Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დანით სახე დაუსერეს, შემდეგ მარცხენა ყური მოაჭრეს..." - პროკურატურა შემზარავი დანაშაულის დეტალებს ასაჯაროებს
"დანით სახე დაუსერეს, შემდეგ მარცხენა ყური მოაჭრეს..." - პროკურატურა შემზარავი დანაშაულის დეტალებს ასაჯაროებს

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ წა­მე­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში ოთხი ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ სცნო. საქ­მე ეხე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 2 მარტს მომ­ხდარ შემ­ზა­რავ და­ნა­შა­ულს. დე­ტა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი გოგა არა­ბუ­ლი, გივი არა­ბუ­ლი, ლაშა ალუ­და­უ­რი და მა­მუ­კა გა­ბა­ხა­ძე დამ­ნა­შა­ვედ სცნო ჯგუ­ფურ წა­მე­ბა­სა და არა­ერ­თგზის ჩა­დე­ნილ ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ე", მე-7 ნა­წი­ლის "ე" და 1441-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2016 წლის 2 მარტს მა­მუ­კა გა­ბა­ხა­ძემ, გოგა არა­ბულ­მა, გივი არა­ბულ­მა და ლაშა ალუ­და­ურ­მა ქ. თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და­სახ­ლე­ბა­ში, გოგა არა­ბუ­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი "MITSUBISHI-PAJEROS" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, ვი­თომ­და სა­ლა­პა­რა­კოდ, ჩა­ის­ვეს გივი არა­ბუ­ლის მე­გო­ბა­რი გო­დერ­ძი არა­ბუ­ლი და ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე სცე­მეს, შემ­დეგ კი ავ­ტო­მან­ქა­ნით, სის­ტე­მა­ტუ­რი ცე­მის პი­რო­ბებ­ში, იძუ­ლე­ბით გა­და­იყ­ვა­ნეს გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­მარ­ჯვე­ბა­ში მდე­ბა­რე გივი არა­ბუ­ლის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი გო­დერ­ძი არა­ბუ­ლის­გან გივი არა­ბუ­ლის კუთ­ვნი­ლი სა­მუ­შაო ხელ­სა­წყო­ე­ბის ქურ­დო­ბის აღი­ა­რე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ და სა­ვა­რა­უ­დოდ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბის­თვის დას­ჯის მიზ­ნით ჯგუ­ფუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სცემ­დნენ, შემ­დეგ კი თავ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი ჩა­მო­აც­ვეს, ყელ­ზე ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რეს პირ­სა­ხო­ცი და დახ­რჩო­ბით ემუქ­რე­ბოდ­ნენ. მას შემ­დეგ, რაც გო­დერ­ძი არა­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და მის მიერ ქურ­დო­ბის ჩა­დე­ნის ფაქტს და სთხოვ­და მათ შე­ე­წყვი­ტათ მისი წა­მე­ბა, გოგა არა­ბულ­მა აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გო­დერ­ძი არა­ბულს და­ნით სა­ხის მარ­ცხე­ნა ნა­წი­ლი და­უ­სე­რა, ხოლო გივი არა­ბულ­მა მარ­ცხე­ნა ყური მო­აჭ­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გოგა არა­ბუ­ლი 2016 წლის 23 მარტს ქ. ბორ­ჯომ­ში, გივი არა­ბუ­ლი 2016 წლის 11 მარტს, თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ლაშა ალუ­და­უ­რი 2016 წლის 21 ივ­ლისს ქ. თბი­ლის­ში, ხოლო მა­მუ­კა გა­ბა­ხა­ძე 2016 წლის 21 ივ­ლისს გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლის "ე" და მე-7 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით (ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად არა­ერ­თგზის, რო­მელ­მაც სა­ხის წა­რუშ­ლე­ლი და­მა­ხინ­ჯე­ბა გა­მო­იწ­ვია) და 1441-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით (წა­მე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ.

რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ოთხი­ვე პირი დამ­ნა­შა­ვედ სცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გოგა არა­ბულს და გივი არა­ბულს 11 წლით, ხოლო ლაშა ალუ­და­ურს და მა­მუ­კა გა­ბა­ხა­ძეს 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"დანით სახე დაუსერეს, შემდეგ მარცხენა ყური მოაჭრეს..." - პროკურატურა შემზარავი დანაშაულის დეტალებს ასაჯაროებს

"დანით სახე დაუსერეს, შემდეგ მარცხენა ყური მოაჭრეს..." - პროკურატურა შემზარავი დანაშაულის დეტალებს ასაჯაროებს

რუსთავის საქალაქო სასამართლომ წამებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ოთხი ბრალდებული დამნაშავედ სცნო. საქმე ეხება მიმდინარე წლის 2 მარტს მომხდარ შემზარავ დანაშაულს. დეტალებთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წარსულში ნასამართლევი გოგა არაბული, გივი არაბული, ლაშა ალუდაური და მამუკა გაბახაძე დამნაშავედ სცნო ჯგუფურ წამებასა და არაერთგზის ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე", მე-7 ნაწილის "ე" და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტებით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 2 მარტს მამუკა გაბახაძემ, გოგა არაბულმა, გივი არაბულმა და ლაშა ალუდაურმა ქ. თბილისში, ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში, გოგა არაბულის მართვის ქვეშ მყოფი "MITSUBISHI-PAJEROS" მარკის ავტომანქანაში, ვითომდა სალაპარაკოდ, ჩაისვეს გივი არაბულის მეგობარი გოდერძი არაბული და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სცემეს, შემდეგ კი ავტომანქანით, სისტემატური ცემის პირობებში, იძულებით გადაიყვანეს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარე გივი არაბულის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული პირები გოდერძი არაბულისგან გივი არაბულის კუთვნილი სამუშაო ხელსაწყოების ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ და სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისთვის დასჯის მიზნით ჯგუფურად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სცემდნენ, შემდეგ კი თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს, ყელზე ძლიერად მოუჭირეს პირსახოცი და დახრჩობით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც გოდერძი არაბული კატეგორიულად უარყოფდა მის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტს და სთხოვდა მათ შეეწყვიტათ მისი წამება, გოგა არაბულმა აღიარების მიღების მიზნით, გოდერძი არაბულს დანით სახის მარცხენა ნაწილი დაუსერა, ხოლო გივი არაბულმა მარცხენა ყური მოაჭრა.

სამართალდამცველებმა გოგა არაბული 2016 წლის 23 მარტს ქ. ბორჯომში, გივი არაბული 2016 წლის 11 მარტს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ლაშა ალუდაური 2016 წლის 21 ივლისს ქ. თბილისში, ხოლო მამუკა გაბახაძე 2016 წლის 21 ივლისს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ე" და მე-7 ნაწილის "ე" ქვეპუნქტებით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად არაერთგზის, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია) და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით (წამება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გოგა არაბულს და გივი არაბულს 11 წლით, ხოლო ლაშა ალუდაურს და მამუკა გაბახაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ