შემოდგომის პერიოდში ხურმა ერთ-ერთი გამორჩეული ხილია. ის კალციუმითა და რკინით მდიდარია, რომელიც ასევე, ზრდის ჰემოგლობინსა და ხელს უშლის ანემიას. აღსანიშნავია, რომ იგი აახალგაზრდავებს და ამცირებს კიბოს გავრცელების რისკს. იგი რეკომენდებულია მწეველებისთვის და სუსტი მხედველობის ადამიანებისთვის.
ხურმის ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებისაა. შეიცავს გლუკოზას და საქაროზას. ასევე ვიტამინ C-ს, პროვიტამინებსა და ლიმონმჟავას. მდიდარია რკინით, კალციუმით, სპილენძით, მანგანუმითა და კალციუმით. ხურმას აქვს მატონიზირებული თვისებები. აუმჯობესებს მადას, აწყნარებს ნერვულ სისტემას, იცავს ორგანიზმს სისხლძარღვთა დაავადებებისაგან. ხურმაში არის ბევრი მაგნიუმი, კალიუმი, ბეტაკაროტინი, რომელიც ორგანიზმს კიბოსგან იცავს.
ხურმა ასევე ძალიან სასარგებლოა თირკმელებისა და გულისთვის. ის ორჯერ მეტ დიეტურ ბოჭკოვანას და მინერალებს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. არის შარდმდენი და მატონიზირებელი თვისებების მქონე ხილი. აქვს ბაქტერიოცუდული აქტივობა. კარგი საშუალებაა ფილტვების ანთებისა და ბრონქიტის დროს.
იცით თუ არა, რომ...
ხურმის 2 ათასი სახეობა არსებობს. უპირატესობას კი მის ყველაზე ტკბილ სახეობას - კარალიოკს ვანიჭებთ. თუმცა, ეს განსხვავებული ჯიში არაა, ხურმაც და კარალიოკიც ერთ ხეზე იზრდება. თუ ხურმის ყვავილი დამტვერიანდა და კურკები გაუჩნდა, კარალიოკი იზრდება, თუ არა, ხურმად დარჩება, რომლის ჭამასაც პირველი ყინვის შემდეგ შეძლებთ, როცა ნაყოფს მწკლარტე გემო გაუქრება და სიმწიფეში გადავა. ამიტომაცაა, რომ ერთი ხიდან მოკრეფილ ყუთში კარალიოკებიც გვხვდება და ხურმაც.
არსებობს ხურმის ჯიში შარონი, ის გენური ინჟინერიის შედეგად შეიქმნა. ჩინელმა სელექციონერებმა იგი ვაშლისა და ხურმის შეჯვარებით მიიღეს. მასში ნაკლები ტანინია, კურკები არა აქვს და ვაშლივით მკვრივია. ხურმის ჭამა არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალი აწუხებს ან შაქრიანი დიაბეტი აქვს, ვინც ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემებით ან შეკრულობით იტანჯება.
მდიდარი და სასარგებლო ნაყოფი, მხოლოდ ამ თვისებებით არ შემოიფარგლება და ჩამონათვლის გაგრძელებისას შეიძლება წარმოუდგენლადაც მოგეჩვენოთ. იგი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებაზე.
ასევე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ხილი სასარგებლოა ორსულებისთვის, რადგან მას აქვს მატონიზირებელი თვისებები და აუმჯობესებს მადას. მასში შემავალი იოდის ოდენობა კი დადებითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე.
როგორ ავარჩიოთ მწიფე ხურმა:
თუ აქამდე ეს ხილი თქვენ სიმპათიებს არ იმსახურებდა, ალბათ ამ ჩამონათვალის შემდეგ, მისით ძალიან დაინტერსედებით, დიდი მონდომებით მოიძიებთ და მიირთმევთ ხოლმე.