პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!" - ვარსკვლავთა ქართველი ორეულები
"ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!" - ვარსკვლავთა ქართველი ორეულები

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი უნი­კა­ლუ­რია თა­ვი­სი­ გა­რეგ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით, თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­გვა­რი ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რის გა­რე­შე ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს. ჩემი სტა­ტი­ის გმი­რე­ბი ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის ორე­უ­ლე­ბი არი­ან. სა­სი­ა­მოვ­ნოა თუ არა, რო­დე­საც სხვა ადამ­იანს გაჭ­რი­ლი ვაშ­ლი­ვით ჰგავ­ხარ, ამა­ზე თა­ვად ქარ­თვე­ლი ორე­უ­ლე­ბი მოგ­ვიყ­ვე­ბი­ან:

"ზურგს უკან მეს­მის ხოლ­მე, - ნა­ხეთ, ეს გოგო მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის რო­გორ ჰგავს!"

ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის, 25 წლის მა­რი­ამ ჭუხ­რუ­კი­ძის მსგავ­სე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ულა­მა­ზეს ქა­ლად აღი­ა­რე­ბულ მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის­თან ნამ­დვი­ლად გა­გა­ო­ცებთ. ფო­ტო­ზე ერთი შე­ხედ­ვით ვერც მიხ­ვდე­ბით, რო­მე­ლია მა­რი­ა­მი და რო­მე­ლი - მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი.

- პრო­ექ­ტში "ახა­ლი ხმა" ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და პირ­ვე­ლად იქ მი­თხრეს, მო­ნი­კას ძა­ლი­ან ჰგავ­ხა­რო, მას შემ­დეგ ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან და ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს. ქუ­ჩა­ში­ ჩავ­ლი­სას ხში­რად მო­მიკ­რავს ყური, - დედა, რო­გორ ჰგავ­და მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი­სო. ან სად­მე ბარ­სა თუ კა­ფე­ში, ზურგს უკან მეს­მის ხოლ­მე, - "ნა­ხეთ, ეს გოგო მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის რო­გორ ჰგავ­სო... მეც და­მი­ჭე­რია ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში მო­ნი­კას­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხი - შავი, ხვე­უ­ლი თმა... მო­ნი­კას არ ვბა­ძავ, თუმ­ცა მი­ფიქ­რია, აი, მას თუ ეს კაბა აც­ვია, შე­იძ­ლე­ბა მეც მო­მიხ­დეს... მე სხვა სტი­ლი მაქვს, ის კი უფრო კლა­სი­კურ სტილ­ში იც­ვამს და ვარ­ცხნი­ლო­ბაც უფრო დახ­ვე­წი­ლი აქვს...

დე­და­ჩე­მი ვერ მამ­სგავ­სებ­და, სა­ნამ ერთი ფოტო არ ნახა. ეს ფოტო "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დზე და­მი­დეს, დე­დამ და­ხე­და და გა­ოც­და, - ამ ფო­ტო­ში ძა­ლი­ან ჰგავ­ხა­რო.

"ქუ­ჩა­ში ხალ­ხს პე­ნე­ლო­პე ვგო­ნე­ბი­ვარ და ავ­ტოგ­რა­ფიც უთხო­ვი­ათ"

პე­ნე­ლო­პე კრუ­სის ცნო­ბილ ორე­ულს, მო­დელ კრის­ტი ყიფ­ში­ძეს ყო­ველ­თვის უნ­დო­და თა­ვად პე­ნე­ლო­პე­საც სცოდ­ნო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მას ორე­უ­ლი ჰყავს, ასეც მოხ­და.

- ჩემი მე­გო­ბა­რი ჟურ­ნა­ლის­ტია ბა­ქო­ში და პე­ნე­ლო­პე კრუს­თან იყო სტუმ­რად, ინ­ტერ­ვი­უს წერ­და, როცა უთხრა, ჩემი მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან გგავ­სო და ფო­ტო­ე­ბიც აჩ­ვე­ნა. პე­ნე­ლო­პეს ჩემი ფო­ტოს­თვის და­უ­ხე­დავს და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით უთ­ქვამს: oh, she has so beautiful eyes… სულ მინ­დო­და პე­ნე­ლო­პეს სცოდ­ნო­და ჩემ­ზე და ასეც მოხ­და, გა­ი­გო.­..

ზო­გა­დად, ვარ ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლის­ტი და არ მომ­წონს თა­ვად ფაქ­ტი, რომ ვი­ღა­ცას ვგავ­დე. თუმ­ცა, სა­ოც­რად ლა­მა­ზი ქა­ლია და ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბია პე­ნე­ლო­პე და რა თქმა უნდა, სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­თან მსგავ­სე­ბა. ძა­ლი­ან ხში­რად სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­პა­შიც, ქუ­ჩა­ში ხალ­ხს ვგო­ნე­ბი­ვარ პე­ნე­ლო­პე და ავ­ტოგ­რა­ფიც უთხო­ვი­ათ...

გაგ­რძე­ლე­ბა

"ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!" - ვარსკვლავთა ქართველი ორეულები

"ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!" - ვარსკვლავთა ქართველი ორეულები

ყველა ადამიანი უნიკალურია თავისი­ გარეგნული მახასიათებლებით, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ყოველგვარი ნათესაური კავშირის გარეშე ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ჩემი სტატიის გმირები ცნობილი ვარსკვლავების ორეულები არიან. სასიამოვნოა თუ არა, როდესაც სხვა ადამ­იანს გაჭრილი ვაშლივით ჰგავხარ, ამაზე თავად ქართველი ორეულები მოგვიყვებიან:

"ზურგს უკან მესმის ხოლმე, - ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავს!"

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობის, 25 წლის მარიამ ჭუხრუკიძის მსგავსება მსოფლიოში ულამაზეს ქალად აღიარებულ მონიკა ბელუჩისთან ნამდვილად გაგაოცებთ. ფოტოზე ერთი შეხედვით ვერც მიხვდებით, რომელია მარიამი და რომელი - მონიკა ბელუჩი.

- პროექტში "ახალი ხმა" ვიღებდი მონაწილეობას და პირველად იქ მითხრეს, მონიკას ძალიან ჰგავხარო, მას შემდეგ ხშირად მეუბნებიან და ძალიან მსიამოვნებს. ქუჩაში­ ჩავლისას ხშირად მომიკრავს ყური, - დედა, როგორ ჰგავდა მონიკა ბელუჩისო. ან სადმე ბარსა თუ კაფეში, ზურგს უკან მესმის ხოლმე, - "ნახეთ, ეს გოგო მონიკა ბელუჩის როგორ ჰგავსო... მეც დამიჭერია ჩემს გარეგნობაში მონიკასთვის დამახასიათებელი შტრიხი - შავი, ხვეული თმა... მონიკას არ ვბაძავ, თუმცა მიფიქრია, აი, მას თუ ეს კაბა აცვია, შეიძლება მეც მომიხდეს... მე სხვა სტილი მაქვს, ის კი უფრო კლასიკურ სტილში იცვამს და ვარცხნილობაც უფრო დახვეწილი აქვს...

დედაჩემი ვერ მამსგავსებდა, სანამ ერთი ფოტო არ ნახა. ეს ფოტო "ფეისბუკის" პირად გვერდზე დამიდეს, დედამ დახედა და გაოცდა, - ამ ფოტოში ძალიან ჰგავხარო.

"ქუჩაში ხალხს პენელოპე ვგონებივარ და ავტოგრაფიც უთხოვიათ"

პენელოპე კრუსის ცნობილ ორეულს, მოდელ კრისტი ყიფშიძეს ყოველთვის უნდოდა თავად პენელოპესაც სცოდნოდა, რომ საქართველოში მას ორეული ჰყავს, ასეც მოხდა.

- ჩემი მეგობარი ჟურნალისტია ბაქოში და პენელოპე კრუსთან იყო სტუმრად, ინტერვიუს წერდა, როცა უთხრა, ჩემი მეგობარი ძალიან გგავსო და ფოტოებიც აჩვენა. პენელოპეს ჩემი ფოტოსთვის დაუხედავს და აღფრთოვანებით უთქვამს: oh, she has so beautiful eyes… სულ მინდოდა პენელოპეს სცოდნოდა ჩემზე და ასეც მოხდა, გაიგო.­..

ზოგადად, ვარ ძალიან ინდივიდუალისტი და არ მომწონს თავად ფაქტი, რომ ვიღაცას ვგავდე. თუმცა, საოცრად ლამაზი ქალია და ნიჭიერი მსახიობია პენელოპე და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მასთან მსგავსება. ძალიან ხშირად საქართველოსა და ევროპაშიც, ქუჩაში ხალხს ვგონებივარ პენელოპე და ავტოგრაფიც უთხოვიათ...

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"