საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მობილური აპლიკაცია გასაღების ნაცვლად - ქართველი მოსწავლეების გამოგონება
მობილური აპლიკაცია გასაღების ნაცვლად - ქართველი მოსწავლეების გამოგონება

თუ ყო­ველ­დღი­უ­რად გა­სა­ღე­ბე­ბის ას­ხმის ტა­რე­ბა დის­კომ­ფორ­ტს გიქ­მნით, ქარ­თვე­ლი ძმე­ბის გა­მო­გო­ნე­ბა სწო­რედ თქვენ­თვი­საა. საბა და ვი­ტა­ლი დი­დი­ძე­ე­ბი მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან, მათი პრო­ექ­ტი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მუდ­მი­ვად ქმნი­ან პრო­დუქ­ტებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბას მე­ტად ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბულ­სა და მარ­ტივს ხდი­ან. ასე­თია ქარ­თვე­ლი ძმე­ბის პრო­ექ­ტიც - Smart Key (ჭკვი­ა­ნი გა­სა­ღე­ბი).

"თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის წესი ადა­მი­ანს აი­ძუ­ლებს, რომ ბევ­რი ნივ­თი ატა­როს თან. მათ შო­რის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი გა­სა­ღე­ბია. ჩვენ ამ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა გა­დავ­წყვი­ტეთ და გა­სა­ღე­ბის ფუნ­ქცია შე­ვუ­თავ­სეთ სმარ­ტფონს," - ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს მე-9 კლა­სე­ლი საბა დი­დი­ძე.

Smart Key ორი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. ერთი არის სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც კა­რებ­ზე მაგრდე­ბა და მე­ო­რე - მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია. ელექტრო­ნულ სა­კეტს ექ­ნე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი კოდი. კა­რის გა­ღე­ბა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ი­სა და იმა­ვე კო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­დე­ბა.

"კა­რე­ბის შიგ­ნი­დან გა­ღე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მოხ­დე­ბა. გა­რე­დან კი მხო­ლოდ ამ კო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი. ამ ეტაპ­ზე სწო­რედ უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე ვმუ­შა­ობთ. ეს პრობ­ლე­მაც რომ მოგ­ვარ­დე­ბა, უკვე მის პრაქ­ტი­კა­ში გა­და­ტა­ნა­სა და წარ­მო­ე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას შევ­ძლებთ," - აღ­ნიშ­ნავს მოს­წავ­ლე-გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი.

ძმე­ბის გათ­ვლით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი სა­კე­ტის შექ­მნა და­ახ­ლო­ე­ბით 150 დო­ლა­რი დაჯ­დე­ბა. ისი­ნი პრო­ექ­ტზე 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

მობილური აპლიკაცია გასაღების ნაცვლად - ქართველი მოსწავლეების გამოგონება

მობილური აპლიკაცია გასაღების ნაცვლად - ქართველი მოსწავლეების გამოგონება

თუ ყოველდღიურად გასაღებების ასხმის ტარება დისკომფორტს გიქმნით, ქართველი ძმების გამოგონება სწორედ თქვენთვისაა. საბა და ვიტალი დიდიძეები მეცხრე კლასის მოსწავლეები არიან, მათი პროექტი თანამედროვე ადამიანის ცხოვრების გამარტივებას ისახავს მიზნად.

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური კომპანიები მუდმივად ქმნიან პროდუქტებს, რომლებიც ცხოვრებას მეტად ავტომატიზირებულსა და მარტივს ხდიან. ასეთია ქართველი ძმების პროექტიც - Smart Key (ჭკვიანი გასაღები).

"თანამედროვე ცხოვრების წესი ადამიანს აიძულებს, რომ ბევრი ნივთი ატაროს თან. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი გასაღებია. ჩვენ ამ პრობლემის გადაჭრა გადავწყვიტეთ და გასაღების ფუნქცია შევუთავსეთ სმარტფონს," - ambebi.ge-სთან საუბარში განმარტავს მე-9 კლასელი საბა დიდიძე.

Smart Key ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც კარებზე მაგრდება და მეორე - მობილური აპლიკაცია. ელექტრონულ საკეტს ექნება ინდივიდუალური კოდი. კარის გაღება მობილური აპლიკაციისა და იმავე კოდის საშუალებით მოხდება.

"კარების შიგნიდან გაღება ჩვეულებრივად მოხდება. გარედან კი მხოლოდ ამ კოდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხი. ამ ეტაპზე სწორედ უსაფრთხოების გაძლიერებაზე ვმუშაობთ. ეს პრობლემაც რომ მოგვარდება, უკვე მის პრაქტიკაში გადატანასა და წარმოებაზე მუშაობის დაწყებას შევძლებთ," - აღნიშნავს მოსწავლე-გამომგონებელი.

ძმების გათვლით, სპეციალური ელექტრონული საკეტის შექმნა დაახლოებით 150 დოლარი დაჯდება. ისინი პროექტზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი