წალენჯიხი რაიონის სოფელ ლიაში შემზარავი მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მშობლებს თავი მოაჭრა. მომხდარის დეტალებზე Ambebi.ge-ს წალენჯიხის გამგებელის მოადგილე, ბესიკ ფარცვანია ესაუბრა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
- ეს მამაკაცი ფსიქიურად ჯანმრთელი ვერ არის. ბავშვობიდან პრობლემები აქვს. დღეს დილით მშობლებს ნაჯახით მოაჭრა თავი, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა, თავს იხრჩობდა და პოლიციამ გადაარჩინა.
- რამდენი წლის არის მამაკაცი?
- დაახლოებით 35 წლის მამაკაცია. წამალზე ჰყავდათ, აქამდე აგრესიით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ჩუმად ასმევდნენ წამალს, საჭმელში ურევდნენ და როცა ამას მიხვდა საერთოდ აღარ ჭამდა სახლში საჭმელს. როგორც ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გახდა აგრესიული.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge