პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიციის უფროსი, ონიანი ამბობდა, ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთ ფაქტიო"! - რა მოხდა ვაზისუბნის პოლიციაში
"პოლიციის უფროსი, ონიანი ამბობდა, ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთ ფაქტიო"! - რა მოხდა ვაზისუბნის პოლიციაში

"ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა სა­ქარ­თვე­ლოს ქსელ­მა" გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მო­ქა­ლა­ქე გი­ორ­გი ადე­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, რომ­ლის მტკი­ცე­ბი­თაც ის პო­ლი­ცი­ელ­თა მხრი­დან ზე­წო­ლის ობი­ექ­ტი გახ­და. ბოლო ხანს ჩვენ­ში ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ გა­და­სა­ხე­დია ქვე­ყა­ნა­ში ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა და რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ცი­ელ­თა ქმე­დე­ბა ზოგ­ჯერ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­საც ცდე­ბა.

kvirispalitra.ge და­უ­კავ­შირ­და გი­ორ­გი ადე­იშ­ვილს:

- 2016 წლის 14 ნო­ემ­ბერს სა­ღა­მოს, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­ვე­დი, შინ - ცოლ-შვილ­თან მივ­დი­ო­დი, ოღონდ გზად მე­გო­ბა­რი უნდა მე­ნა­ხა. მა­ღა­ზი­ას­თან გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, ხილი უნდა მე­ყი­და. რო­გორც კი გავ­ჩერ­დი, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­მი­ძა­ხეს, და­ახ­ლო­ე­ბით 4-5 კაცი იყო. ერთ-ერ­თმა მი­თხრა, თე­ლა­ვი­დან ხარ ჩა­მო­სუ­ლი და მა­რი­ხუ­ა­ნა გაქ­ვსო... ცოლ-შვილ­თან ერ­თად მარ­თლა ვი­ყა­ვი თე­ლავ­ში და თბი­ლის­ში 14-ში დი­ლით ჩა­მო­ვე­დი, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი მა­რი­ხუ­ა­ნა არ მქო­ნია. არ ვიცი, სა­ი­დან იცოდ­ნენ, ეს ამ­ბა­ვი. მი­თხეს, რომ ვა­ზი­სუბ­ნის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან იყ­ვნენ. ზე­და­პი­რუ­ლად გამ­ჩხრი­კეს. ვე­უბ­ნე­ბო­დი, არა­ფე­რი მაქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ...

მერე ჩემს სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში ჩამ­სვეს, აქეთ იქით, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მო­მის­ხდნენ, უკან ასე­ვე პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნა გა­მოგ­ვყვა. გზა­ში ვე­უბ­ნე­ბო­დი, ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი არ მაქვს-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­პა­სუ­ხეს, ჩვენ თვი­თონ "ჩა­გი­დებ­თო", სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც ფაქ­ტი იქ­ნე­ბაო. ერთ-ერთი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და, თორ­ნი­კე ონი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად გა­მეც­ნო, (გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის­თვის მი­წო­დე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში მისი სა­ხე­ლი და გვა­რი მი­თი­თე­ბუ­ლია) კი­დევ ერ­თმა მი­თხრა, მო­ად­გი­ლე ვარო, მისი გვარ-სა­ხე­ლი არ მახ­სოვს, მაგ­რამ სა­ხე­ზე ვიც­ნობ...

თა­ნამ­შრომ­ლებს და­უ­კავ­შირ­დნენ და მო­ი­ლა­პა­რა­კეს, რომ თბი­ლი­სის ზღვა­ზე ასუ­ლიყ­ვნენ. იქ სა­ქა­ლა­ქო სა­საფ­ლა­ოს­თან გავ­ჩერ­დით და მათ ჩემი მან­ქა­ნის ჩხრე­კა და­ი­წყეს, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი, მე მჩხრეკ­და. თორ­ნი­კე ონი­ან­მა ჯი­ბე­ში ხელი ჩა­მი­ყო, შემ­დეგ გა­შა­ლა და მი­თხრა, - ეს შე­ნი­აო...

- რა ეჭი­რა ხელ­ში?

- რა­ღაც შეხ­ვე­უ­ლი... ჩემი არ არის-მეთ­ქი, - ვუ­თხა­რი. მან კი გა­ნაგ­რძო, - ეს უნდა ჩა­გი­დო, მე­გო­ბარ­თან ხომ მი­დი­ო­დი, ჰოდა, მას­თან მი­გ­ქონ­და. ახლა ამას მას­თან აი­ტან და ერ­თად მო­წევთ, ის გე­ლო­დე­ბაო... რო­გორც კი და­მა­კა­ვეს, ტე­ლე­ფო­ნი ჩა­მო­მარ­თვეს, მაგ­რამ ვიდ­რე გა­თი­შავ­დნენ, მე­გო­ბარ­მა, ვის­თა­ნაც მივ­დი­ო­დი, ორ­ჯერ და­მი­რე­კა. ვუ­თხა­რი, - გა­მო­რი­ცხუ­ლია, ეს ჩემი არ არის და რომც მომ­კლათ, ამას არ გა­ვა­კე­თებ-მეთ­ქი.

იქი­დან ვა­ზი­სუბ­ნის პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვე­დით. იქ თორ­ნი­კე ონი­ან­მა მი­თხრა, - ორი ვა­რი­ან­ტი გაქვს, - მა­რი­ხუ­ა­ნას ჩა­გი­დებ და აღი­ა­რებ რომ შე­ნია და ად­ვი­ლად გა­მოძ­ვრე­ბი ან ბიოს ჩა­გი­დებთ და ცი­ხე­ში წახ­ვა­ლო... თან ის შეხ­ვე­უ­ლი მაჩ­ვე­ნეს, რო­მე­ლიც სა­საფ­ლა­ო­ებ­თან, ვი­თომ ჯი­ბი­დან ამო­მი­ღეს... შე­მე­შინ­და, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უკვე ჭკუ­ა­ზე აღარ ვი­ყა­ვი და ვუ­თხა­რი, - მან­ქა­ნით ვმუ­შა­ობ, ასე ვარ­ჩენ ოჯახს და თუ მისი ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა მექ­ნე­ბა და არ გამ­წი­რავთ, მა­რი­ხუ­ა­ნა­ზე მო­ვა­წერ ხელს-მეთ­ქი და მარ­თლაც მო­ვა­წე­რე... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"პოლიციის უფროსი, ონიანი ამბობდა, ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთ ფაქტიო"! - რა მოხდა ვაზისუბნის პოლიციაში

"პოლიციის უფროსი, ონიანი ამბობდა, ამდენს რას ალაპარაკებთ, ჩაუდეთ ფაქტიო"! - რა მოხდა ვაზისუბნის პოლიციაში

"ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა" გაავრცელა ინფორმაცია მოქალაქე გიორგი ადეიშვილის შესახებ, რომლის მტკიცებითაც ის პოლიციელთა მხრიდან ზეწოლის ობიექტი გახდა. ბოლო ხანს ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ, რომ გადასახედია ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა და რომ ამ მიმართულებით პოლიციელთა ქმედება ზოგჯერ კანონის ფარგლებსაც ცდება.

kvirispalitra.ge დაუკავშირდა გიორგი ადეიშვილს:

- 2016 წლის 14 ნოემბერს საღამოს, სამსახურიდან გამოვედი, შინ - ცოლ-შვილთან მივდიოდი, ოღონდ გზად მეგობარი უნდა მენახა. მაღაზიასთან გავაჩერე მანქანა, ხილი უნდა მეყიდა. როგორც კი გავჩერდი, პოლიციელებმა დამიძახეს, დაახლოებით 4-5 კაცი იყო. ერთ-ერთმა მითხრა, თელავიდან ხარ ჩამოსული და მარიხუანა გაქვსო... ცოლ-შვილთან ერთად მართლა ვიყავი თელავში და თბილისში 14-ში დილით ჩამოვედი, მაგრამ არანაირი მარიხუანა არ მქონია. არ ვიცი, საიდან იცოდნენ, ეს ამბავი. მითხეს, რომ ვაზისუბნის პოლიციის განყოფილებიდან იყვნენ. ზედაპირულად გამჩხრიკეს. ვეუბნებოდი, არაფერი მაქვს-მეთქი, მაგრამ...

მერე ჩემს საკუთარ მანქანაში ჩამსვეს, აქეთ იქით, პოლიციელები მომისხდნენ, უკან ასევე პოლიციის მანქანა გამოგვყვა. გზაში ვეუბნებოდი, ნამდვილად არაფერი არ მაქვს-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, ჩვენ თვითონ "ჩაგიდებთო", საბოლოოდ, მაინც ფაქტი იქნებაო. ერთ-ერთი, რომელიც ძალიან აქტიურობდა, თორნიკე ონიანი იყო, რომელიც პოლიციის უფროსად გამეცნო, (გენერალური ინსპექციისთვის მიწოდებულ განცხადებაში მისი სახელი და გვარი მითითებულია) კიდევ ერთმა მითხრა, მოადგილე ვარო, მისი გვარ-სახელი არ მახსოვს, მაგრამ სახეზე ვიცნობ...

თანამშრომლებს დაუკავშირდნენ და მოილაპარაკეს, რომ თბილისის ზღვაზე ასულიყვნენ. იქ საქალაქო სასაფლაოსთან გავჩერდით და მათ ჩემი მანქანის ჩხრეკა დაიწყეს, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. რამდენიმე მათგანი, მე მჩხრეკდა. თორნიკე ონიანმა ჯიბეში ხელი ჩამიყო, შემდეგ გაშალა და მითხრა, - ეს შენიაო...

- რა ეჭირა ხელში?

- რაღაც შეხვეული... ჩემი არ არის-მეთქი, - ვუთხარი. მან კი განაგრძო, - ეს უნდა ჩაგიდო, მეგობართან ხომ მიდიოდი, ჰოდა, მასთან მიგქონდა. ახლა ამას მასთან აიტან და ერთად მოწევთ, ის გელოდებაო... როგორც კი დამაკავეს, ტელეფონი ჩამომართვეს, მაგრამ ვიდრე გათიშავდნენ, მეგობარმა, ვისთანაც მივდიოდი, ორჯერ დამირეკა. ვუთხარი, - გამორიცხულია, ეს ჩემი არ არის და რომც მომკლათ, ამას არ გავაკეთებ-მეთქი.

იქიდან ვაზისუბნის პოლიციაში წავედით. იქ თორნიკე ონიანმა მითხრა, - ორი ვარიანტი გაქვს, - მარიხუანას ჩაგიდებ და აღიარებ რომ შენია და ადვილად გამოძვრები ან ბიოს ჩაგიდებთ და ციხეში წახვალო... თან ის შეხვეული მაჩვენეს, რომელიც სასაფლაოებთან, ვითომ ჯიბიდან ამომიღეს... შემეშინდა, ფსიქოლოგიურად უკვე ჭკუაზე აღარ ვიყავი და ვუთხარი, - მანქანით ვმუშაობ, ასე ვარჩენ ოჯახს და თუ მისი ტარების უფლება მექნება და არ გამწირავთ, მარიხუანაზე მოვაწერ ხელს-მეთქი და მართლაც მოვაწერე... განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"