პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ცენტრში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა - რა ეტაპზეა პროცესი
თბილისის ცენტრში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა - რა ეტაპზეა პროცესი

თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში 10 მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კინ­გის ად­გი­ლი მო­ე­წყო­ბა, ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა საკ­რე­ბუ­ლოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტის ნუგ­ზარ მა­ლა­ღუ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქ­ში პარ­კინ­გის თე­მას ეხე­ბო­და. მა­ლა­ღუ­რა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ევ­რო­პუ­ლი დიდი ქა­ლა­ქე­ბის მსგავ­სად აუ­ცი­ლე­ბე­ლია, დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში პარ­კი­რე­ბა­ზე სა­ა­თობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დი და­წეს­დეს, რაც ბი­უ­ჯეტ­შიც აი­სა­ხე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ვით ნარ­მა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში პარ­კი­რე­ბის მა­ღა­ლი ტა­რი­ფე­ბი მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევრ ქა­ლაქ­შია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან ეს სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რად არ დგას.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის მე­რია ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კინ­გე­ბის მო­წყო­ბის მიზ­ნით ტენ­დე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე მუ­შა­ობს. კერ­ძოდ, ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა სრულ­დე­ბა, რომ­ლის შემ­დე­გაც ტენ­დე­რი გა­მო­ცხად­დე­ბა.

"ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში პარ­კი­რე­ბის მა­ღა­ლი ტა­რი­ფე­ბი მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან ბევრ ქა­ლაქ­შია აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან ეს სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რად არ დგას. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში, სა­დაც გა­დატ­ვირ­თუ­ლია მოძ­რა­ო­ბა და პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი ჭირს, გა­ვა­ჩი­ნოთ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბი. სწო­რედ ამი­ტო­მაც შე­მუ­შავ­და ის 10 პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა, რათა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კინ­გე­ბი აშენ­დეს", - აღ­ნიშ­ნა ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ინ­ვეს­ტორს პარ­კინ­გის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის მი­წის ნაკ­ვეთს გა­დას­ცემს. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტო­რი ავ­ტო­მან­ქა­ნის პარ­კინ­გის ტა­რიფს თა­ვად გან­სა­ზღვრავს.

შე­კი­თხვა­ზე, შეძ­ლებს თუ არა მე­რია გა­ა­უქ­მოს "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კინ­გის ად­გი­ლე­ბის გა­ჩე­ნით "სითი პარკთან" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ვერ გა­უქ­მდე­ბა, თუმ­ცა, ვერც "სითი პარ­კი" ვერ შე­უშ­ლის ხელს მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი პარ­კინ­გე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ას ძა­ლი­ან ბევრ რა­მე­ზე ექ­სკლუ­ზი­ვი აქვს.

"სითი პარკთან" ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და ის პო­ზი­ტი­უ­რი ნამ­დვი­ლად არ არის. პარ­კინ­გის ად­გი­ლებს და­მა­ტე­ბით ვა­ჩენთ, რათა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს დის­კომ­ფორ­ტი შე­ვუმ­ცი­როთ", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისის ცენტრში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა - რა ეტაპზეა პროცესი

თბილისის ცენტრში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა - რა ეტაპზეა პროცესი

თბილისის ცენტრალურ ნაწილში 10 მრავალსართულიანი პარკინგის ადგილი მოეწყობა, ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

დედაქალაქის მერმა კომენტარი გააკეთა საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატის ნუგზარ მალაღურაძის განცხადებაზე, რომელიც დედაქალაქში პარკინგის თემას ეხებოდა. მალაღურაძე მიიჩნევს, რომ ევროპული დიდი ქალაქების მსგავსად აუცილებელია, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი დაწესდეს, რაც ბიუჯეტშიც აისახება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირების მაღალი ტარიფები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ეს საკითხი აქტუალურად არ დგას.

მისივე თქმით, თბილისის მერია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი პარკინგების მოწყობის მიზნით ტენდერის გამოცხადებაზე მუშაობს. კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის მომზადება სრულდება, რომლის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

"ქალაქის ცენტრალურ ნაწილში პარკირების მაღალი ტარიფები მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, თუმცა ჯერჯერობით ჩვენთან ეს საკითხი აქტუალურად არ დგას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც გადატვირთულია მოძრაობა და პარკირების ადგილები ჭირს, გავაჩინოთ მრავალსართულიანი პარკირების ადგილები. სწორედ ამიტომაც შემუშავდა ის 10 პროექტი, რომელზეც უახლოეს მომავალში კონკურსი გამოცხადდება, რათა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი პარკინგები აშენდეს", - აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაინტერესებულ ინვესტორს პარკინგის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთს გადასცემს. შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული ინვესტორი ავტომანქანის პარკინგის ტარიფს თავად განსაზღვრავს.

შეკითხვაზე, შეძლებს თუ არა მერია გააუქმოს "სითი პარკთან" ხელშეკრულება, ნარმანიამ აღნიშნა, რომ მრავალსართულიანი პარკინგის ადგილების გაჩენით "სითი პარკთან" ხელშეკრულება ვერ გაუქმდება, თუმცა, ვერც "სითი პარკი" ვერ შეუშლის ხელს მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ძალიან ბევრ რამეზე ექსკლუზივი აქვს.

"სითი პარკთან" ჩვენი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია და ის პოზიტიური ნამდვილად არ არის. პარკინგის ადგილებს დამატებით ვაჩენთ, რათა ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი შევუმციროთ", - განაცხადა ნარმანიამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი