პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცხრილული საგზაო ნიშნები და უკონტროლო მოძრაობა გალელი ჟურნალისტის რეპორტაჟში
დაცხრილული საგზაო ნიშნები და უკონტროლო მოძრაობა გალელი ჟურნალისტის რეპორტაჟში

"გზა, რო­მე­ლიც არ­სა­ით მი­დის" - სა­ხელ­წო­დე­ბის რე­პორ­ტაჟ­ში, რო­მე­ლიც გა­ზეთ "გა­ლის" ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა ხი­ზა­ნიშ­ვილს ეკუთ­ვნის, აღ­წე­რი­ლია ფსოუ-ენ­გუ­რის მო­ნაკ­ვე­თი ტყვარ­ჩე­ლის მო­სახ­ვე­ვამ­დე, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტმა მიმ­დი­ნა­რე წლის ნო­ემ­ბრის თვე­ში რე­დაქ­ცი­ის მძღოლ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა. ამ­ბობს, რომ პე­რი­მეტრზე მძი­მე სუ­რა­თი დახ­ვდა.

აფხა­ზეთ­ში პრობ­ლე­მა­ზე ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, და­წყე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბი­დან, დას­რუ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­თი, გა­ი­ცე­მა არა­ერ­თი ბრძა­ნე­ბა, იმარ­თე­ბა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, მრგვლი მა­გი­დე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს კი, შალ­ვა ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის თქმით, რა­ტომ­ღაც შე­დე­გი არ მო­აქვს. ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ, და შემ­ზა­რა­ვი სიხ­ში­რით იღუ­პე­ბი­ან.

"რო­გორც ჩანს, 1 336 და­ღუ­პუ­ლი არ არის სა­ბო­ლოო ციფ­რი. მაგ­რამ მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ამ და­უს­რუ­ლე­ბელ ტრა­გე­დი­ას ოდეს­მე ბოლო მო­ე­ღე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დე­ნი­ცა - რაც უფრო წეს­რიგ­დე­ბა გზე­ბი, მით უფრო ტრა­გი­კუ­ლია შემ­თხვე­ვე­ბი გზებ­ზე. ეს კი ყვე­ლა­ზე კარ­გად ახა­სი­ა­თებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბუ­ლია გა­ნუ­კი­თხა­ო­ბის და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ვირუ­სით", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

რე­პორ­ტა­ჟის და­სა­წყის­ში ის ამ­ბობს, რომ არ ეძებს დამ­ნა­შა­ვე­ებს, არც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კრი­ტი­კას აპი­რებს, უბ­რა­ლო მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რო­მე­ლიც საგ­ზაო თე­მა­ტი­კას სცდე­ბა.

"პირ­ვე­ლი, რაც და­ვი­ნა­ხე, ეს იყო ბევ­რი ბოძი, რომ­ლებ­ზეც უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით მოხ­სნეს საგ­ზაო ნიშ­ნე­ბი. მე შვი­დი ასე­თი ბოძი დავ­თვა­ლე კო­ხო­რა-ოხუ­რე­ის მო­ნაკ­ვეთ­ზე. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ეს ნიშ­ნე­ბი ვი­ღა­ცას ძა­ლი­ან უშ­ლი­და ხელს. ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­თან სა­უბ­რი­სას კი გა­ვარ­კვიე, რომ მათ ხში­რად სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ხსნის, სხვა­დას­ხვა და­ნიშ­ნუ­ლე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით.

გას­წრე­ბის ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი ოხუ­რე­ის მო­სახ­ვევ­თან ბუჩ­ქებ­თან დაგ­დე­ბუ­ლი ვნა­ხე. შემ­დე­გი ბუჩ­ქებ­ში ჩა­მა­ლუ­ლი ნი­შა­ნი 167 კი­ლო­მეტრზე ვი­პო­ვე და­ცხრი­ლუ­ლი. რო­გორც ჩანს, ვი­ღაც ხელ­მო­ცა­რულ­მა მო­ნა­დი­რემ ამ ნი­შან­ზე იძია შური. ცოტა გა­ვი­ა­რეთ და ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო სიჩ­ქა­რის შემ­ზღუ­დავ­მა ნი­შან­მა, რო­მელ­საც რვა ნა­ტყვი­ა­რი ქონ­და", - ასე აღ­წერს ნა­ნახს ჟურ­ნა­ლის­ტი.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაცხრილული საგზაო ნიშნები და უკონტროლო მოძრაობა გალელი ჟურნალისტის რეპორტაჟში

დაცხრილული საგზაო ნიშნები და უკონტროლო მოძრაობა გალელი ჟურნალისტის რეპორტაჟში

"გზა, რომელიც არსაით მიდის" - სახელწოდების რეპორტაჟში, რომელიც გაზეთ "გალის" ჟურნალისტ შალვა ხიზანიშვილს ეკუთვნის, აღწერილია ფსოუ-ენგურის მონაკვეთი ტყვარჩელის მოსახვევამდე, რომელიც ჟურნალისტმა მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში რედაქციის მძღოლთან ერთად გაიარა. ამბობს, რომ პერიმეტრზე მძიმე სურათი დახვდა.

აფხაზეთში პრობლემაზე ბევრს საუბრობენ, დაწყებული ავტობუსების გაჩერებიდან, დასრულებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი, გაიცემა არაერთი ბრძანება, იმართება პრესკონფერენციები, მრგვლი მაგიდები. ამ ყველაფერს კი, შალვა ხიზანიშვილის თქმით, რატომღაც შედეგი არ მოაქვს. ადამიანები ისევ, და შემზარავი სიხშირით იღუპებიან.

"როგორც ჩანს, 1 336 დაღუპული არ არის საბოლოო ციფრი. მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაუსრულებელ ტრაგედიას ოდესმე ბოლო მოეღება. აღსანიშნავია საინტერესო ტენდენიცა - რაც უფრო წესრიგდება გზები, მით უფრო ტრაგიკულია შემთხვევები გზებზე. ეს კი ყველაზე კარგად ახასიათებს ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დაავადებულია განუკითხაობის და უპასუხისმგებლობის ვირუსით", - წერს ჟურნალისტი.

რეპორტაჟის დასაწყისში ის ამბობს, რომ არ ეძებს დამნაშავეებს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკას აპირებს, უბრალო მივიდა დასკვნამდე, რომელიც საგზაო თემატიკას სცდება.

"პირველი, რაც დავინახე, ეს იყო ბევრი ბოძი, რომლებზეც უცნობმა პირებმა გაურკვეველი მიზეზით მოხსნეს საგზაო ნიშნები. მე შვიდი ასეთი ბოძი დავთვალე კოხორა-ოხურეის მონაკვეთზე. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ნიშნები ვიღაცას ძალიან უშლიდა ხელს. ადგილობრივ მცხოვრებთან საუბრისას კი გავარკვიე, რომ მათ ხშირად სოფლის მოსახლეობა ხსნის, სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების მიზნით.

გასწრების ამკრძალავი ნიშანი ოხურეის მოსახვევთან ბუჩქებთან დაგდებული ვნახე. შემდეგი ბუჩქებში ჩამალული ნიშანი 167 კილომეტრზე ვიპოვე დაცხრილული. როგორც ჩანს, ვიღაც ხელმოცარულმა მონადირემ ამ ნიშანზე იძია შური. ცოტა გავიარეთ და ჩვენი ყურადღება მიიპყრო სიჩქარის შემზღუდავმა ნიშანმა, რომელსაც რვა ნატყვიარი ქონდა", - ასე აღწერს ნანახს ჟურნალისტი.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა