მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგლეჯილი ხეები და სახურავახდილი სახლები - ძლიერ ქარს დასავლეთ საქართველოში პრობლემები მოყვა
მოგლეჯილი ხეები და სახურავახდილი სახლები - ძლიერ ქარს დასავლეთ საქართველოში პრობლემები მოყვა

ძლი­ერ­მა ქარ­მა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დნი­მე რა­ი­ონ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­მა სა­მეგ­რე­ლოს რამ­დე­ნი­მე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა - ზუგ­დი­დის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ნა­წი­ლობ­რივ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ძვე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, ხობ­ში, ჭყონ­დი­დე­ლის ქუ­ჩა­ზე ძლი­ერ­მა ქარ­მა მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი და­ა­ზი­ა­ნა, მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ასე­ვე ფოთ­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ზა­რა­ლის დამ­თვლე­ლი კო­მი­სი­ე­ბი მუ­შა­ო­ბენ. სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ერ­თად ჩარ­თუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

"ქარ­მა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში. უფრო მე­ტად პრობ­ლე­მუ­რია ზუგ­დი­დის, ფო­თის და ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი, სა­დაც ძლი­ერ­მა ქარ­მა მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ე­ბი მოგ­ლი­ჯა და ელექ­რო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" მიერ ყვე­ლა პრობ­ლე­მურ კე­რა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ძლი­ერ­მა ქარ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა ქუ­თა­ის­შიც. და­ზი­ან­და რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და ავ­ტო­ფა­რე­ხი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ძლი­ერ­მა ქარ­მა ავ­ტო­ფა­რეხს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და, რო­მე­ლიც გვერ­დით მდე­ბა­რე მე­ო­რე ავ­ტო­ფა­რეხს და­ე­ცა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ძლი­ერ­მა ქარ­მა ქუ­თა­ის­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის სა­ხუ­რა­ვე­ბიც და­ა­ზი­ა­ნა.

უა­მინ­დო­ბაა სამ­ტრე­დი­ა­შიც. პო­ლიკ­ლი­ნი­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქარ­მა ხე მოგ­ლი­ჯა. რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი კი სა­ხუ­რა­ვის გა­რე­შე დარ­ჩა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მოგლეჯილი ხეები და სახურავახდილი სახლები - ძლიერ ქარს დასავლეთ საქართველოში პრობლემები მოყვა

მოგლეჯილი ხეები და სახურავახდილი სახლები - ძლიერ ქარს დასავლეთ საქართველოში პრობლემები მოყვა

ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს რამდნიმე რაიონში პრობლემები შექმნა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქარმა სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა - ზუგდიდის რამდენიმე სოფელში ნაწილობრივ დაზიანებულია ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები. უფრო კონკრეტულად, ხობში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებია დაზიანებული ასევე ფოთში.

მათივე განმარტებით, სამივე მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი კომისიები მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური.

"ქარმა გარკვეული პრობლემები შექმნა მუნიციპალიტეტებში. უფრო მეტად პრობლემურია ზუგდიდის, ფოთის და ხობის მუნიციპალიტეტები, სადაც ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ელექროგადამცემი ხაზები დააზიანა. აღდგენითი სამუშაოები "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ყველა პრობლემურ კერაზე მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისშიც. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი. ადგილობრივების ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ავტოფარეხს სახურავი გადახადა, რომელიც გვერდით მდებარე მეორე ავტოფარეხს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ძლიერმა ქარმა ქუთაისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავებიც დააზიანა.

უამინდობაა სამტრედიაშიც. პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარმა ხე მოგლიჯა. რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი კი სახურავის გარეშე დარჩა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია