პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსი ბონი და კლაიდი" - ფსკოველი თინეიჯერების შოკისმომგვრელი თვითმკვლელობის დეტალები
"რუსი ბონი და კლაიდი" - ფსკოველი თინეიჯერების შოკისმომგვრელი თვითმკვლელობის დეტალები

15 წლის ფსკო­ველ­მა მო­ზარ­დებ­მა, დე­ნის მუ­რა­ვი­ოვ­მა და ეკა­ტე­რი­ნა ვლა­სო­ვამ თა­ვი­ან­თი საქ­ცი­ე­ლით მთე­ლი რუ­სე­თი აა­ლა­პა­რა­კეს.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თი­ნე­ი­ჯერ­მა წყვილ­მა, რომ­ლე­ბიც ქა­ლაქ­გა­რეთ მდე­ბა­რე სახ­ლში იყ­ვნენ ჩა­კე­ტილ­ნი, ცე­ცხლი გა­უხ­სე­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, შემ­დეკ კი თავი მო­იკ­ლეს. ყვე­ლა­ფერ ამას, ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში აჩ­ვე­ნებ­დნენ, სა­კუ­თარ თა­ვებს კი "რუს ბონი და კლა­იდს" უწო­დებ­დნენ. შო­კის­მომ­გვრელ კად­რებ­ში, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდე­ბი მე­გობ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უზი­ა­რებ­დნენ, ჩანს, რო­გორ ეს­ვრი­ან ისი­ნი პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლებ­მაც სახ­ლს ალყა შე­მო­არ­ტყეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბას ცდი­ლობ­დნენ, თუმ­ცა ამა­ოდ. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­გო­ნა მძევ­ლად იყო აყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა, სა­ნამ ორ­მა­გი სუ­ი­ცი­დი მოხ­დე­ბო­და, გო­გო­ნამ Вконтакте-ს პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რომ მან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო.

იხი­ლეთ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო

დე­ნის­მა და ეკა­ტე­რი­ნამ სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა მშობ­ლებ­თან მო­რი­გი ჩხუ­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს. მშობ­ლე­ბი მათი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ და კონ­ფლიქ­ტი ოჯახ­ში სწო­რედ ამ სა­კი­თხზე იყო. ბავ­შვე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ, ოჯა­ხებ­მა გან­გა­ში ატე­ხეს და პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხეს. წყვი­ლი სამი დღე ემა­ლე­ბო­და მათ. შემ­დეგ კი ისი­ნი ფსკო­ვი­დან 80 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე სახ­ლში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. გა­ირ­კვა, რომ სახ­ლი გო­გო­ნას მა­მი­ნაც­ვლის იყო. მო­ზარ­დე­ბი სახ­ლში ჩა­ი­კეტ­ნენ, გახ­სნეს მა­მი­ნაც­ვლის სე­ი­ფი, სა­დაც ია­რა­ღი ინა­ხე­ბო­და. შემ­დეგ კი მშობ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტის დას­რუ­ლე­ბა ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი გზით გა­და­წყვი­ტეს.

15 წლის დე­ნი­სი და კა­ტია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თნა­ირ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ტო­ვებ­დნენ: "არ ინერ­ვი­უ­ლოთ, ლა­მა­ზად წა­ვალ. იცხოვ­რო შენი სი­მოვ­ნე­ბის­თვის, ეს სა­უ­კე­თე­სო ცხოვ­რე­ბაა" - წერ­დნენ ისი­ნი.

იმის შე­სა­ხებ, რომ წყვილ­მა უკა­ნას­კნელ წუთს გა­და­წყვი­ტა თა­ვის მოკ­ვლა, მათი ახლო მე­გო­ბა­რი ყვე­ბა. ის ამ­ბობს, რომ მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო წყვი­ლის თვით­მკვლე­ლო­ბის გეგ­მა. წყა­რო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ დე­ნი­სი და კა­ტია თა­ვი­დან­ვე გეგ­მავ­დნენ სუ­ი­ციდს, რად­გან არ სურ­დათ პო­ლი­ცი­ის­თვის და­ნე­ბე­ბა. ერთ-ერთი ნაც­ნო­ბი ყვე­ბა, რომ დე­ნის­მა მას მე­სი­ჯი გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც წერ­და, რომ ჯერ შეყ­ვა­რე­ბულს მოკ­ლავ­და და შემ­დეგ თავს მო­იკ­ლავ­და. ამას­თან, ცნო­ბი­ლი გახ­და თვით­მკვლე­ლო­ბის ზო­გი­ერ­თი დე­ტა­ლი. ბიჭ­მა აღი­ა­რა, რომ კა­ტი­ას სიკ­ვდი­ლის ეში­ნო­და, ამი­ტომ ის ზურ­გი­დან ეს­რო­და, რო­დე­საც გო­გო­ნა შეტ­რი­ალ­დე­ბო­და.

"სა­ნამ დე­ნი­სი კა­ტი­ას ეს­რო­და, მე­გო­ბარს მი­წე­რა, რომ ასე მო­იქ­ცე­ო­და", - ყვე­ბა წყვი­ლის ნაც­ნო­ბი, რო­მელ­მაც ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტა.

დე­ნი­სი და კა­ტია ფსკოვ­ში დაკ­რძა­ლეს. ახალ­გაზ­რდე­ბი სხვა­დას­ხვა საფ­ლა­ვებ­ში და­მარ­ხეს და არა სა­საფ­ლა­ოს კი­დე­ზე, რო­გორც თვით­მკვლე­ლებს მარ­ხა­ვენ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ ნა­თე­სა­ვებს არ ჯე­რათ მათი სუ­ი­ცი­დის ან უბ­რა­ლოდ, უარი თქვეს ქრის­ტი­ა­ნულ ტრა­დი­ცი­ა­ზე. გა­მო­ძი­ე­ბა საქ­მე­ზე კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მის შე­დე­გებს ელო­დე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია poliksal.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"რუსი ბონი და კლაიდი" - ფსკოველი თინეიჯერების შოკისმომგვრელი თვითმკვლელობის დეტალები

"რუსი ბონი და კლაიდი" - ფსკოველი თინეიჯერების შოკისმომგვრელი თვითმკვლელობის დეტალები

15 წლის ფსკოველმა მოზარდებმა, დენის მურავიოვმა და ეკატერინა ვლასოვამ თავიანთი საქციელით მთელი რუსეთი აალაპარაკეს.

პირველადი ინფორმაციით, თინეიჯერმა წყვილმა, რომლებიც ქალაქგარეთ მდებარე სახლში იყვნენ ჩაკეტილნი, ცეცხლი გაუხსენეს სამართალდამცველებს, შემდეკ კი თავი მოიკლეს. ყველაფერ ამას, ისინი სოციალურ ქსელში ონლაინ რეჟიმში აჩვენებდნენ, საკუთარ თავებს კი "რუს ბონი და კლაიდს" უწოდებდნენ. შოკისმომგვრელ კადრებში, რომელსაც ახალგაზრდები მეგობრებს სოციალურ ქსელში უზიარებდნენ, ჩანს, როგორ ესვრიან ისინი პოლიციელებს, რომლებმაც სახლს ალყა შემოარტყეს. სამართალდამცველები მათთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ, თუმცა ამაოდ. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გოგონა მძევლად იყო აყვანილი, თუმცა, სანამ ორმაგი სუიციდი მოხდებოდა, გოგონამ Вконтакте-ს პირად გვერდზე დაწერა, რომ მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

იხილეთ თვითმკვლელობამდე გამოქვეყნებული ვიდეო

დენისმა და ეკატერინამ სახლიდან გაქცევა მშობლებთან მორიგი ჩხუბის შემდეგ გადაწყვიტეს. მშობლები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ და კონფლიქტი ოჯახში სწორედ ამ საკითხზე იყო. ბავშვების დაკარგვის შემდეგ, ოჯახებმა განგაში ატეხეს და პოლიცია გამოიძახეს. წყვილი სამი დღე ემალებოდა მათ. შემდეგ კი ისინი ფსკოვიდან 80 კილომეტრში მდებარე სახლში აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ სახლი გოგონას მამინაცვლის იყო. მოზარდები სახლში ჩაიკეტნენ, გახსნეს მამინაცვლის სეიფი, სადაც იარაღი ინახებოდა. შემდეგ კი მშობლებთან კონფლიქტის დასრულება ასეთი ტრაგიკული გზით გადაწყვიტეს.

15 წლის დენისი და კატია სოციალურ ქსელში ერთნაირ შეტყობინებებს ტოვებდნენ: "არ ინერვიულოთ, ლამაზად წავალ. იცხოვრო შენი სიმოვნებისთვის, ეს საუკეთესო ცხოვრებაა" - წერდნენ ისინი.

იმის შესახებ, რომ წყვილმა უკანასკნელ წუთს გადაწყვიტა თავის მოკვლა, მათი ახლო მეგობარი ყვება. ის ამბობს, რომ მისთვის ცნობილი იყო წყვილის თვითმკვლელობის გეგმა. წყარო ირწმუნება, რომ დენისი და კატია თავიდანვე გეგმავდნენ სუიციდს, რადგან არ სურდათ პოლიციისთვის დანებება. ერთ-ერთი ნაცნობი ყვება, რომ დენისმა მას მესიჯი გაუგზავნა, სადაც წერდა, რომ ჯერ შეყვარებულს მოკლავდა და შემდეგ თავს მოიკლავდა. ამასთან, ცნობილი გახდა თვითმკვლელობის ზოგიერთი დეტალი. ბიჭმა აღიარა, რომ კატიას სიკვდილის ეშინოდა, ამიტომ ის ზურგიდან ესროდა, როდესაც გოგონა შეტრიალდებოდა.

"სანამ დენისი კატიას ესროდა, მეგობარს მიწერა, რომ ასე მოიქცეოდა", - ყვება წყვილის ნაცნობი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა.

დენისი და კატია ფსკოვში დაკრძალეს. ახალგაზრდები სხვადასხვა საფლავებში დამარხეს და არა სასაფლაოს კიდეზე, როგორც თვითმკვლელებს მარხავენ. რუსული მედიის ნაწილი ვარაუდობს, რომ ნათესავებს არ ჯერათ მათი სუიციდის ან უბრალოდ, უარი თქვეს ქრისტიანულ ტრადიციაზე. გამოძიება საქმეზე კვლავ მიმდინარეობს და საზოგადოება მის შედეგებს ელოდება.

მომზადებულია poliksal.ru-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"