პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში უწმინდესის ვიზიტის ყველა დეტალი - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პატრიარქებმა
რუსეთში უწმინდესის ვიზიტის ყველა დეტალი - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პატრიარქებმა

19 ნო­ემ­ბერს რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში, და­ნი­ე­ლის მო­ნას­ტერ­ში მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ი­ღო.

პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა ილია მე­ო­რეს და დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მოს­კოვ­ში მისი 70 წლის იუ­ბი­ლეს გამო ვი­ზი­ტის­თვის.

"ჩემ­თვის თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბის და უნე­ტა­რე­სო­ბის ყოფ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სია. თქვენ ბრძან­დე­ბით ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი ყვე­ლა სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღოლ­თა შო­რის და თქვე­ნი ცხოვ­რე­ბაც მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ცხოვ­რე­ბას­თან. ჩემი ბი­ოგ­რა­ფია გა­დახ­ლარ­თუ­ლია თქვენ ბი­ოგ­რა­ფი­ას­თან: ჩვენ ბევ­რი მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყა­ვით - რო­გორც სა­სი­ხა­რუ­ლო, ისე სამ­წუ­ხა­რო, რომ­ლე­ბიც მოხ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ცხოვ­რობ­დნენ. ასე­ვე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩვენ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ველ­თვის იყო კე­თი­ლი, სან­დო და ღია. ვფიქ­რობ, ამან დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა იმა­ზეც, რომ ჩვენ ეკ­ლე­სი­ებს შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია.

ეკ­ლე­სი­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა - ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბა ადა­მი­ა­ნებს შო­რის გუ­ლე­ბის დო­ნე­ზე. თუკი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და დიპ­ლო­მა­ტე­ბი რო­გორც წესი, ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე­ზე მუ­შა­ო­ბენ, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი კი "სა­ფუ­ლი­სა და კუ­ჭის" დო­ნე­ზე, ეკ­ლე­სი­ე­ბი - ადა­მი­ან­თა გუ­ლე­ბის დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბენ. ადა­მი­ან­თა გუ­ლე­ბის ამ კავ­ში­რე­ბის გა­რე­შე ვერ იქ­ნე­ბა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ქვეყ­ნებ­სა და ხალ­ხს შო­რის. სწო­რედ ამი­ტომ, უდი­დეს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ თქვენ ვი­ზიტ­სა და რუ­სე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ე­ბის როლს ჩვენ ხალ­ხს შო­რის კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­კი­თხში,"- გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა.

რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღოლ­მა რუ­სუ­ლი და ქარ­თუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

"პირ­ველ რიგ­ში, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია იმას­თან, რომ ვცხოვ­რობთ რა ახ­ლოს, ხში­რად ვურ­თი­ერ­თობთ ერ­თმა­ნეთ­თან - თქვე­ნი მღვდელმთავ­რე­ბი სტუმ­რო­ბენ რუ­სეთს, ჩვე­ნი მე­უ­ფე­ე­ბი ჩა­დი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში - ძა­ლი­ან ხში­რად ვა­წერ ხელს თხოვ­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს სიწ­მინ­დე­ე­ბის მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ვა­კურ­თხო და არა მხო­ლოდ ჩვე­ნი მღვდელმთავ­რე­ბი, არა­მედ მოს­კო­ვის ბევ­რი კლი­რი­კო­სი და მო­ნაზვნე­ბი მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან თქვენ ქვე­ყა­ნა­ში, რათა წმინ­და ად­გი­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლონ," - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქმა.

თა­ვის სა­უ­ბარ­ში მან მოს­კოვ­ში მდე­ბა­რე წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა, რო­მე­ლიც მისი თქმით, სუ­ლი­ე­რე­ბის ცენ­ტრად იქცა ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის­თვის მოს­კოვ­ში.

"ოთხშა­ბათს ტა­ძარ­ში შეს­რულ­დე­ბა დიდი დღე­სას­წა­უ­ლი - წმინ­და გი­ორ­გის დღეს, გი­ორ­გო­ბა, რო­გორც ეს ქარ­თუ­ლად ჟღერს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ქარ­თულ დი­ას­პო­რას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა თა­ვის სუ­ლი­ერ მა­მას შეხ­ვდეს და ერ­თად ილო­ცონ," - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა კი­რილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლის­შიც არის ტაძ­რე­ბი, სა­დაც სუ­ლი­ე­რად იკ­ვე­ბე­ბა რუ­სუ­ლი დი­ას­პო­რა, ტარ­დე­ბა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბე­ბი, მათ შო­რის სა­ეკ­ლე­სიო სლა­ვურ ენა­ზე.

ილია მე­ო­რე პატ­რი­არქ კი­რილს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით მი­ე­სალ­მა.

"ჩვენ ჩა­მო­ვე­დით თქვე­ნი უწ­მინ­დე­სო­ბის 70 წლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნად და გვსურს გა­მოვ­ხა­ტოთ ჩვე­ნი კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი, ასე­ვე გი­სურ­ვოთ მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა თქვენ ეკ­ლე­სი­ა­სა და სამ­შობ­ლოს. სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­აჩ­ნი­ათ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი­სა და ხალ­ხის­თვის. ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ე­ბი იძ­ლე­ვი­ან მა­გა­ლითს პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის­თვის ჩვენ სა­ხელ­მწი­ფო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. უნდა ვთქვა, რომ გა­სულ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სო­დეს ყო­ფი­ლა იმ­დე­ნი დამ­სვე­ნებ­ლი რუ­სე­თი­დან, რო­გორც ახლა და ჩვენ ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს. ჩვენ ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უკე­თე­სი უნდა იყოს, ვიდ­რე ახ­ლაა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ვფიქ­რობ, რომ ეს გა­მოგ­ვი­ვა. ჩვენ ვჭირ­დე­ბით ერ­თმა­ნეთს და ჩვენ ერ­თმა­ნეთს უნდა და­ვეხ­მა­როთ," - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქმა რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქს წმინ­და სა­მე­ბის ხატი უსახ­სოვ­რა. ილია მე­ო­რე დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 ნო­ემ­ბერს დაბ­რუნ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ასე­ვე: ემო­ცი­უ­რი კად­რე­ბი მოს­კო­ვი­დან - რო­გორ დახ­ვდნენ ილია მე­ო­რეს რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რუსეთში უწმინდესის ვიზიტის ყველა დეტალი - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პატრიარქებმა

რუსეთში უწმინდესის ვიზიტის ყველა დეტალი - რაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის პატრიარქებმა

19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დანიელის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.

პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსკოვში მისი 70 წლის იუბილეს გამო ვიზიტისთვის.

"ჩემთვის თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ყოფნა განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის და თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენ ბიოგრაფიასთან: ჩვენ ბევრი მოვლენის მონაწილეები ვიყავით - როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო, რომლებიც მოხდა მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. ასევე მოგვიანებით ჩვენ შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, სანდო და ღია. ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა იმაზეც, რომ ჩვენ ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობებია.

ეკლესიებს შორის ურთიერთობა - ეს არის ურთიერთობა ადამიანებს შორის გულების დონეზე. თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი "საფულისა და კუჭის" დონეზე, ეკლესიები - ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირების გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხს შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნების საკითხში,"- განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა რუსული და ქართული ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.

"პირველ რიგში, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ვცხოვრობთ რა ახლოს, ხშირად ვურთიერთობთ ერთმანეთთან - თქვენი მღვდელმთავრები სტუმრობენ რუსეთს, ჩვენი მეუფეები ჩადიან საქართველოში - ძალიან ხშირად ვაწერ ხელს თხოვნას, საქართველოს სიწმინდეების მომლოცველები ვაკურთხო და არა მხოლოდ ჩვენი მღვდელმთავრები, არამედ მოსკოვის ბევრი კლირიკოსი და მონაზვნები მიემგზავრებიან თქვენ ქვეყანაში, რათა წმინდა ადგილები მოინახულონ," - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

თავის საუბარში მან მოსკოვში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისი თქმით, სულიერების ცენტრად იქცა ქართული დიასპორისთვის მოსკოვში.

"ოთხშაბათს ტაძარში შესრულდება დიდი დღესასწაული - წმინდა გიორგის დღეს, გიორგობა, როგორც ეს ქართულად ჟღერს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკმაოდ მრავალრიცხოვან ქართულ დიასპორას საშუალება ექნება თავის სულიერ მამას შეხვდეს და ერთად ილოცონ," - განაცხადა პატრიარქმა კირილმა და აღნიშნა, რომ თბილისშიც არის ტაძრები, სადაც სულიერად იკვებება რუსული დიასპორა, ტარდება ღვთისმსახურებები, მათ შორის საეკლესიო სლავურ ენაზე.

ილია მეორე პატრიარქ კირილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით მიესალმა.

"ჩვენ ჩამოვედით თქვენი უწმინდესობის 70 წლის იუბილეს აღსანიშნად და გვსურს გამოვხატოთ ჩვენი კეთილი სურვილები, ასევე გისურვოთ მშვიდობა და კეთილდღეობა თქვენ ეკლესიასა და სამშობლოს. საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს უდიდესი მნიშვნელობა გააჩნიათ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხისთვის. ჩვენი ეკლესიები იძლევიან მაგალითს პოლიტიკური მოღვაწეებისთვის ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ გასულ წლებში საქართველოში არასოდეს ყოფილა იმდენი დამსვენებლი რუსეთიდან, როგორც ახლა და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე ახლაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ვფიქრობ, რომ ეს გამოგვივა. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ," - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა. ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: ემოციური კადრები მოსკოვიდან - როგორ დახვდნენ ილია მეორეს რუსეთში მცხოვრები ქართველები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი