დიზაინერი ზალიკო ბერგერი ჟურნალ "თბილისელებთან" საქართველოში ლგბტ პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საუბრობს. როგორც დიზაინერი აცხადებს, ბევრი ასეთი მეგობარი ჰყავს და მიაჩნია, რომ მათი უფლებები არ ირღვევა.
"მაგ საზოგადოების წარმომადგენლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. არ მიმაჩნია, რომ მათ ჩაგრავენ. ყველა ისტორია ინდივიდუალურია. არ მგონია, ვინმეს ვინმე მოეკლა იმის გამო, რომ "ლგბტ" წარმომადგენელია. მანდ ბევრად ჩახლართული თემებია. რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, უკვე ტვინი წაიღეს. გეგონება ქორწინების სახლთან რიგი დგას და ყვიროდნენ: არიქა ხელი მოგვაწერინეთო. ვინ მოაწერს საქართველოში ხელს? სულ არ მაინტერესებს, ვინ რას იზამს. ბევრი ქართველი ვაჟკაცი ჩასულა უცხოეთში და თავშესაფრის მიღების მიზნით, იქ მოუწერია ხელი მამაკაცთან. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ქართველებს ევროპაში ადგებათ ეგ საქმე", - აცხადებს ბერგერი.