პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში გოგონები ეხმარებოდნენ" - რას ჰყვებიან ფარულ ჩანაწერებში საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები
"ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში გოგონები ეხმარებოდნენ" - რას ჰყვებიან ფარულ ჩანაწერებში საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი 76 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლებს ისევ არ­კვე­ვენ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით ჩა­დე­ნილ ჯგუ­ფურ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან: მოკ­ლუ­ლის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ირმა ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, 23 წლის ბექა შენ­გე­ლია და 17 წლის ნინა ჩ. მათ­თან ერ­თად და­ა­კა­ვეს ბექა შენ­გე­ლი­ას მა­მი­დაშ­ვი­ლი დათა კვა­რა­ცხე­ლია და შენ­გე­ლი­ას თა­ნაკ­ლა­სე­ლი ავ­თან­დილ ამი­რა­ნაშ­ვი­ლი. მათ და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბა­ში ედე­ბათ ბრა­ლი. ბექა შენ­გე­ლი­ამ და ირმა ყო­ჩი­აშ­ვილ­მა ერ­თმა­ნე­თი "ფე­ის­ბუ­კით" გა­იც­ნეს, ნინა ჩ. კი ბე­ქამ თე­ატ­რში გა­იც­ნო და მალე სა­მი­ვე და­მე­გობ­რდა.

21 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ 57 წლის ლუბა ყო­ჩი­აშ­ვილ­მა გო­გო­ნა იშ­ვი­ლა და გარ­დაც­ვლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი, ირმა და­არ­ქვა. რო­გორც ირ­მას­ ჩვე­ნე­ბით ირ­კვე­ვა, მან 7 წლის ასაკ­ში­ შე­ი­ტყო, ნაშ­ვი­ლე­ბი რომ იყო. ამ­ბობს, დედა მცემ­დაო (*თუმ­ცა ამას უარ­ყოფს ბრალ­დე­ბუ­ლის მამა). გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლის სა­ხელს მე­ძახ­დნენ და სულ მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, გვინ­და ირ­მა­სა­ვით კარ­გად მო­იქ­ცე და პა­რა­ლელს მას­თან ავ­ლებ­დნე­ნო.

19 ოქ­ტომ­ბერს, როცა ომარ ყო­ჩი­აშ­ვი­ლი­ სამ­სა­ხურ­ში წა­ვი­და, ყო­ჩი­აშ­ვი­ლე­ბის ბი­ნა­ში მი­ვიდ­ნენ ნინა ჩ. და ბექა შენ­გე­ლია.­ გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, მათ მო­ხუ­ცი ჯერ ელექ­ტრო­შო­კით გა­თი­შეს, შემ­დეგ კი გაგუ­დეს. ბექა შენ­გე­ლი­ას თქმით, გა­გუდ­ვის შემ­დეგ ცხე­და­რი წელ­ში გა­და­კე­ცა, გა­დას­კოჩ­ვა­ში კი გო­გო­ნე­ბი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ ცხედ­არი დიდ ჩან­თა­ში ჩა­დეს და სა­დარ­ბა­ზოს უკა­ნა კა­რი­დან გა­ვიდ­ნენ, რად­გან იცოდ­ნენ,­ რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გა­სას­ვლე­ლის მხა­რეს ვი­დე­ოთ­ვა­ლი იყო და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ცხე­და­რი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სეს და მთაწ­მინ­და­ზე, ბე­ქას ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში წა­ვიდ­ნენ. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბექა შენ­გე­ლია დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა, რო­გორ და­ა­ნა­წევ­რა ცხე­და­რი და გო­გო­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით რო­გორ გა­ა­ნა­წი­ლა ცე­ლო­ფა­ნის მოზ­რდილ პარ­კებ­ში. გვი­ან ღა­მით ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ტაქ­სი და­ი­ქი­რა­ვეს და გლ­დან­ში, ყო­ფილ ნა­გავ­საყ­რელ­ზე ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი წი­ნას­წარ ამო­თხრილ ორ­მო­ში ჩა­ყა­რეს და ბენ­ზი­ნი მო­ას­ხეს. გამ­თე­ნი­ი­სას კი ტაქ­სით თემ­ქა­ზე, იმ სახ­ლში წა­ვიდ­ნენ, სა­დაც ბე­ქას დედა და ძმა ცხოვ­რო­ბენ. რაც ყვე­ლა­ზე შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, ბე­ქამ შინ პარ­კით ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის გულ-ღვიძ­ლი მი­ი­ტა­ნა და მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხა.

ჩვენ შემ­ზა­რა­ვი დე­ტა­ლე­ბის აღ­წე­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებთ. ვი­ტყვით მხო­ლოდ იმას, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს ბექა შენ­გე­ლი­ას მხრი­დან კა­ნი­ბა­ლიზ­მის ფაქ­ტი.

ამ შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის შემ­დეგ ნინა სკო­ლა­ში და­დი­ო­და, ძმის და­ბა­დე­ბის დღე­ზე ტორ­ტით ხელ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი მი­ვი­და და ისე იქ­ცე­ო­და, ვი­თომ არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. არც ირ­მას ეტყო­ბო­და შეშ­ფო­თე­ბა...

ლუბა ყო­ჩი­აშ­ვი­ლის ნეშ­ტი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან მე­სა­მე დღეს მა­მა­კაც­მა იპო­ვა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას აც­ნო­ბა. დაჰ­კი­თხეს ყო­ჩი­აშ­ვი­ლის მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი. სწო­რედ მა­მამ მი­ა­ნიშ­ნა, რომ ქა­ლიშ­ვილ­ზე ეჭ­ვობ­და. ძა­ლო­ვა­ნებ­მა ირ­მა­სა და ბე­ქას და­კი­თხვის შემ­დეგ მათ­ზე თვალ­თვა­ლი­ და მი­ყუ­რა­დე­ბა და­ი­წყეს. ფა­რუ­ლი მი­ყუ­რა­დე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­ში ჩანს, რო­გორ სი­ცილ-ხარ­ხარ­ში ჰყვე­ბი­ან, რაც ჩა­ი­დი­ნეს. ამ­ბო­ბენ,­ რო­გო­რი სუ­ლე­ლე­ბი არი­ან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვერ გვი­ჭე­რე­ნო... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ირ­მას სი­ცილ-ხარ­ხა­რით უპა­სუ­ხია, დე­და­ჩე­მის "ტრუ­პი" ავი­კი­დე­თო" - სა­ზა­რელ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თა ჩვე­ნე­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი

!!!
0

ასეთი სიმხეცე ცივსისხლიანობა ?!სად იზრდებიან ესეთი უგულო უსულოები ასეთ რამეზე წამსვლელები?!უღმერთობა მეფობს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში გოგონები ეხმარებოდნენ" - რას ჰყვებიან ფარულ ჩანაწერებში საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები

"ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში გოგონები ეხმარებოდნენ" - რას ჰყვებიან ფარულ ჩანაწერებში საზარელ მკვლელობაში ბრალდებულები

სამართალდამცავები სადისტურად მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის დეტალებს ისევ არკვევენ. განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულები არიან: მოკლულის 18 წლის ქალიშვილი ირმა ყოჩიაშვილი, მისი შეყვარებული, 23 წლის ბექა შენგელია და 17 წლის ნინა ჩ. მათთან ერთად დააკავეს ბექა შენგელიას მამიდაშვილი დათა კვარაცხელია და შენგელიას თანაკლასელი ავთანდილ ამირანაშვილი. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. ბექა შენგელიამ და ირმა ყოჩიაშვილმა ერთმანეთი "ფეისბუკით" გაიცნეს, ნინა ჩ. კი ბექამ თეატრში გაიცნო და მალე სამივე დამეგობრდა.

21 წლის ქალიშვილის გარდაცვალების შემდგომ 57 წლის ლუბა ყოჩიაშვილმა გოგონა იშვილა და გარდაცვლილი ქალიშვილის სახელი, ირმა დაარქვა. როგორც ირმას­ ჩვენებით ირკვევა, მან 7 წლის ასაკში­ შეიტყო, ნაშვილები რომ იყო. ამბობს, დედა მცემდაო (*თუმცა ამას უარყოფს ბრალდებულის მამა). გარდაცვლილი შვილის სახელს მეძახდნენ და სულ მეუბნებოდნენ, გვინდა ირმასავით კარგად მოიქცე და პარალელს მასთან ავლებდნენო.

19 ოქტომბერს, როცა ომარ ყოჩიაშვი­ლი­ სამსახურში წავიდა, ყოჩიაშვილების ბინაში მივიდნენ ნინა ჩ. და ბექა შენგელია.­ გამოძიების ცნობით, მათ მოხუცი ჯერ ელექ­ტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი გაგუ­დეს. ბექა შენგელიას თქმით, გაგუდვის შემდეგ ცხედარი წელში გადაკეცა, გადასკოჩვაში კი გოგონები ეხმარებოდნენ. შემდეგ ცხედ­არი დიდ ჩანთაში ჩადეს და სადარბაზოს უკანა კარიდან გავიდნენ, რადგან იცოდნენ,­ რომ ცენტრალური გასასვლელის მხარეს ვიდეოთვალი იყო დამონტაჟებული. ცხედარი მანქანის საბარგულში მოათავსეს და მთაწმინდაზე, ბექას ნაქირავებ ბინაში წავიდნენ. ადვოკატის თქმით, ბექა შენგელია დეტალურად ჰყვება, როგორ დაანაწევრა ცხედარი და გოგონების დახმარებით როგორ გაანაწილა ცელოფანის მოზრდილ პარკებში. გვიან ღამით ბრალდებულებმა ტაქსი დაიქირავეს და გლდანში, ყოფილ ნაგავსაყრელზე ცხედრის ნაწილები წინასწარ ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ბენზინი მოასხეს. გამთენიისას კი ტაქსით თემქაზე, იმ სახლში წავიდნენ, სადაც ბექას დედა და ძმა ცხოვრობენ. რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, ბექამ შინ პარკით ლუბა ყოჩიაშვილის გულ-ღვიძლი მიიტანა და მაცივარში შეინახა.

ჩვენ შემზარავი დეტალების აღწერისგან თავს შევიკავებთ. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ბრალდებულებმა დაადასტურეს ბექა შენგელიას მხრიდან კანიბალიზმის ფაქტი.

ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ ნინა სკოლაში დადიოდა, ძმის დაბადების დღეზე ტორტით ხელდამშვენებული მივიდა და ისე იქცეოდა, ვითომ არაფერი მომხდარა. არც ირმას ეტყობოდა შეშფოთება...

ლუბა ყოჩიაშვილის ნეშტი გაუჩინარებიდან მესამე დღეს მამაკაცმა იპოვა და საპატრულო პოლიციას აცნობა. დაჰკითხეს ყოჩიაშვილის მეუღლე და ქალიშვილი. სწორედ მამამ მიანიშნა, რომ ქალიშვილზე ეჭვობდა. ძალოვანებმა ირმასა და ბექას დაკითხვის შემდეგ მათზე თვალთვალი­ და მიყურადება დაიწყეს. ფარული მიყურადების ჩანაწერებში ჩანს, როგორ სიცილ-ხარხარში ჰყვებიან, რაც ჩაიდინეს. ამბობენ,­ როგორი სულელები არიან პოლიციელები, ვერ გვიჭერენო... განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: "ირმას სიცილ-ხარხარით უპასუხია, დედაჩემის "ტრუპი" ავიკიდეთო" - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულთა ჩვენების ახალი დეტალები

"მათი სახლიდან ხმაური არასდროს გაგვიგია, გაკვირვებული ვარ" - რას ჰყვება მეზობელი ოჯახზე, სადაც შვილმა დედა მოკლა

თბილისში ახალგაზრდა ბიჭმა დედა მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს ცეცხლი წაუკიდა

რატომ იმატა სასტიკმა მკვლელობებმა საქართველოში?