პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს - რატომ მიდის ვახტანგ კაპანაძე?
უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს - რატომ მიდის ვახტანგ კაპანაძე?

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი საბ­ჭოს დღე­ვან­დე­ლი სხდო­მის დღის წეს­რიგ­შია შე­ტა­ნი­ლი. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის გარ­და, საბ­ჭო ახა­ლი უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის სა­კი­თხსაც გა­ნი­ხი­ლავს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მომხსე­ნებ­ლე­ბი პრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­შემ­წე ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში - ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და­ვით რაქ­ვი­აშ­ვი­ლი და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ლე­ვან იზო­რია იქ­ნე­ბი­ან. ამის გარ­და, საბ­ჭოს სხდო­მის დღის წეს­რი­გით კი­დევ ოთხი სა­კი­თხის გან­ხილ­ვაა და­გეგ­მი­ლი.

თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძემ: "საქ­მე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის, არ და­ი­ძა­ბოთ - ხვალ გა­დის ჩემი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის სამი წელი" - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

კა­პა­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის დე­ბუ­ლე­ბით, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ვადა არის 3-წლი­ა­ნი, ეს ვადა იწუ­რე­ბა ხვალ და სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად უშიშ­რო­ე­ბის ეროვ­ნულ საბ­ჭო­ზე უნდა დამ­დგა­რი­ყო.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტით გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის ვადა გან­სა­ზღვრუ­ლია, რო­გორც სამ წელს პლუს ერთი.

"მი­ნის­ტრის წარ­დგი­ნე­ბი­თა და პრე­ზი­დენ­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ერთი წლით ვა­დის გაგ­რძე­ლე­ბა. ეს არის პრე­ზი­დენ­ტის პრე­რო­გა­ტი­ვა", - აღ­ნიშ­ნა კა­პა­ნა­ძემ.

ამას­თან, კა­პა­ნა­ძის თქმით, ლო­გი­კუ­რია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლად ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ი­ას შე­საძ­ლო და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, რად­გან ის მისი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლეა.

ვახ­ტანგ კა­პა­ნა­ძე დღეს ეროვ­ნუ­ლი უშუშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წა­რუდ­გენს მოხ­სე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ურ ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში 17:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს - რატომ მიდის ვახტანგ კაპანაძე?

უშიშროების საბჭო გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს - რატომ მიდის ვახტანგ კაპანაძე?

ეროვნული უშიშროების საბჭო, დღევანდელ სხდომაზე გენერალური შტაბის უფროსის ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს განიხილავს. აღნიშნული საკითხი საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შეტანილი. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის თანამდებობიდან გადაყენების გარდა, საბჭო ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხსაც განიხილავს.

აღნიშნულ საკითხზე მომხსენებლები პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლევან იზორია იქნებიან. ამის გარდა, საბჭოს სხდომის დღის წესრიგით კიდევ ოთხი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე კომენტარი გააკეთა ვახტანგ კაპანაძემ: "საქმე ძალიან მარტივად არის, არ დაიძაბოთ - ხვალ გადის ჩემი თანამდებობაზე ყოფნის სამი წელი" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

კაპანაძის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის დებულებით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ყოფნის ვადა არის 3-წლიანი, ეს ვადა იწურება ხვალ და საკითხი განსახილველად უშიშროების ეროვნულ საბჭოზე უნდა დამდგარიყო.

ამასთან, მისივე განმარტებით, აღნიშნული დოკუმენტით გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის ვადა განსაზღვრულია, როგორც სამ წელს პლუს ერთი.

"მინისტრის წარდგინებითა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიძლება ერთი წლით ვადის გაგრძელება. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა", - აღნიშნა კაპანაძემ.

ამასთან, კაპანაძის თქმით, ლოგიკურია გავრცელებული ინფორმაცია გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელად ვლადიმერ ჩაჩიბაიას შესაძლო დანიშვნის შესახებ, რადგან ის მისი პირველი მოადგილეა.

ვახტანგ კაპანაძე დღეს ეროვნული უშუშროების საბჭოს წარუდგენს მოხსენებას საქართველოს შეიარაღებული ძალების კოალიციურ ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 17:00 საათზე გაიმართება.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე