პოლიტიკა
სამართალი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხიშნიკი" მძღოლები და კატასტროფული ვითარება საქართველოს გზებზე - როგორ ირღვევა მგზავრის და მძღოლის უფლებები
"ხიშნიკი" მძღოლები და კატასტროფული ვითარება საქართველოს გზებზე - როგორ ირღვევა მგზავრის და მძღოლის უფლებები

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს რომ დაც­ვა სჭირ­დე­ბა და არ უნდა და­ირ­ღვეს, ამა­ზე არა­ვინ კა­მა­თობს, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაა ისი­ნი და­ცუ­ლი, ეს ნამ­დვი­ლად სა­და­ვო სა­კი­თხია.

დღეს მძღო­ლებ­ზე მოგ­ვი­წევს სა­უ­ბა­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა, კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ ირ­ღვე­ვა მათი უფ­ლე­ბე­ბი?! ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფრიდ­რიხ ებერ­ტის ფონ­დის" მხარ­და­ჭე­რით კვლე­ვა ჩა­ტარ­და: ინ­ტე­რე­სის სფე­რო იყო სწო­რედ ის, რამ­დე­ნად და­ცუ­ლია მძღო­ლის უფ­ლე­ბე­ბი. მსგავ­სი კვლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც ამ­ბო­ბენ, არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. ეს სა­კი­თხი პირ­ვე­ლად ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ამ შე­ის­წავ­ლა...

AMBEBI.GE ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენტს - და­ვით მეს­ხიშ­ვილს ესა­უბ­რა:

- მძი­მე ეკო­ნო­მი­უ­რი პი­რო­ბე­ბის ფონ­ზე ბევ­რს სურს, გახ­დეს მძღო­ლი, მაგ­რამ მათ­გან ვინ არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი (ვგუ­ლის­ხმობ ადა­მი­ა­ნებს, რო­მე­ლე­ბიც ამ პრო­ფე­სი­ით ოჯახს არ­ჩე­ნენ) და ვინ მოყ­ვა­რუ­ლი, ამის გარ­ჩე­ვა ძა­ლი­ან ჭირს. ფაქ­ტი ის არის, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ცდი­ლობს, გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სე­ბი იშო­ვოს. მოკ­ლედ, გა­მოვ­კი­თხეთ კონ­კრე­ტუ­ლად და­საქ­მე­ბუ­ლი მძღო­ლე­ბი, რომ­ლებ­საც მგზავ­რე­ბი გა­დაჰ­ყავთ (მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ავ­ტო­ბუ­სე­ბის, მეტ­როს მე­მან­ქა­ნე­ე­ბი).

- კვლე­ვი­სას მთა­ვა­რი რა იყო?

- მა­გა­ლი­თად, შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა (კონ­ტრაქ­ტი): 2 ვერ­სია იყო, ერთი, რო­დე­საც მათ არ იცი­ან კონ­ტრაქ­ტის ში­ნა­არ­სი და დო­კუ­მენტზე ხელი ბრმად აქვთ მო­წე­რი­ლი, კომ­პა­ნია კი დი­დად არ ინ­ტე­რეს­დე­ბა, მათ კონ­ტრაქ­ტის ში­ნა­არ­სი გა­აც­ნოს;

მე­ო­რე - კონ­ტრაქ­ტის ში­ნა­არ­სი იცი­ან, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ხელი მო­ა­წე­რონ, რად­გა­ნაც სხვა სამ­სა­ხუ­რი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ეს პი­რო­ბე­ბი არის სრუ­ლი­ად კა­ბა­ლუ­რი. მა­გა­ლი­თის­თვის გე­ტყვით, - იყო გარ­კვე­უ­ლი ტაქ­სო­კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მძღო­ლებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩვე­ნია, აქ 4 წელი თუ იმ­სა­ხუ­რებ და ყო­ველ­დღე 50 ლარს შე­მო­ი­ტან, შემ­დეგ მან­ქა­ნას შენ­ზე გა­და­ვა­ფორ­მებთ. სწო­რედ ასეთ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა სამი წლის და 8 თვის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს. მძღო­ლებ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი ვერ მო­ი­გეს.

- ასეთ დროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვის ეკის­რე­ბა?

- ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი ხრი­კე­ბით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც მძღო­ლი გულ­დას­მით არ ეც­ნო­ბა და ხელს ისე აწერს. ამით კომ­პა­ნი­ე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ და მძღო­ლე­ბი ზა­რალ­დე­ბი­ან. კონ­ტრაქ­ტში მისი შემ­დგენ­ლე­ბი წე­რენ იმას, რაც მათ სურთ...

შემ­დე­გი სა­კი­თხი იყო, - თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი: მძღო­ლებს კომ­პა­ნი­ას­თან არ აქვთ და­ლა­გე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, აქვთ მუდ­მი­ვი შიში, რომ შე­სა­ტან თან­ხას გა­უზ­რდი­ან. რის ფონ­ზეც არ­სე­ბობს რის­კი, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბა ქა­ლაქ­ში გაძ­ვირ­დეს. ამას­თან, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ასაკ­მაც მო­ი­მა­ტა, უფრო ხში­რად სჭირ­დე­ბათ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რის ხარ­ჯებ­საც თა­ვად მძღო­ლი სწევს. რაც უფრო ძვე­ლია მან­ქა­ნა, უფრო ხში­რად უწევს თან­ხის გა­დახ­და, რად­გან სა­რე­მონ­ტო და შე­სა­კე­თე­ბე­ლია. ამი­ტომ მძღო­ლე­ბი თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის შემ­თხვე­ვა­ში დიდი წნე­ხის ქვეშ არი­ან, მათ შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­დღი­უ­რად უმ­ცირ­დე­ბათ.

- ალ­ბათ ამი­ტო­მაც არის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში ის ქა­ო­სი და გა­უ­გებ­რო­ბა, რა­ზეც მგზავ­რე­ბი მუდ­მი­ვად წუ­წუ­ნე­ბენ.

- მოხ­და ასე­თი რამ: 101 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლებ­მა მან­ქა­ნე­ბი თვით­ნე­ბუ­რად გაზ­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს, რაც ფეთ­ქე­ბადსა­ში­შია და კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლი; ამას­თან, არის გა­წე­ლი­ლი რე­ი­სე­ბი, რო­მე­ლიც მთელ ქა­ლაქს წრეს არ­ტყამს, რი­თაც მგზავ­რე­ბის ზე­ნორ­მი­რე­ბუ­ლი გა­დაყ­ვა­ნა ხდე­ბა (რომ მძღოლს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თან­ხა დარ­ჩეს), რად­გა­ნაც მის­მა ხარ­ჯმა მო­ი­მა­ტა...

- 101 სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სის მძღო­ლე­ბის თვით­ნე­ბო­ბას რა მოჰ­ყვა?

- თბი­ლი­სის მე­რი­ამ ისი­ნი და­ა­ჯა­რი­მა, მაგ­რამ ეს სი­ტუ­ა­ცი­ას არ ას­წო­რებს... მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში ნას­ვამ მგზავ­რებ­თან ხში­რად იქ­მნე­ბა კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია, - ამ თე­მა­ზე მძღო­ლე­ბი მწვა­ვედ სა­უბ­რო­ბენ...

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­კი­თხიც - სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო ტრან­სპორ­ტში სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა. მა­გა­ლი­თად, თუ მან­ქა­ნა თბი­ლი­სი­დან ქუ­თა­ის­ში მი­დის, იქ ისე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა, რომ მძღო­ლის უფ­ლე­ბებ­ზე სა­ერ­თოდ არ არის ლა­პა­რა­კი, - მას სად­გუ­რებ­ზე მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ოთა­ხი სჭირ­დე­ბა, საშ­ხა­პე, რომ მო­წეს­რიგ­დეს, სას­მე­ლი წყა­ლი, ავ­ტო­ბუ­სიც უნდა გა­ი­რე­ცხოს, - თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნით უნდა იყოს და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი დარ­ღვე­უ­ლია...

- რა ვი­თა­რე­ბაა უშუ­ა­ლოდ სად­გუ­რებ­ზე?

- იქ ორი პრობ­ლე­მა გა­მო­იკ­ვე­თა: ერთი, ვინც კა­ნონ­ში არის მოქ­ცე­უ­ლი, იმ მძღო­ლებს არ აქვთ დას­ვე­ნე­ბის, შხა­პის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იქ სას­მე­ლი წყა­ლიც არ არ­სე­ბობს და მე­ო­რე, ამის ფონ­ზე ვი­ღებთ ე.წ. "ხიშ­ნიკ" (მტა­ცე­ბელ) მძღო­ლებს, როცა ერთი ნა­წი­ლი მე­ო­რე ნა­წი­ლის უფ­ლე­ბებს არ­ღვევს...

- ვინ არი­ან ეს მტა­ცე­ბე­ლი მძღო­ლე­ბი?

- ისი­ნი, რომ­ლებ­საც "ბე" კა­ტე­გო­რი­ის მარ­თვის მოწ­მო­ბით (ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მარ­თვის მოწ­მო­ბა) გა­დაჰ­ყავთ მგზავ­რე­ბი ისე, რომ მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნის არა­ნა­ი­რი უნარ-ჩვე­ვა არ აქვთ. არა­და, ეკ­რძა­ლე­ბათ 8 და მეტი მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა, მაგ­რამ ამას კლი­ენ­ტე­ბის აყ­ვა­ნის მიზ­ნით აკე­თე­ბენ ("დე" კა­ტე­გო­რია უნდა ჰქონ­დეთ), ხდე­ბა გზა­ზე გა­დას­წრე­ბა, რა­საც იმ სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვამ­დე მივ­ყა­ვართ, საგ­ზაო უსაფრ­თხო­ე­ბა რომ ჰქვია. მოკ­ლედ, მგზავ­რებს იტა­ცე­ბენ, რაც გზებ­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ებს ქმნის.

მა­გა­ლი­თად, თუ სად­გუ­რი­დან ასე თუ ისე მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სი გა­ვი­და და ეს ე.წ. მტა­ცე­ბელ­მა ეს გა­ი­გო, რო­მელ­საც არ აქვს გავ­ლი­ლი ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, არ ვი­ცით ვინ არის და აქვს თუ არა შე­სა­ბა­მი­სი მარ­თვის მოწ­მო­ბა. ვი­მე­ო­რებ, ეს საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა სად­გუ­რებს, იქ ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას უნდა გა­დი­ოდ­ნენ, მაგ­რამ გა­დი­ან ფორ­მა­ლუ­რად, უფრო სწო­რად, ამას აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ სა­ბუ­თი მო­ი­პო­ვონ. არა­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­გის­ტრალ­ზე რამ­დე­ნი მან­ქა­ნა გვი­ნა­ხავს, რო­მელ­ზეც გვით­ქვამს, ამას რა უნდა გზა­ზე?!

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას 110 000 სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, მაგ­რამ ამ მას მხო­ლოდ 30.000 გა­დის. ეს ნიშ­ნავს იმას, რომ ამ პრო­ცე­დუ­რის გავ­ლის გა­რე­შე, გზა­ზე არის უამ­რა­ვი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­თაც მგზავ­რე­ბი გა­დაჰ­ყავს...

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ცე­მა შე­გიძ­ლი­ათ?

- იმის­თვის, რომ უკა­ნო­ნო ავ­ტო­სად­გუ­რე­ბი აღიკ­ვე­თოს, მივ­მარ­თეთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს აქვს ბერ­კე­ტე­ბი, შე­ის­წავ­ლოს, - სად არის ეს უკა­ნო­ნო სად­გუ­რე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­ა­წო­დოს. შსს-ს ვთხო­ვეთ, ე.წ. მტა­ცებ­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა აღიკ­ვე­თოს, რად­გა­ნაც გზებ­ზე სი­ცო­ცხლის საფრ­თხეს ქმნი­ან. ისი­ნი მგზავ­რთა არას­წორ გა­დაყ­ვა­ნას ახ­დე­ნენ თუნ­დაც მა­შინ, რო­დე­საც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ში 12 ად­გი­ლია და სა­ლონ­ში 24 მგზავ­რი ზის. ვი­მე­ო­რებ, ეს ყვე­ლას უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტის დარ­ღვე­ვაა...

- ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მი­მართ კი­დევ რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გაქვთ?

- სად­გუ­რებ­ზე მო­ი­თხო­ვოს სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა, ამის­თვის შე­იქ­მნას მძღო­ლის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, - შხა­პი, სას­მე­ლი წყა­ლი... რე­ა­ლუ­რად ჩა­ტარ­დეს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ბი; მო­ვუ­წო­დეთ, რომ რე­ი­სის წინ მძღო­ლე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა (რაც კა­ნო­ნით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი) რე­ა­ლუ­რად ამოქ­მედ­დეს, - მას ახლა ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს. ხაზ­ზე არ უნდა გა­ვიდ­ნენ ნა­ბა­ხუ­სე­ვი და ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბი, - ესეც რომ არ იყოს, მათი წნე­ვის კონ­ტრო­ლი უნდა მოხ­დეს, შე­იძ­ლე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მაც ჰქონ­დეთ...

ამ­რი­გად, ეკო­ნო­მი­კის სა­მინ­ტრომ ეს სა­კი­თხე­ბი უნდა დახ­ვე­წოს და ასე­ვე შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­დი­რექ­ტი­ვა, ეს ჩამ­წერ-მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის მო­წყო­ბა­საც ეხე­ბა. მო­წყო­ბი­ლო­ბა ავ­ტო­მო­ბილ­ში მაგრდე­ბა, რი­თაც იმის აღ­ნუს­ხვა ხდე­ბა, მძღოლ­მა რამ­დე­ნი ხანი და­ის­ვე­ნა, რა სიჩ­ქა­რით იარა. დიახ, აქ მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი.

ასე­ვე ყუ­რადსა­ღე­ბია ისიც, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის დიდი ნა­წი­ლი სატ­ვირ­თოა, რომ­ლე­ბიც სამ­გზავ­როდ არის გა­და­კე­თე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც სატ­ვირ­თოს შე­ძე­ნა იაფი ჯდე­ბა. ისე რომ, ზო­გი­ერთს ფან­ჯრე­ბიც კი არ აქვს, დარ­ღვე­უ­ლია სა­ვარ­ძლე­ბი­სა და სა­ლო­ნის მო­წყო­ბის სტან­დარ­ტი და ა.შ.

თბი­ლი­სის მე­რი­ის­გან ასე­ვე მო­ვი­თხო­ვეთ: იქ, სა­დაც მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ბოლო გა­ჩე­რე­ბე­ბია, სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი გა­კეთ­დეს, რად­გა­ნაც არ­სად ეს არ არის და მძღო­ლებს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას უწევთ...

სა­ბო­ლო­ოდ კი, მთავ­რო­ბას მივ­მარ­თავთ, - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში გა­ნი­სა­ზღვროს ტრან­სპორტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ერთი უწყე­ბა, რად­გა­ნაც დღეს ტრან­სპორტზე მუ­შა­ობს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

"ხიშნიკი" მძღოლები და კატასტროფული ვითარება საქართველოს გზებზე - როგორ ირღვევა მგზავრის და მძღოლის უფლებები

"ხიშნიკი" მძღოლები და კატასტროფული ვითარება საქართველოს გზებზე - როგორ ირღვევა მგზავრის და მძღოლის უფლებები

ადამიანის უფლებებს რომ დაცვა სჭირდება და არ უნდა დაირღვეს, ამაზე არავინ კამათობს, მაგრამ რამდენადაა ისინი დაცული, ეს ნამდვილად სადავო საკითხია.

დღეს მძღოლებზე მოგვიწევს საუბარი. საინტერესოა, კონკრეტულად, როგორ ირღვევა მათი უფლებები?! ამასთან დაკავშირებით "ფრიდრიხ ებერტის ფონდის" მხარდაჭერით კვლევა ჩატარდა: ინტერესის სფერო იყო სწორედ ის, რამდენად დაცულია მძღოლის უფლებები. მსგავსი კვლევა საქართველოში, როგორც ამბობენ, არასდროს განხორციელებულა. ეს საკითხი პირველად ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ შეისწავლა...

AMBEBI.GE ასოციაციის პრეზიდენტს - დავით მესხიშვილს ესაუბრა:

- მძიმე ეკონომიური პირობების ფონზე ბევრს სურს, გახდეს მძღოლი, მაგრამ მათგან ვინ არის პროფესიონალი (ვგულისხმობ ადამიანებს, რომელებიც ამ პროფესიით ოჯახს არჩენენ) და ვინ მოყვარული, ამის გარჩევა ძალიან ჭირს. ფაქტი ის არის, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა ცდილობს, გარკვეული ფინანსები იშოვოს. მოკლედ, გამოვკითხეთ კონკრეტულად დასაქმებული მძღოლები, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ (მიკროავტობუსების, ავტობუსების, მეტროს მემანქანეები).

- კვლევისას მთავარი რა იყო?

- მაგალითად, შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი): 2 ვერსია იყო, ერთი, როდესაც მათ არ იციან კონტრაქტის შინაარსი და დოკუმენტზე ხელი ბრმად აქვთ მოწერილი, კომპანია კი დიდად არ ინტერესდება, მათ კონტრაქტის შინაარსი გააცნოს;

მეორე - კონტრაქტის შინაარსი იციან, მაგრამ იძულებულები არიან, ხელი მოაწერონ, რადგანაც სხვა სამსახური არ არსებობს, თუმცა ეს პირობები არის სრულიად კაბალური. მაგალითისთვის გეტყვით, - იყო გარკვეული ტაქსოკომპანიები, რომლებიც მძღოლებს ეუბნებოდნენ, რომ ავტომობილი ჩვენია, აქ 4 წელი თუ იმსახურებ და ყოველდღე 50 ლარს შემოიტან, შემდეგ მანქანას შენზე გადავაფორმებთ. სწორედ ასეთმა კომპანიებმა სამი წლის და 8 თვის შემდეგ ადამიანები სამსახურიდან გაუშვეს. მძღოლებმა სასამართლო პროცესი ვერ მოიგეს.

- ასეთ დროს პასუხისმგებლობა ვის ეკისრება?

- ხელშეკრულება გარკვეული ხრიკებით არის მომზადებული, რომელსაც მძღოლი გულდასმით არ ეცნობა და ხელს ისე აწერს. ამით კომპანიები სარგებლობენ და მძღოლები ზარალდებიან. კონტრაქტში მისი შემდგენლები წერენ იმას, რაც მათ სურთ...

შემდეგი საკითხი იყო, - თბილისის მიკროავტობუსები: მძღოლებს კომპანიასთან არ აქვთ დალაგებული ურთიერთობა და შესაბამისად, აქვთ მუდმივი შიში, რომ შესატან თანხას გაუზრდიან. რის ფონზეც არსებობს რისკი, რომ მიკროავტობუსით მგზავრობა ქალაქში გაძვირდეს. ამასთან, მიკროავტობუსების ასაკმაც მოიმატა, უფრო ხშირად სჭირდებათ სარემონტო სამუშაოები, რის ხარჯებსაც თავად მძღოლი სწევს. რაც უფრო ძველია მანქანა, უფრო ხშირად უწევს თანხის გადახდა, რადგან სარემონტო და შესაკეთებელია. ამიტომ მძღოლები თბილისის მიკროავტობუსის შემთხვევაში დიდი წნეხის ქვეშ არიან, მათ შემოსავალი ყოველდღიურად უმცირდებათ.

- ალბათ ამიტომაც არის მიკროავტობუსებში ის ქაოსი და გაუგებრობა, რაზეც მგზავრები მუდმივად წუწუნებენ.

- მოხდა ასეთი რამ: 101 მიკროავტობუსის მძღოლებმა მანქანები თვითნებურად გაზზე გადაიყვანეს, რაც ფეთქებადსაშიშია და კატეგორიულად დაუშვებელი; ამასთან, არის გაწელილი რეისები, რომელიც მთელ ქალაქს წრეს არტყამს, რითაც მგზავრების ზენორმირებული გადაყვანა ხდება (რომ მძღოლს რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩეს), რადგანაც მისმა ხარჯმა მოიმატა...

- 101 სამარშრუტო ტაქსის მძღოლების თვითნებობას რა მოჰყვა?

- თბილისის მერიამ ისინი დააჯარიმა, მაგრამ ეს სიტუაციას არ ასწორებს... მიკროავტობუსებში ნასვამ მგზავრებთან ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაცია, - ამ თემაზე მძღოლები მწვავედ საუბრობენ...

აღსანიშნავია საკითხიც - საქალაქთაშორისო ტრანსპორტში სრული კატასტროფაა. მაგალითად, თუ მანქანა თბილისიდან ქუთაისში მიდის, იქ ისეთი სიტუაციაა, რომ მძღოლის უფლებებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი, - მას სადგურებზე მოსასვენებელი ოთახი სჭირდება, საშხაპე, რომ მოწესრიგდეს, სასმელი წყალი, ავტობუსიც უნდა გაირეცხოს, - თან, ეს ყველაფერი კანონით უნდა იყოს დარეგულირებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტი დარღვეულია...

- რა ვითარებაა უშუალოდ სადგურებზე?

- იქ ორი პრობლემა გამოიკვეთა: ერთი, ვინც კანონში არის მოქცეული, იმ მძღოლებს არ აქვთ დასვენების, შხაპის მიღების საშუალება, წარმოიდგინეთ, იქ სასმელი წყალიც არ არსებობს და მეორე, ამის ფონზე ვიღებთ ე.წ. "ხიშნიკ" (მტაცებელ) მძღოლებს, როცა ერთი ნაწილი მეორე ნაწილის უფლებებს არღვევს...

- ვინ არიან ეს მტაცებელი მძღოლები?

- ისინი, რომლებსაც "ბე" კატეგორიის მართვის მოწმობით (ჩვეულებრივი მართვის მოწმობა) გადაჰყავთ მგზავრები ისე, რომ მგზავრის გადაყვანის არანაირი უნარ-ჩვევა არ აქვთ. არადა, ეკრძალებათ 8 და მეტი მგზავრის გადაყვანა, მაგრამ ამას კლიენტების აყვანის მიზნით აკეთებენ ("დე" კატეგორია უნდა ჰქონდეთ), ხდება გზაზე გადასწრება, რასაც იმ სტანდარტების დარღვევამდე მივყავართ, საგზაო უსაფრთხოება რომ ჰქვია. მოკლედ, მგზავრებს იტაცებენ, რაც გზებზე კატასტროფულად მძიმე სიტუაციებს ქმნის.

მაგალითად, თუ სადგურიდან ასე თუ ისე მოწესრიგებული ავტობუსი გავიდა და ეს ე.წ. მტაცებელმა ეს გაიგო, რომელსაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, არ ვიცით ვინ არის და აქვს თუ არა შესაბამისი მართვის მოწმობა. ვიმეორებ, ეს საფრთხის შემცველია.

რაც შეეხება სადგურებს, იქ ტექდათვალიერებას უნდა გადიოდნენ, მაგრამ გადიან ფორმალურად, უფრო სწორად, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ საბუთი მოიპოვონ. არადა, სინამდვილეში მაგისტრალზე რამდენი მანქანა გვინახავს, რომელზეც გვითქვამს, ამას რა უნდა გზაზე?!

დღეს საქართველოში ტექდათვალიერებას 110 000 სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება, მაგრამ ამ მას მხოლოდ 30.000 გადის. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცედურის გავლის გარეშე, გზაზე არის უამრავი სატრანსპორტო საშუალება, რომელთაც მგზავრები გადაჰყავს...

- ამ ყველაფრის ფონზე, რა რეკომენდაციების გაცემა შეგიძლიათ?

- იმისთვის, რომ უკანონო ავტოსადგურები აღიკვეთოს, მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეკონომიკის სამინისტროს აქვს ბერკეტები, შეისწავლოს, - სად არის ეს უკანონო სადგურები და ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდოს. შსს-ს ვთხოვეთ, ე.წ. მტაცებლების გადაადგილება აღიკვეთოს, რადგანაც გზებზე სიცოცხლის საფრთხეს ქმნიან. ისინი მგზავრთა არასწორ გადაყვანას ახდენენ თუნდაც მაშინ, როდესაც სატრანსპორტო საშუალებაში 12 ადგილია და სალონში 24 მგზავრი ზის. ვიმეორებ, ეს ყველას უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევაა...

- ეკონომიკის სამინისტროს მიმართ კიდევ რა რეკომენდაციები გაქვთ?

- სადგურებზე მოითხოვოს სტანდარტების დაცვა, ამისთვის შეიქმნას მძღოლის მოსასვენებელი პირობები, - შხაპი, სასმელი წყალი... რეალურად ჩატარდეს ტექდათვალიერებები; მოვუწოდეთ, რომ რეისის წინ მძღოლების სამედიცინო შემოწმება (რაც კანონით არის გათვალისწინებული) რეალურად ამოქმედდეს, - მას ახლა ფორმალური ხასიათი აქვს. ხაზზე არ უნდა გავიდნენ ნაბახუსევი და ნასვამი მძღოლები, - ესეც რომ არ იყოს, მათი წნევის კონტროლი უნდა მოხდეს, შეიძლება მხედველობის პრობლემაც ჰქონდეთ...

ამრიგად, ეკონომიკის სამინტრომ ეს საკითხები უნდა დახვეწოს და ასევე შეასრულოს ევროდირექტივა, ეს ჩამწერ-მაკონტროლებელი სისტემის მოწყობასაც ეხება. მოწყობილობა ავტომობილში მაგრდება, რითაც იმის აღნუსხვა ხდება, მძღოლმა რამდენი ხანი დაისვენა, რა სიჩქარით იარა. დიახ, აქ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი.

ასევე ყურადსაღებია ისიც, რომ მიკროავტობუსების დიდი ნაწილი სატვირთოა, რომლებიც სამგზავროდ არის გადაკეთებული, რადგანაც სატვირთოს შეძენა იაფი ჯდება. ისე რომ, ზოგიერთს ფანჯრებიც კი არ აქვს, დარღვეულია სავარძლებისა და სალონის მოწყობის სტანდარტი და ა.შ.

თბილისის მერიისგან ასევე მოვითხოვეთ: იქ, სადაც მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებებია, სველი წერტილები გაკეთდეს, რადგანაც არსად ეს არ არის და მძღოლებს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სხვადასხვა ადგილას უწევთ...

საბოლოოდ კი, მთავრობას მივმართავთ, - საქართველოს ხელისუფლებაში განისაზღვროს ტრანსპორტზე პასუხისმგებელი ერთი უწყება, რადგანაც დღეს ტრანსპორტზე მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სამინისტროები და მუნიციპალიტეტი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი