თბილისში, შარტავას ქუჩაზე არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი იპოვეს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, გარდაცვლილი მშენებარე კორპუსის მუშებმა ორმოში აღმოაჩინეს.
იხილეთ კადრები ტრაგედიის ადგილიდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.