პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა
ეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა

გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ახალ ხელ­მძღვა­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხვალ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ახალ ხელ­მძღვა­ნელ­თან, ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მამ­დეც ჰქონ­და გავ­ლი­ლი.

"ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია ას­რუ­ლებ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან, მო­ად­გი­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას და, ბუ­ნებ­რი­ვია, მე მას­თან ამ სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა. დღეს კი­დევ ერთხელ შევ­ხვდე­ბი მას და ხვალ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ახალ ხელ­მძღვა­ნელ­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს დღე­ვან­დე­ლი სხდო­მა სა­ინ­ტე­რე­სო და პრო­დუქ­ტი­უ­ლი იყო, რო­მელ­ზეც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღეს, მათ შო­რის სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო გაწ­ვე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა წარ­მო­ად­გი­ნა თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბო­და ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მზად­ყოფ­ნის არ­გუ­მენ­ტებს. ჩვენ მხა­რი და­ვუ­ჭი­რეთ სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვის გა­ნახ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ას. ამას­თან ერ­თად, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ახა­ლი ვერ­სია იმ დო­კუ­მენ­ტი­სა, რო­მელ­ზეც 2013 წლი­დან ვმუ­შა­ობ­დით და გლო­ბა­ლუ­რად, რო­გორ უნდა გა­და­წყდეს ქვეყ­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით გაწ­ვე­ვის სა­კი­თხი. გლო­ბა­ლუ­რად შე­ხე­დუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­დღაც დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა

ეროვნული უშიშროების საბჭომ საგაზაფხულო გაწვევის განახლებას მხარი დაუჭირა

გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან დაკავშირებით მას კონსულტაციები უშიშროების საბჭოს სხდომამდეც ჰქონდა გავლილი.

"ვლადიმერ ჩაჩიბაია ასრულებდა მნიშვნელოვან, მოადგილის მოვალეობას და, ბუნებრივია, მე მასთან ამ სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მქონია ურთიერთობა. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები მას და ხვალ იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკვე გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა საინტერესო და პროდუქტიული იყო, რომელზეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, მათ შორის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით.

"სამხედრო სავალდებულო გაწვევა მნიშვნელოვანი თემაა. თავდაცვის მინისტრმა წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელიც ეფუძნებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და შეიარაღებული ძალების მზადყოფნის არგუმენტებს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საგაზაფხულო გაწვევის განახლების პოზიციას. ამასთან ერთად, შემოთავაზებული იქნება რამდენიმე კვირაში ახალი ვერსია იმ დოკუმენტისა, რომელზეც 2013 წლიდან ვმუშაობდით და გლობალურად, როგორ უნდა გადაწყდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით გაწვევის საკითხი. გლობალურად შეხედულება იქნება ჩამოყალიბებული სადღაც დეკემბრის შუა რიცხვებში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."