პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოფიცერი ქალის დღიური ავღანეთიდან: "ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ გაგახარებ-მეთქი..."
ოფიცერი ქალის დღიური ავღანეთიდან: "ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ გაგახარებ-მეთქი..."

(იბეჭ­დე­ბა მცი­რე­დი ცვლი­ლე­ბე­ბით)

სოფო სოფ­რო­მა­ძე, სამ­ხედ­რო ექი­მი, ოფი­ცე­რი:

"ავ­ღა­ნეთ­ში წა­სას­ვლე­ლად ვემ­ზა­დე­ბით. გერ­მა­ნი­ა­ში მივ­დი­ვართ სწავ­ლე­ბებ­ზე. რე­ინ­ჯერ­თა ბა­ტა­ლი­ო­ნი თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ვართ... ხუმ­რო­ბის თავი ყო­ველ­თვის გვაქვს... ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ყვე­ლა­ნი მზად ვართ, ვი­ცით, ურ­თუ­ლე­სი სწავ­ლე­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა, - რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ა­რეთ, იქ ერთ თვე­ში უნდა გა­ვი­ა­როთ, ანუ იმ 5 თვის გა­აზ­რე­ბა უნდა მოხ­დეს. ეს ავ­ღა­ნეთ­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის იმი­ტა­ცია იქ­ნე­ბა. თა­ვად ამე­რი­კე­ლე­ბი შეგ­ვა­ფა­სე­ბენ. ნი­ურ­ბერ­გში მივ­დი­ვართ - ჰო­ჰენ­ფელ­სის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე. შე­იძ­ლე­ბა, ვი­ღა­ცამ რა­ღაც ვერ გა­ა­კე­თოს და ავ­ღა­ნეთ­ში ვერ წა­ვი­დეს... გზა­ში ყო­ჩა­ღად ვართ. ვი­ცით, რომ ამ სწავ­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლა­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი... არ მინ­და რამე შე­მე­შა­ლოს. ჩემს თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ... ასე მგო­ნია, ამით ჩემს ძმას ვა­წყე­ნი­ნებ, რომ­ლის გა­მოც ჩა­ვიც­ვი ფორ­მა. წა­მოს­ვლამ­დე, მასა და მის თა­ნე­მობ­რძო­ლებ­თან ერ­თად, მუ­ხათ­გვერ­დში ავე­დი და შევ­პირ­დი, რომ ყვე­ლა­ფერს გმი­რუ­ლად ავი­ტან­დი... სა­საფ­ლა­ო­ზე სი­ჩუ­მე იყო. ამ დროს ბო­ლომ­დე ვიც­ლე­ბი ტი­რი­ლით და მას­თან სა­უბ­რით... შემ­დეგ კი, ვმშვიდ­დე­ბი. როცა მას­თან ახ­ლოს ვარ, მშვი­დად ვარ, - მისი საფ­ლა­ვის ქვა­ზე მიყრდნო­ბი­ლი ვგრძნობ რო­გორ მე­სა­უბ­რე­ბა...

ჩემი ძმა, შმა­გი სოფ­რო­მა­ძე I-ლი ქვე­ი­თი ბრი­გა­დის სა­ტან­კო ბა­ტა­ლი­ონ­ში მსა­ხუ­რობ­და. 25 წლის იყო. ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რის ექ­ვსი წელი უს­რულ­დე­ბო­და. 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომში და­ი­ღუ­პა. 8 აგ­ვის­ტოს გა­უ­ჩი­ნარ­და. გა­ვი­გეთ, რომ ტყვედ ჩა­ვარ­და. ვი­ცით, რომ არ იცეკ­ვა ქარ­თულ დრო­შა­ზე. ხე­ლებ­ზე შე­ა­ტყვეს, რომ ტან­კის­ტი იყო და დახ­ვრი­ტეს... ისიც ვი­ცით, რომ ტყვე­ო­ბა­ში 7 ბიჭი იყო. მათ­გან ექ­ვსი დაბ­რუნ­და, ჩემი ძმა - ვერა... ვა­მა­ყობ, რომ ასე­თი ძმა მყავ­და. ვიცი, რომ ჩემი ძმა სამ­შვი­დო­ბოს იყო გა­მო­სუ­ლი, ტან­კი გა­უ­ფუჭ­და და დაჭ­რი­ლე­ბი გა­მოჰ­ყავ­და. თა­ვი­სი დაჭ­რი­ლი მე­თა­უ­რიც მან გა­მო­იყ­ვა­ნა და ის იხ­სე­ნებ­და: ია­რა­ღი მო­უხ­სნია, რამ­დე­ნი­მე წამი მდგა­რა და­ჩო­ქი­ლი, მერე ისევ აუს­ხამს ია­რა­ღი, უთ­ქვამს, უკან უნდა დავ­ბრუნ­დე, კი­დევ იქ­ნე­ბი­ან იქ დაჭ­რი­ლი ბი­ჭე­ბიო და გაქ­ცე­უ­ლა... მის გამო, მზად ვარ სი­გი­ჟე­ე­ბი ვა­კე­თო. სი­გი­ჟეა, აბა რა, ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, ჯერ გერ­მა­ნი­ა­ში, შემ­დეგ კი, ავ­ღა­ნეთ­ში ვა­პი­რებ წას­ვლას. ჩემი შვი­ლი არას­დროს და­მი­ტო­ვე­ბია, მისი ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბი გულ­ზე ლო­დი­ვით მა­წევს...

...ისევ რე­ა­ლო­ბას ვუბ­რუნ­დე­ბი. მი­სი­ა­ში, სხვა­ნა­ი­რი გან­წყო­ბა აქვს სამ­ხედ­როს. ერთი ჯგუ­ფი ვართ. ეს რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი შეგ­რძნე­ბაა. საკ­ვე­ბი შე­მოგ­ვი­ტა­ნეს. ზოგ­მა ვერ გა­ი­გო, რა იყო და რო­გორ უნდა მი­ერ­თვა და ამა­ზე ძა­ლი­ან ვი­ხა­ლი­სეთ... გზა­ში ყვე­ლა­ნი ოჯა­ხებ­ზე, შვი­ლებ­ზე, მე­უღ­ლე­ებ­ზე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზე, ზო­გა­დად, სა­სი­ა­მოვ­ნო თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ. ცოტა ხანს ჩამ­თვლი­მა. ჩემი შვი­ლი მე­სიზ­მრა... თით­ქოს მის გვერ­დით გა­მეღ­ვი­ძა. ეტყო­ბა, ჩამ­ყვა, რომ დიდ­ხანს ვერ ვნა­ხავ­დი.

ყო­ველ­თვის მინ­და, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვად გა­ვუ­კე­თო. მე­სიზ­მრა, - მე ჩა­ვუ­ლა­გე ჩან­თა, ჩა­ვაც­ვი, დავ­ვარ­ცხნე... ოღონდ სამ­ხედ­რო ფორ­მა ჩა­ვაც­ვი. მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც სულ ასეთ ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობ. ჰოდა, ასე ჯა­რის­კა­ცი­ვით ჩაც­მუ­ლი წა­ვი­და სკო­ლა­ში. შემ­დეგ, მშობ­ლებ­საც მო­ვე­ფე­რე. დე­და­ჩე­მი სულ ტი­რო­და და სიზ­მარ­შიც ასე ვნა­ხე... რაც ჩემი ძმა აღარ გვყავს, დედა ხში­რად ტი­რის. შვილს მარ­ტო ვზრდი და ბევ­რი პრობ­ლე­მაც მაქვს, მაგ­რამ მა­ინც მი­მაჩ­ნია, რომ მთა­ვა­რი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბაა. არა­ფერ­ზე ვწუ­წუ­ნებ...

სა­დღაც 4 სა­ათ­ში, უკვე გერ­მა­ნი­ა­ში ვი­ყა­ვით. ად­რე­ნა­ლინ­მა იმა­ტა. აე­რო­პორ­ტი­დან ბა­ზა­ზე ავ­ტო­ბუ­სით გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. ყვე­ლა­ფერს გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი... ბაზა დაგ­ვათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს და ყვე­ლა­ფე­რი აგ­ვიხ­სნეს, - ჩვე­ნი ოთა­ხი, სა­სა­დი­ლო, საშ­ხა­პე გვა­ნა­ხეს. ყვე­ლა­ფე­რი ძალ­ზე კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია. გვი­თხრეს, რომ აქ ორი დღე უნდა დავ­რჩეთ. ლექ­ცი­ე­ბი უნდა ჩაგ­ვი­ტა­რონ, - რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ...

ამის შემ­დეგ, ძი­რი­თად ბა­ზა­ზე გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს. მე სამ­ხედ­რო ექი­მი ვარ, მაგ­რამ წი­ნას­წარ არ ვიცი, რისი გა­კე­თე­ბა მო­მი­წევს. ყვე­ლა წუთს და წამს ისი­ნი გეგ­მა­ვენ. ჩვენ კი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბის უშეც­დო­მოდ შეს­რუ­ლე­ბა გვე­ვა­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, დამ­ქან­ცვე­ლი სწავ­ლე­ბე­ბის შემ­დეგ, და­სა­ძი­ნებ­ლად დავ­წვეთ და სწო­რედ ამ დროს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ თავ­დას­ხმა - ჩვენ კი, ზუს­ტად ისე უნდა მო­ვიქ­ცეთ, რო­გორც რე­ა­ლო­ბა­ში. ღა­მით ბევ­რად რთუ­ლია ამის გა­კე­თე­ბა. მხო­ლოდ შენს თავ­ზე კი არა, სხვის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც აგებ პა­სუხს. შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა...

უცებ კონ­ვო­ირ­ში გა­მო­მი­ძა­ხეს, - რაც ბა­ზი­დან სხვა ბა­ზა­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას ნიშ­ნავს. სრუ­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა უნდა გქონ­დეს თან. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ზურგჩან­თა, რო­მელ­შიც სრუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი უნდა გე­დოს, მათ შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო ჩან­და, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი ისე უნდა ეწყოს, წა­მებ­ში რომ იპო­ვო. მა­გა­ლი­თად, მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. ლახ­ტი, მკლავ­ში მაქვს და­მაგ­რე­ბუ­ლი. დაჭ­რი­ლის­თვის, პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბა სის­ხლდე­ნის შე­ჩე­რე­ბაა და ამ დროს ყვე­ლა წამი ძვირ­ფა­სია... ერთი სი­ტყვით, წა­ვე­დით კონ­ვო­ირ­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბი­ჭე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა უნდა გვეს­წავ­ლე­ბი­ნა, რა დროს რო­გორ უნდა დახ­მა­რე­ბოდ­ნენ დაჭ­რილს...

წვიმ­და, გარ­შე­მო წყლის გუ­ბე­ე­ბი იდგა და ტა­ლა­ხი თვა­ლებ­ში გვას­ხამ­და, მაგ­რამ წვრთნებ­მა ამინ­დი არ იცის. სცე­ნა­რი ასე­თი იყო, - სამ­ხედ­რო­ებს "მა­ილ­სე­ბი" გვეც­ვა, რო­მე­ლიც ლა­ზე­რუ­ლი ტყვი­ის მოხ­ვედ­რი­სას, ხმას გა­მოს­ცემ­და. რო­დე­საც ამე­რი­კე­ლი ქარ­თველ სამ­ხედ­როს "დაჭ­რი­და", ბა­რათს აძ­ლევ­და, რო­მელ­საც ეწე­რა, თუ რა სა­ხის ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და სამ­ხედ­როს, ჩვენ კი ამის მი­ხედ­ვით ვსა­ზღვრავ­დით, რო­გორ უნდა დავ­ხმა­რე­ბო­დით მას. შეც­დო­მა, აქაც გა­მო­რი­ცხუ­ლია... ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი მიხ­ვდნენ, რომ არ ვიბ­ნე­ო­დი და სულ მე "მკლავ­დნენ". ერთი-ორ­ჯერ წა­ვუყ­რუე, ვი­თომ ვერ გა­ვი­გე რას მე­უბ­ნე­ბო­და. სა­სო­წარ­კვე­თილ­მა ინ­სტრუქ­ტორ­მა რამ­დენ­ჯერ­მე და­მიყ­ვი­რა, მერე კი, ხელი ჩა­იქ­ნია და ტა­ლახ­ში გა­გორ­და, - ანუ შენც ასე უნდა მო­იქ­ცეო... სი­ცი­ლის­გან თავი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე...

გა­რე­მო ავ­ღა­ნურ­თან მაქ­სი­მა­ლურ­თან ახ­ლოს არის. გარ­შე­მო ნაღ­მე­ბია და ჩვენ მისი გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა უნდა შევ­ძლოთ... ერთ-ერთი წვრთნი­სას, "მომ­კლეს", მაგ­რამ ად­გო­მის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, რად­გან ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი იმა­საც აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბა, სხვე­ბი რას გა­ა­კე­თე­ბენ. მე­ომ­რე­ბი ჯერ "დაჭ­რი­ლებს" აგ­რო­ვე­ბენ, შემ­დეგ კი, - "და­ღუ­პუ­ლებს". ჩე­მამ­დე მოს­ვლა და­უგ­ვი­ან­დათ და უცებ ძა­ლი­ან შევ­შინ­დი, - რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში რომ გა­მოვ­რჩეთ და აქ დამ­ტო­ვონ, რა მეშ­ვე­ლე­ბა-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე... ამა­სო­ბა­ში მო­ვიდ­ნენ და ამო­ვი­სუნ­თქე...

ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის­გან ძა­ლი­ან მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ვი­ღეთ და უსა­ზღვროდ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. ასე მე­გო­ნა, თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე. თვა­ლე­ბი მაგ­რად დავ­ხუ­ჭე და ჩემს ცნო­ბი­ერ­ში ჩემს ძმას მივ­მარ­თე, - ხე­დავ? არ შე­გარ­ცხვი­ნე!.. კი­დევ ბევ­რჯერ უნდა გა­გა­ხა­რო-მეთ­ქი...

...ვიგ­რძე­ნი რო­გორ მლა­შედ გა­დავყლა­პე ყელ­ში გა­ჩხე­რი­ლი ბურ­თი და უცებ გო­ნე­ბა­ში ამო­მი­ტივ­ტივ­და რო­გორ წა­ვე­დი ჯარ­ში, - ქუ­თა­ის­ში, III ქვე­ით ბრი­გა­და­ში ჩემი ძმის მე­გობ­რე­ბი მსა­ხუ­რობ­დნენ. იქ ბრი­გა­დის მე­თა­ურ­თან მი­ვე­დი და ვუ­თხა­რი: და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცის და ვარ და თქვენ­თან გა­სა­უბ­რე­ბა მინ­და-მეთ­ქი. დამ­თან­ხმდა და და­მე­ლა­პა­რა­კა. მი­თხრა, რომ ველ­ზე გას­ვლა მო­მი­წევ­და; მი­თხრა, შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღე ვერ და­მე­ბა­ნა, სახ­ლში ვერ წავ­სუ­ლი­ყა­ვი; მო­მი­წევ­და სი­ცი­ვის ატა­ნა... ყვე­ლა­ფერ­ზე ვპა­სუ­ხობ­დი - "შე­მიძ­ლია, კი, გა­ვუძ­ლებ-მეთ­ქი..."

ახლა, აქ შუ­ა­გულ გერ­მა­ნი­ა­ში, ტა­ლახ­ში ჩურ­ჩხე­ლა­სა­ვით ამოვ­ლე­ბუ­ლი, გა­წუ­წუ­ლი სამ­ხედ­რო ქალი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან მე­ცხრე ცაზე ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი - ეს იყო "ვიზა" ავ­ღა­ნე­თის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ის­კენ..."

ლალი პა­პას­კი­რი

სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი"

(გაგ­რძე­ლე­ბა იქ­ნე­ბა)

Leila
0

Gilocavt soof meamayebit da miyvarxart ufali gfaravdet 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ოფიცერი ქალის დღიური ავღანეთიდან: "ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ გაგახარებ-მეთქი..."

ოფიცერი ქალის დღიური ავღანეთიდან: "ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ გაგახარებ-მეთქი..."

(იბეჭდება მცირედი ცვლილებებით)

სოფო სოფრომაძე, სამხედრო ექიმი, ოფიცერი:

"ავღანეთში წასასვლელად ვემზადებით. გერმანიაში მივდივართ სწავლებებზე. რეინჯერთა ბატალიონი თბილისის აეროპორტში ვართ... ხუმრობის თავი ყოველთვის გვაქვს... ფსიქოლოგიურად ყველანი მზად ვართ, ვიცით, ურთულესი სწავლებები გველოდება, - რაც საქართველოში 5 თვის განმავლობაში გავიარეთ, იქ ერთ თვეში უნდა გავიაროთ, ანუ იმ 5 თვის გააზრება უნდა მოხდეს. ეს ავღანეთში არსებული რეალობის იმიტაცია იქნება. თავად ამერიკელები შეგვაფასებენ. ნიურბერგში მივდივართ - ჰოჰენფელსის სამხედრო ბაზაზე. შეიძლება, ვიღაცამ რაღაც ვერ გააკეთოს და ავღანეთში ვერ წავიდეს... გზაში ყოჩაღად ვართ. ვიცით, რომ ამ სწავლების წარმატებით გავლაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული... არ მინდა რამე შემეშალოს. ჩემს თავს ვერ ვაპატიებ... ასე მგონია, ამით ჩემს ძმას ვაწყენინებ, რომლის გამოც ჩავიცვი ფორმა. წამოსვლამდე, მასა და მის თანემობრძოლებთან ერთად, მუხათგვერდში ავედი და შევპირდი, რომ ყველაფერს გმირულად ავიტანდი... სასაფლაოზე სიჩუმე იყო. ამ დროს ბოლომდე ვიცლები ტირილით და მასთან საუბრით... შემდეგ კი, ვმშვიდდები. როცა მასთან ახლოს ვარ, მშვიდად ვარ, - მისი საფლავის ქვაზე მიყრდნობილი ვგრძნობ როგორ მესაუბრება...

ჩემი ძმა, შმაგი სოფრომაძე I-ლი ქვეითი ბრიგადის სატანკო ბატალიონში მსახურობდა. 25 წლის იყო. ჯარში სამსახურის ექვსი წელი უსრულდებოდა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა. 8 აგვისტოს გაუჩინარდა. გავიგეთ, რომ ტყვედ ჩავარდა. ვიცით, რომ არ იცეკვა ქართულ დროშაზე. ხელებზე შეატყვეს, რომ ტანკისტი იყო და დახვრიტეს... ისიც ვიცით, რომ ტყვეობაში 7 ბიჭი იყო. მათგან ექვსი დაბრუნდა, ჩემი ძმა - ვერა... ვამაყობ, რომ ასეთი ძმა მყავდა. ვიცი, რომ ჩემი ძმა სამშვიდობოს იყო გამოსული, ტანკი გაუფუჭდა და დაჭრილები გამოჰყავდა. თავისი დაჭრილი მეთაურიც მან გამოიყვანა და ის იხსენებდა: იარაღი მოუხსნია, რამდენიმე წამი მდგარა დაჩოქილი, მერე ისევ აუსხამს იარაღი, უთქვამს, უკან უნდა დავბრუნდე, კიდევ იქნებიან იქ დაჭრილი ბიჭებიო და გაქცეულა... მის გამო, მზად ვარ სიგიჟეები ვაკეთო. სიგიჟეა, აბა რა, ოჯახისგან მოშორებით, ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი, ავღანეთში ვაპირებ წასვლას. ჩემი შვილი არასდროს დამიტოვებია, მისი ნაღვლიანი თვალები გულზე ლოდივით მაწევს...

...ისევ რეალობას ვუბრუნდები. მისიაში, სხვანაირი განწყობა აქვს სამხედროს. ერთი ჯგუფი ვართ. ეს რაღაც სხვანაირი შეგრძნებაა. საკვები შემოგვიტანეს. ზოგმა ვერ გაიგო, რა იყო და როგორ უნდა მიერთვა და ამაზე ძალიან ვიხალისეთ... გზაში ყველანი ოჯახებზე, შვილებზე, მეუღლეებზე, შეყვარებულებზე, ზოგადად, სასიამოვნო თემებზე ვსაუბრობთ. ცოტა ხანს ჩამთვლიმა. ჩემი შვილი მესიზმრა... თითქოს მის გვერდით გამეღვიძა. ეტყობა, ჩამყვა, რომ დიდხანს ვერ ვნახავდი.

ყოველთვის მინდა, ყველაფერი თავად გავუკეთო. მესიზმრა, - მე ჩავულაგე ჩანთა, ჩავაცვი, დავვარცხნე... ოღონდ სამხედრო ფორმა ჩავაცვი. მეც ძალიან მიყვარს და მასაც სულ ასეთ ტანსაცმელს ვყიდულობ. ჰოდა, ასე ჯარისკაცივით ჩაცმული წავიდა სკოლაში. შემდეგ, მშობლებსაც მოვეფერე. დედაჩემი სულ ტიროდა და სიზმარშიც ასე ვნახე... რაც ჩემი ძმა აღარ გვყავს, დედა ხშირად ტირის. შვილს მარტო ვზრდი და ბევრი პრობლემაც მაქვს, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ მთავარი სიცოცხლე და ჯანმრთელობაა. არაფერზე ვწუწუნებ...

სადღაც 4 საათში, უკვე გერმანიაში ვიყავით. ადრენალინმა იმატა. აეროპორტიდან ბაზაზე ავტობუსით გადაგვიყვანეს. ყველაფერს გაფაციცებული ვაკვირდები... ბაზა დაგვათვალიერებინეს და ყველაფერი აგვიხსნეს, - ჩვენი ოთახი, სასადილო, საშხაპე გვანახეს. ყველაფერი ძალზე კეთილმოწყობილია. გვითხრეს, რომ აქ ორი დღე უნდა დავრჩეთ. ლექციები უნდა ჩაგვიტარონ, - რა სიტუაციაში, როგორ უნდა მოვიქცეთ...

ამის შემდეგ, ძირითად ბაზაზე გადაგვანაწილეს. მე სამხედრო ექიმი ვარ, მაგრამ წინასწარ არ ვიცი, რისი გაკეთება მომიწევს. ყველა წუთს და წამს ისინი გეგმავენ. ჩვენ კი, მოულოდნელად მოცემული დავალების უშეცდომოდ შესრულება გვევალება. შეიძლება, დამქანცველი სწავლებების შემდეგ, დასაძინებლად დავწვეთ და სწორედ ამ დროს განახორციელონ თავდასხმა - ჩვენ კი, ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც რეალობაში. ღამით ბევრად რთულია ამის გაკეთება. მხოლოდ შენს თავზე კი არა, სხვის უსაფრთხოებაზეც აგებ პასუხს. შეცდომის დაშვება არ შეიძლება...

უცებ კონვოირში გამომიძახეს, - რაც ბაზიდან სხვა ბაზაზე გადაადგილებას ნიშნავს. სრული აღჭურვილობა უნდა გქონდეს თან. აუცილებელია ზურგჩანთა, რომელშიც სრული ჩამონათვალი უნდა გედოს, მათ შორის სამედიცინო ჩანდა, სადაც ყველაფერი ისე უნდა ეწყოს, წამებში რომ იპოვო. მაგალითად, მედიკამენტები. ლახტი, მკლავში მაქვს დამაგრებული. დაჭრილისთვის, პირველი დახმარება სისხლდენის შეჩერებაა და ამ დროს ყველა წამი ძვირფასია... ერთი სიტყვით, წავედით კონვოირში. აღმოჩნდა, რომ ბიჭებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა უნდა გვესწავლებინა, რა დროს როგორ უნდა დახმარებოდნენ დაჭრილს...

წვიმდა, გარშემო წყლის გუბეები იდგა და ტალახი თვალებში გვასხამდა, მაგრამ წვრთნებმა ამინდი არ იცის. სცენარი ასეთი იყო, - სამხედროებს "მაილსები" გვეცვა, რომელიც ლაზერული ტყვიის მოხვედრისას, ხმას გამოსცემდა. როდესაც ამერიკელი ქართველ სამხედროს "დაჭრიდა", ბარათს აძლევდა, რომელსაც ეწერა, თუ რა სახის ჭრილობა ჰქონდა სამხედროს, ჩვენ კი ამის მიხედვით ვსაზღვრავდით, როგორ უნდა დავხმარებოდით მას. შეცდომა, აქაც გამორიცხულია... ინსტრუქტორები მიხვდნენ, რომ არ ვიბნეოდი და სულ მე "მკლავდნენ". ერთი-ორჯერ წავუყრუე, ვითომ ვერ გავიგე რას მეუბნებოდა. სასოწარკვეთილმა ინსტრუქტორმა რამდენჯერმე დამიყვირა, მერე კი, ხელი ჩაიქნია და ტალახში გაგორდა, - ანუ შენც ასე უნდა მოიქცეო... სიცილისგან თავი ვეღარ შევიკავე...

გარემო ავღანურთან მაქსიმალურთან ახლოს არის. გარშემო ნაღმებია და ჩვენ მისი გაუვნებელყოფა უნდა შევძლოთ... ერთ-ერთი წვრთნისას, "მომკლეს", მაგრამ ადგომის უფლება არ მქონდა, რადგან ინსტრუქტორები იმასაც აქცევენ ყურადღება, სხვები რას გააკეთებენ. მეომრები ჯერ "დაჭრილებს" აგროვებენ, შემდეგ კი, - "დაღუპულებს". ჩემამდე მოსვლა დაუგვიანდათ და უცებ ძალიან შევშინდი, - რეალურ ვითარებაში რომ გამოვრჩეთ და აქ დამტოვონ, რა მეშველება-მეთქი, გავიფიქრე... ამასობაში მოვიდნენ და ამოვისუნთქე...

ინსტრუქტორებისგან ძალიან მაღალი შეფასება მივიღეთ და უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი. ასე მეგონა, თავიდან დავიბადე. თვალები მაგრად დავხუჭე და ჩემს ცნობიერში ჩემს ძმას მივმართე, - ხედავ? არ შეგარცხვინე!.. კიდევ ბევრჯერ უნდა გაგახარო-მეთქი...

...ვიგრძენი როგორ მლაშედ გადავყლაპე ყელში გაჩხერილი ბურთი და უცებ გონებაში ამომიტივტივდა როგორ წავედი ჯარში, - ქუთაისში, III ქვეით ბრიგადაში ჩემი ძმის მეგობრები მსახურობდნენ. იქ ბრიგადის მეთაურთან მივედი და ვუთხარი: დაღუპული ჯარისკაცის და ვარ და თქვენთან გასაუბრება მინდა-მეთქი. დამთანხმდა და დამელაპარაკა. მითხრა, რომ ველზე გასვლა მომიწევდა; მითხრა, შეიძლება, რამდენიმე დღე ვერ დამებანა, სახლში ვერ წავსულიყავი; მომიწევდა სიცივის ატანა... ყველაფერზე ვპასუხობდი - "შემიძლია, კი, გავუძლებ-მეთქი..."

ახლა, აქ შუაგულ გერმანიაში, ტალახში ჩურჩხელასავით ამოვლებული, გაწუწული სამხედრო ქალი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვიყავი და ვფიქრობდი - ეს იყო "ვიზა" ავღანეთის სამშვიდობო მისიისკენ..."

ლალი პაპასკირი

სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი"

(გაგრძელება იქნება)