6 წელი ჩამოხრჩობის მოლოდინში - რას ჰყვება მალაიზიური ციხის ტყვე, რომელიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა

6 წელი ჩამოხრჩობის მოლოდინში - რას ჰყვება მალაიზიური ციხის ტყვე, რომელიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა

2010 წლის 28 ოქტომბერს მალაიზიელმა სამართალდამცავებმა პენინის აეროპორტში საქართველოს მოქალაქე, 37 წლის დარეჯან კოხტაშვილი დააკავეს - სურათების ჩარჩოებში 5 კგ მეტამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს. პარალელურად, ოპერაცია მიმდინარეობდა მალაიზიის კიდევ ერთ ქალაქ კოტაკინაბალუში - 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ნომერში 26 წლის ბაბუცა გორდაძეს ასევე სურათის ჩარჩოებში 5.5 კგ მეტამფეტამინის შემცველი აბები აღმოუჩინეს.

მალაიზიური სასამართლო ქალბატონების უდანაშაულობაში მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდა, რაც სურათებზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ კოხტაშვილის და გორდაძის თითის ანაბეჭდები ვერ აღმოაჩინა, 2012 წლის მარტში ბაბუცა გორდაძეს 8, ხოლო დარეჯან კოხტაშვილს - 9 წელი მიუსაჯეს.

ნახეთ ვიდეოები დარეჯან კოხტაშვილთან დაკავშირებით

წლები გავიდა, თუმცა საზოგადოების ინტერესი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ცნობილი ტუსაღების მიმართ, არ განელებულა. 2016 წლის თებერვალში სამშობლოში ბაბუცა გორდაძე დაბრუნდა, მაგრამ მედიასთან საუბარს თავი აარიდა; 2016 წლის ოქტომბერში დარეჯან კოხტაშვილიც ჩამოვიდა და თავისი ისტორიის უცნობი დეტალები "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად მოუყვა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

….

ტაქსის ჯიხურისკენ გავემართე (იქ ყიდულობ ბილეთს და თან მისამართს ეუბნები). ბილეთი ავიღე და აეროპორტიდან უნდა გავსულიყავი, რომ დამაკავეს. უცებ მომახალეს, - ნარკოტიკი გაქვსო. დავიბენი, რა ნარკოტიკი, საიდან უნდა მქონდეს ნარკოტიკი-მეთქი (ვცდილობდი, როგორმე გამეგებინებინა ჩემი ინგლისურით).

განაგრძეთ კითხვა

"ის, რაც საქართველომ გააკეთა, ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო" - მასპინძლობის სკოლა "ლე როშე“-ს რექტორის მიმართვა

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას სიცხე დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, ფულთან ჰქონდა შეხება