა.

"ბიზნესდაჯილდოება 2016" მიმდინარე წლის 20 ივნისს დაიწყო და ის რამდენიმე ფაზისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე კომპანიები მათთვის სასურველ ნომინაციებში დარეგისტრირდნენ. შემდეგ ეტაპზე კვალიფიციური ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა კომისიამ განაცხადები შეისწავლა და თითოეულ ნომინაციაში 3-3 ფინალისტი გამოავლინა. რაც შეეხება ნომინაციას: "ხალხის რჩეული" გამარჯვების მსურველი კომპანიები ონლაინ ხმის მიცემის მარათონში ჩაერთნენ. 1-დან 17 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო 24 საათში ერთხელ თავისი ფავორიტი კომპანიისთვის ხმა მიეცა.

"ბიზნესდაჯილდოება 2016" წლის ფინალურ ღონისძიებაზე გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინდნენ. "წლის ტურისტული ბიზნესი", "წლის ინოვაციური ბიზნესი", "წლის აგრობიზნესი", "წლის ქართული პროდუქტი", "წლის მცირე ბიზნესი","წლის ბიზნესი". ნომინაციაში "ხალხის რჩეული" გამარჯვებულად ის კომპანია დასახელდა, რომელმაც ონლაინ ხმის მიცემის პრინციპით ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

"წლის ტურისტული ბიზნესის" ტიტული რესტორანმა "ბარბარესთან" მოიპოვა. "წლის ინოვაციურ ბიზნესად" "ბიოქიმფარმი" ( biochimpharm) დასახელდა, "წლის აგრობიზნესის" ტიტული წილად კომპანია "ბი-პი-სის" ( BPC) ხვდა, "წლის ქართულ პროექტად" კომპანია "ბადაგი" დასახელდა, "წლის მცირე ბიზნესად" - "ვაით სტუდიო" (WHITE studio), "წლის ბიზნესის" ტიტული ბანაკ "ზეთას" (Zeta Camping) ხვდა წილად, ხოლო "ხალხის რჩეული" კომპანია "კინგსი საქართველო" (Kings Georgia) გახდა. ამ უკანასკნელს, რომელმაც 16 555 ხმა მოიპოვა, ძლიერი "პაექრობა" გაუწია გამომცემლობამ "წიგნები ბათუმში", რომელსაც 16 538 ხმით სულ ცოტა დააკლდა, რომ ნომინაციაში "ხალხის რჩეული" გამარჯვება მოეპოვებინა.

სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა ჯილდო ბანაკ "ზეთასთვის". როგორც "ზეთას" დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანანო არაბულმა AMBEBI.GE - სთან საუბრისას აღნიშნა, ნომინაციაში "წლის ბიზნესი" გამარჯვება დიდი სიურპრიზი იყო:

"ისიც კი არ ვიცოდი, ეს ნომინაცია თუ არსებობდა. ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩემთვის. დღევანდელი დღე მომავალში ჩვენს დიდ პასუხისმგებლობას განაპირობებს. ისეთ ნომინაციაში მივიღეთ ჯილდო, რომელიც უზარმაზარ შრომას მოითხოვს. უფრო მაგარი უნდა იყო, უკეთესი უნდა გახდე. ჩვენი ქვეყნისთის, მითუმეტეს, დამწყები ბიზნესისთვის ეს უზარმაზარი მოტივაცია იქნება. უზარმაზარი შრომა ჩავდეთ, მაგრამ ასე თუ დაფასდებოდა არ ველოდით. მომავალი წარმატება, დარწმუნებული ვარ. გარკვეულწილად დღევანდელი დღით იქნება განსაზღვრული და უფრო მეტს ვიშრომებთ", - აღნიშნა ანანო არაბულმა და დასძინა, რომ პროექტის ფარგლებში ბიზნესმა ბევრი საინტერესო კონტაქტი, ინფორმაცია თუ თანამშრომლობის პერსპექტივა მიიღო.

"ამ პროექტმა ბევრი ძალიან საჭირო კონტაქტი შეგვძინა, ბევრი ახალი კომპანიის შესახებ გავიგეთ, რომლების შესახებაც არ ვიცოდით. მათთან თანამშრომლობასაც ვგეგმავთ, თუ ეს მათი სურვილიც იქნება. მსგავსი ბიზნესებისთვის უზარმაზარი დახმარებაა, გაიცნონ ერთმანეთი, გაეცნონ ქვეყანას, მომხმარებელს... ჩემი აზრით, ეს პროექტი ყველასთვის ძალიან წარმატებული იყო იმიტომ, რომ დიდი სტიმული მისცა ყველას მეტი ეშრომათ, უფრო კარგები ყოფილიყვნენ და თავის ნომინაციაში წარმატებისთის მიეღწიათ", - აღნიშნა ანანო არაბულმა.

ბანაკ "ზეთას"წარმომადგენლისგან განსხვავებით, ოპტიმისტური მოლოდინები ჰქონდა რესტორნის "ბარბარესთან" დირექტორს, მარიამ ჯიბუტს:

"შინაგანად დარწმუნებული ვიყავი და ვფიქრობდი, რომ თუ ღირსეულად გავიმარჯვებდით, კარგი იქნებოდა. სიხარულით შევხვდებოდი ყოველივე გადაწყვეტილებას, მაგრამ ძალიან დიდი სიხარუალია ასეთი შედეგი იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენ ჩავდეთ რესტორანში "ბარბარესთან". როდესაც ამდენს აკეთებ და ქვეყნის სამსახურში ხარ, შენი შრომა ფასდება და შედეგზე გადიხარ, ძალან სასიამოვნოა. ვიტყოდი, რომ საინტერესო პროცესია თავად მოლოდინის რეჟიმი. აჟიტირებულები ვიყავით, ვფიქრობდით, ველოდით და დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შრომა დაფასდა, მივაღწიეთ წარმატებას, რაც მეტი სტიმულის მომცემია, რათა ვიყოთ საქართველოს სავიზიტო ბარათი კულინარიული, გასტრონომიული განხრით. რათა მეტი შრომა ჩავდოთ განვითარებაში, გავაცოცხლოთ ახალი იდეები, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს და მთელ საქართველოს, ასევე მსოფლიოს, სხვა თვალით დავანახოთ რესტორანი "ბარბარესთან" და ქართული კულინარია. " - აღნიშნა მარიამ ჯიბუტმა.

ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება აღინიშნოს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა - პროექტმა მთავარ მიზანს მიაღწია. რადგან მისი ორგანიზატორების ინფორმაციით, "ბიზნესდაჯილდოება 2016" ქვეყანაში ბიზნესის კეთების პოპულარიზაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და დამწყები მეწარმეების წახალისებას ისახავს მიზნად, რათა მათაც გამოიყენონ ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები და საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ. როგორც თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ "ბიზნესდაჯილდოება 2016" - ის ფინალურ ღონისძიებაზე განაცხადა, ამ პროექტის საშუალებით საქართველოში ბიზნესმენების ახალი ტალღა დაიბადა:

"დღეს საქართველოში თქვენი სახით დაიბადა ბიზნესის ახალი სახეები და ბიზნესის ახალი ტალღა. ეს არის მესამე თაობა საქართველოს ბიზნესმენებისა, ადამიანებისა, რომლებიც იდეიდან ქმნიან სამუშაო ადგილებს; ადამიანებისა, რომელბმაც მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი კომპანიის განვითარება, პატარა იქნება ის თუ დიდი, არის ძალიან რთული, ეს ეტაპი გაიარეს. დამკვიდრდნენ ბაზარზე, შექმნეს საკუთარი გუნდი, შექმნეს ბაზარი, უზრუნველყვეს საჭირო ფინანსირებით და განვითარების ახალ ეტაპზე გადადიან." - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. მან წარმატება უსურვა პროექტის მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ სფეროში ნდობის ფაქტორი იმდენად მაღალი იქნება ადამიანებს შორის, მხოლოდ ხელის ჩამორთმევა თუ პირისპირ საუბარი უკვე საკმარისი აღმოჩნდება საერთო საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ "ბიზნესდაჯილდოება 2016" -ის მიმდინარეობისას თიბისი ბანკი და ჯეოსელი საკუთარი რესურსებით ეხმარებოდნენ კომპანიებს სხვადსხვა პიარ და მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში. პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, სოციალური ქსელის მეშვეობით "ბიზნესდაჯილოების" შესახებ მილიონმა ადამიანმა შეიტყო; ჰეშთეგი "გააზიარეწარმატება 90 000 - მდე ადამიანმა გააზიარა, ხოლო მედიასაშუალებებში პროექტისა და მონაწილეების შესახებ 200 - ზე მეტი სტატია და რეპორტაჟი მომზადდა.

თბილისის ისტორიის მუზეუმში გამართულ "ბიზნესდაჯილდოება 2016" - ის დაჯილდოების ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე, "ბიზნესდაჯილდოება 2016-ში" მონაწილე კომპანიები ესწრებოდნენ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ბიზნესდაჯილდოება მომავალ წელსაც გაიმართება და მას ბევრი საინტერესო სიახლე დაემატება.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი