მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია II" - ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე, რომელშიც დღემდე უცნობ დეტალებს წაიკითხავთ
"ილია II" - ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე, რომელშიც დღემდე უცნობ დეტალებს წაიკითხავთ

გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ი უნი­კა­ლუ­რი წიგ­ნის გა­მო­სა­ცე­მად ემ­ზა­დე­ბა, "ილია II" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის ოთხტო­მე­უ­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქზე დღემ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებს გა­გაც­ნობთ, 19 დე­კემ­ბრი­დან გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. დე­ტა­ლებ­ზე გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი სა­უბ­რობს:

- წიგ­ნი "ილია მე­ო­რე" ასა­ხავს პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბის გზას, რო­მე­ლიც გად­მო­ცე­მუ­ლია დო­კუ­მენ­ტე­ბი­სა და რე­ა­ლუ­რი პი­რა­დი თუ საქ­მი­ა­ნი მი­მო­წე­რე­ბის სა­ხით. კერ­ძოდ, მი­მო­წე­რა­ში ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც სა­ო­ჯა­ხო წე­რი­ლებს, ისე მისი დიდი მოღ­ვა­წე­ო­ბის ამ­სახ­ველ გზავ­ნი­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, ოთხტო­მი­ან კრე­ბულ­ში მო­ცუ­ლო­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­აა არამ­ხო­ლოდ პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ი­დან - ილია მე­ო­რეს ცხოვ­რე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სარ­კე­სა­ვით ასა­ხავს იმ პრო­ცე­სებს, რაც ბოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნამ გა­მო­ი­ა­რა. წიგნ­ში მოხ­ვდა წე­რი­ლე­ბი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან - რას წე­რენ მას ამ დროს მშობ­ლე­ბი, სა­ოც­რად თბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გზავ­ნი­ლე­ბია. რამ­დე­ნი­მე მცი­რე წე­რი­ლის გაც­ნო­ბის შემ­დეგ სრუ­ლად შე­გექ­მნე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა, რამ­დე­ნად თბილ და ერ­თმა­ნე­თის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით გამ­სჭვა­ლულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და ილია მე­ო­რე.

სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი რო­გორ სცე­მენ პა­ტივს მშობ­ლე­ბი შვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ არ­ჩე­ვანს, ალ­ბათ, სწო­რედ ასეთ­მა ოჯახ­მა გა­ნა­პი­რო­ბა პატ­რი­არ­ქის შემ­დგო­მი მოღ­ვა­წე­ო­ბაც. მკი­თხვე­ლი ნა­ხავს რო­გო­რი იყო ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის ად­რე­უ­ლი, სიყ­მაწ­ვი­ლის წლე­ბი, სწავ­ლის პე­რი­ო­დი სე­მი­ნა­რი­ა­ში და რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის­თვის. წიგნ­ში არ არის გად­მო­ცე­მუ­ლი ვინ­მეს ემო­ცი­ე­ბი ან სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პერ­სო­ნის მი­მართ, ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე დო­კუ­მენ­ტე­ბი მოგ­ვი­თხრო­ბენ პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბა­ზე - ერთი დიდი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს იტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პე­ბია გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. რა გზაც გა­ი­ა­რა სა­ქარ­თვე­ლომ, პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლა­დაა ასა­ხუ­ლი პატ­რი­არ­ქის წე­რი­ლებ­ში. ბოლო წლებ­ში ქვეყ­ნის არ­ცერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპ­ზე არ ჩა­უვ­ლია ისე, რომ პა­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბა­ზე არ ასა­ხუ­ლი­ყო. მკი­თხვე­ლი პირ­ვე­ლი­ვე ფურ­ცლე­ბი­დან იგ­რძნობს, რამ­დე­ნად დიდი ტვირ­თი ზიდა ამ ადა­მი­ან­მა თით­ქმის ოთხი ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც ის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­თა­ვე­ში იდგა. წე­რი­ლებს მიყ­ვე­ბი და ფილ­მის კად­რე­ბი­ვით ცო­ცხლდე­ბა თვალ­წინ სპექტრი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის, გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დე­ბი­სა და სირ­თუ­ლე­ე­ბის რაც თან სდევ­და სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქის მოღ­ვა­წე­ო­ბი­სას.

- პატ­რი­არ­ქის მსგავ­სი წე­რი­ლე­ბი პირ­ვე­ლად სა­ჯა­როვ­დე­ბა?

- ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში და­ცუ­ლი არ­ქი­ვი - შე­სა­ბა­მი­სად, მსგავ­სი მა­სა­ლე­ბი არ ინა­ხე­ბა ფარ­თო მა­სე­ბის­თვის. შე­საძ­ლოა, ამ არ­ქი­ვი­დან გარ­კვე­უ­ლი წე­რი­ლე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, სა­ა­ხალ­წლო მი­მარ­თვე­ბი და სა­მუ­შაო მი­მო­წე­რა, თუმ­ცა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არამ­ხო­ლოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან, არა­მედ სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, მათ შო­რის, რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე, ფარ­თო მა­სე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი არ ყო­ფი­ლა. წიგნ­ში დო­კუ­მენ­ტე­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი, რომ პატ­რი­არ­ქი ყო­ველ­თვის ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე იდგა. პი­რა­დად მეც წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას იმ­დე­ნი დე­ტა­ლი შე­ვი­ტყვე პატ­რი­არ­ქის მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, ადრე წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და რომ ჩვენ ირ­გვლივ ამ­დე­ნი საქ­მე კეთ­დე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ილია მე­ო­რემ ჯერ კი­დევ 1986 წელს და­ი­წყო მი­მო­წე­რა იე­რუ­სა­ლი­მის ჯვრის მო­ნას­ტრის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ სა­კი­თხზე იე­რუ­სა­ლი­მის პო­ლი­ტი­კურ თუ რე­ლი­გი­ურ ლი­დე­რებ­სა და პატ­რი­არ­ქს შო­რის წე­რი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა 4-5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, თა­ვად პატ­რი­არ­ქი თუ გა­ეც­ნო წიგნს და რო­გო­რია მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მისი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ოთხტო­მე­უ­ლის მი­მართ?

- წიგნ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ექ­ვსი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, იდე­ის ავ­ტო­რი კი სა­პატ­რი­არ­ქოს არ­ქი­ვის ხელ­მძრვა­ნე­ლი მზია კა­ცა­ძეა, თა­ვად­ვე იყო ჩარ­თუ­ლი წიგ­ნის შექ­მნა­ზეც. თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი მზია ყვე­ბა, რომ რო­დე­საც პატ­რი­არ­ქს წიგ­ნის შექ­მნის შე­სა­ხებ ამ­ცნო, უწ­მინ­დეს­მა შემ­დე­გი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა - შე­ე­ცა­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად გახ­სნი­ლი იყოს ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლაო. შე­საძ­ლოა, ამას არც უნდა ვამ­ბობ­დე, მაგ­რამ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კი­დევ ერთხელ გვარ­წმუ­ნებს, რომ პატ­რი­არ­ქს ცხოვ­რე­ბის არ­ცერთ ეტაპ­ზე არ მი­უ­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან არ ჩა­უ­დე­ნია ისე­თი ქმე­დე­ბა, რომ­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გამ­ხე­ლის სურ­ვი­ლი არ აქვს. კი­დევ ერთი წე­რი­ლი გა­მახ­სენ­და, რო­მელ­მაც პი­რა­დად მეც შე­მაშ­ფო­თა - რო­დე­საც ილია მე­ო­რეს კურ­თხე­ვის სა­კი­თხი იდგა, ბა­თუ­მის ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი წერს ბრეჟნევს, რომ პატ­რი­არ­ქი დი­სი­დენ­ტი და არა­სა­ი­მე­დო პი­როვ­ნე­ბაა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის­თვის, ამი­ტომ მისი კან­დი­და­ტუ­რა უნდა მო­იხ­სნას. "პა­ლიტ­რა ლ"-ს მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, წიგ­ნი პატ­რი­არ­ქზე, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­მნე­ბო­და, მკი­თხველ­თა ფარ­თო მა­სე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნოს.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ილია II" - ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე, რომელშიც დღემდე უცნობ დეტალებს წაიკითხავთ

"ილია II" - ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე, რომელშიც დღემდე უცნობ დეტალებს წაიკითხავთ

გამომცემლობა "პალიტრა L"-ი უნიკალური წიგნის გამოსაცემად ემზადება, "ილია II" - ამ სახელწოდების ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ დეტალებს გაგაცნობთ, 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. დეტალებზე გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური საუბრობს:

- წიგნი "ილია მეორე" ასახავს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას, რომელიც გადმოცემულია დოკუმენტებისა და რეალური პირადი თუ საქმიანი მიმოწერების სახით. კერძოდ, მიმოწერაში ვგულისხმობ როგორც საოჯახო წერილებს, ისე მისი დიდი მოღვაწეობის ამსახველ გზავნილებს. ბუნებრივია, ოთხტომიან კრებულში მოცულობითი ინფორმაციაა არამხოლოდ პატრიარქის ცხოვრების შესახებ, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიიდან - ილია მეორეს ცხოვრება, ფაქტობრივად, სარკესავით ასახავს იმ პროცესებს, რაც ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქვეყანამ გამოიარა. წიგნში მოხვდა წერილები სტუდენტობის პერიოდიდან - რას წერენ მას ამ დროს მშობლები, საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე გზავნილებია. რამდენიმე მცირე წერილის გაცნობის შემდეგ სრულად შეგექმნებათ წარმოდგენა, რამდენად თბილ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემით გამსჭვალულ ოჯახში გაიზარდა ილია მეორე.

საოცარი სიყვარულითაა გადმოცემული როგორ სცემენ პატივს მშობლები შვილის ცხოვრებისეულ არჩევანს, ალბათ, სწორედ ასეთმა ოჯახმა განაპირობა პატრიარქის შემდგომი მოღვაწეობაც. მკითხველი ნახავს როგორი იყო ჩვენი პატრიარქის ადრეული, სიყმაწვილის წლები, სწავლის პერიოდი სემინარიაში და როგორ ემზადებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. წიგნში არ არის გადმოცემული ვინმეს ემოციები ან სუბიექტური დამოკიდებულება პერსონის მიმართ, ყოველგვარი შელამაზების გარეშე დოკუმენტები მოგვითხრობენ პატრიარქის ცხოვრებაზე - ერთი დიდი ადამიანის ცხოვრებისა და ამასთან, საქართველოს იტორიის მნიშვნელოვანი ეტაპებია გაერთიანებული. რა გზაც გაიარა საქართველომ, პირდაპირპროპორციულადაა ასახული პატრიარქის წერილებში. ბოლო წლებში ქვეყნის არცერთ მნიშვნელოვან ეტაპზე არ ჩაუვლია ისე, რომ პარიარქის ცხოვრებაზე არ ასახულიყო. მკითხველი პირველივე ფურცლებიდან იგრძნობს, რამდენად დიდი ტვირთი ზიდა ამ ადამიანმა თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში, როდესაც ის ქართული ეკლესიის სათავეში იდგა. წერილებს მიყვები და ფილმის კადრებივით ცოცხლდება თვალწინ სპექტრი ქვეყანაში მიმდინარე კატაკლიზმების, გარდამტეხი პერიოდებისა და სირთულეების რაც თან სდევდა საქართველოს პატრიარქის მოღვაწეობისას.

- პატრიარქის მსგავსი წერილები პირველად საჯაროვდება?

- ეს არის საქართველოს საპატრიარქოში დაცული არქივი - შესაბამისად, მსგავსი მასალები არ ინახება ფართო მასებისთვის. შესაძლოა, ამ არქივიდან გარკვეული წერილები გამოქვეყნებულა, საახალწლო მიმართვები და სამუშაო მიმოწერა, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არამხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, რუსეთის აგრესიაზე, ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. წიგნში დოკუმენტებითაა გადმოცემული, რომ პატრიარქი ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. პირადად მეც წიგნზე მუშაობისას იმდენი დეტალი შევიტყვე პატრიარქის მიერ გაკეთებულ საქმეებზე, ადრე წარმოდგენაც არ მქონდა რომ ჩვენ ირგვლივ ამდენი საქმე კეთდებოდა. მაგალითად, ილია მეორემ ჯერ კიდევ 1986 წელს დაიწყო მიმოწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე იერუსალიმის პოლიტიკურ თუ რელიგიურ ლიდერებსა და პატრიარქს შორის წერილების გაგზავნა 4-5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

- საინტერესოა, თავად პატრიარქი თუ გაეცნო წიგნს და როგორია მისი დამოკიდებულება მისი ცხოვრების ამსახველი ოთხტომეულის მიმართ?

- წიგნზე საქართველოს საპატრიარქო ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა, იდეის ავტორი კი საპატრიარქოს არქივის ხელმძრვანელი მზია კაცაძეა, თავადვე იყო ჩართული წიგნის შექმნაზეც. თავად ქალბატონი მზია ყვება, რომ როდესაც პატრიარქს წიგნის შექმნის შესახებ ამცნო, უწმინდესმა შემდეგი სიტყვებით მიმართა - შეეცადეთ, მაქსიმალურად გახსნილი იყოს ყველა დოკუმენტური მასალაო. შესაძლოა, ამას არც უნდა ვამბობდე, მაგრამ ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პატრიარქს ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მიუღია გადაწყვეტილება ან არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რომლის საზოგადოებისთვის გამხელის სურვილი არ აქვს. კიდევ ერთი წერილი გამახსენდა, რომელმაც პირადად მეც შემაშფოთა - როდესაც ილია მეორეს კურთხევის საკითხი იდგა, ბათუმის ეპარქიის ხელმძღვანელი წერს ბრეჟნევს, რომ პატრიარქი დისიდენტი და არასაიმედო პიროვნებაა საბჭოთა კავშირისთვის, ამიტომ მისი კანდიდატურა უნდა მოიხსნას. "პალიტრა ლ"-ს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს, წიგნი პატრიარქზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა, მკითხველთა ფართო მასებამდე მიიტანოს.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი