საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 შვილის დედა, ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ექთანი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის
6 შვილის დედა, ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ექთანი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

დე­დად გახ­დო­მის ბედ­ნი­ე­რე­ბა თა­ვად 6-ჯერ გა­ნი­ცა­და, ყო­ველ­წლი­უ­რად კი დე­დობ­რივ სიყ­ვა­რულს ასო­ბით ბავ­შვს უზი­ა­რებს. 6 შვი­ლის დედა შო­რე­ნა ლა­ცა­ბი­ძე უკვე 17 წე­ლია ერთ-ერთი სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის ექთა­ნია. თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის მი­მართ გა­მორ­ჩე­უ­ლად თბი­ლი და გუ­ლის­ხმი­ე­რი ექთა­ნი ახალ­ბე­და დე­დე­ბის დიდ ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს, მრა­ვალ­შვი­ლი­ან და გა­მოც­დილ დე­დას პა­ცი­ენ­ტე­ბი თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ან­დო­ბენ სა­კუ­თარ პა­ტა­რებს. ალ­ბათ დაგ­ვე­თან­ხმე­ბით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც ბავ­შვის მოვ­ლა­ში 6 შვი­ლის დედა გეხ­მა­რე­ბა და სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უშურ­ვე­ლად გი­ზი­ა­რებს.

შო­რე­ნა უბედ­ნი­ე­რე­სი დედა იყო მა­ნამ, სა­ნამ პა­ტა­რა ლი­ზი­კოს დი­აგ­ნოზს შე­ი­ტყობ­და - 10 წლის გო­გო­ნას მძი­მე და იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა აღ­მო­აჩ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- 6 შვი­ლის დედა ვარ, 17 წე­ლია ვმუ­შა­ობ სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში, ვარ ექთა­ნი. ყო­ველ­დღი­უ­რად ვუ­ყუ­რებ, რო­გორ ხდე­ბა ქალი უბედ­ნი­ე­რე­სი დედა. ყო­ველ­დღე ვუ­ყუ­რებ და ვი­ზი­ა­რებ იმ დიდ სხი­ა­რულს, ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბა რომ ჰქვია... რო­გორ უყუ­რე­ბენ დე­დე­ბი თა­ვი­ანთ პა­ტა­რას, ჯან­მრთელს, ბედ­ნი­ერს, სი­ცო­ცხლით სავ­სეს. მეც უბედ­ნი­ე­რე­სი დედა ვი­ყა­ვი და იმე­დი მაქვს, რომ ღმერ­თი კი­დევ ერთხელ მა­ჩუ­ქებს შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბით მო­ნი­ჭე­ბულ სი­ხა­რულს.

ჩემი 10 წლის ლი­ზი­კოს ცოტა ხნის წინ იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა - არ­ნოლდ-კი­ა­რის მალ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლი ხა­რის­ხი - და­უდ­გინ­და. ბავ­შვს სას­წრა­ფოდ ესა­ჭი­რო­ე­ბა ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია სა­ზღვარ­გა­რეთ. დრო არ ით­მენს... ბავ­შვი იტან­ჯე­ბა თა­ვის გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლე­ბით, პირ­ღე­ბი­ნე­ბით, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვით. ვე­ღარ და­დის სკო­ლა­ში, ძი­რი­თა­დად წევს, მაგ­რამ იმე­დი აქვს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გახ­დე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ბა­ლე­რი­ნა, ნამ­დვი­ლი პრინ­ცე­სა, რო­მე­ლიც ყვე­ლას გა­აკ­ვირ­ვებს თა­ვი­სი ცეკ­ვით.ლი­ზი­კო ტყუ­პის­ცა­ლია, ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი, ცელ­ქი და სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. სწავ­ლობს მე­თო­თხმე­ტე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მე­ხუ­თე კლას­შია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასა­კით არც ისე დი­დია, უკვე ნა­ფიქ­რი აქვს თა­ვის მო­მა­ვალ­ზე, იცის, რომ წარ­მა­ტე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

6 შვილის დედა, ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ექთანი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

6 შვილის დედა, ბევრისთვის ცნობილი და საყვარელი ექთანი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის

დედად გახდომის ბედნიერება თავად 6-ჯერ განიცადა, ყოველწლიურად კი დედობრივ სიყვარულს ასობით ბავშვს უზიარებს. 6 შვილის დედა შორენა ლაცაბიძე უკვე 17 წელია ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ექთანია. თითოეული პაციენტის მიმართ გამორჩეულად თბილი და გულისხმიერი ექთანი ახალბედა დედების დიდ ნდობას იმსახურებს, მრავალშვილიან და გამოცდილ დედას პაციენტები თვალდახუჭული ანდობენ საკუთარ პატარებს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც ბავშვის მოვლაში 6 შვილის დედა გეხმარება და საკუთარ გამოცდილებას უშურველად გიზიარებს.

შორენა უბედნიერესი დედა იყო მანამ, სანამ პატარა ლიზიკოს დიაგნოზს შეიტყობდა - 10 წლის გოგონას მძიმე და იშვიათი დაავადება აღმოაჩდა. ამ ყველაფერზე ქალბატონი შორენა თავად გვესაუბრება:

- 6 შვილის დედა ვარ, 17 წელია ვმუშაობ სამშობიარო სახლში, ვარ ექთანი. ყოველდღიურად ვუყურებ, როგორ ხდება ქალი უბედნიერესი დედა. ყოველდღე ვუყურებ და ვიზიარებ იმ დიდ სხიარულს, ახალი სიცოცხლის დაბადება რომ ჰქვია... როგორ უყურებენ დედები თავიანთ პატარას, ჯანმრთელს, ბედნიერს, სიცოცხლით სავსეს. მეც უბედნიერესი დედა ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ღმერთი კიდევ ერთხელ მაჩუქებს შვილის ჯანმრთელობით მონიჭებულ სიხარულს.

ჩემი 10 წლის ლიზიკოს ცოტა ხნის წინ იშვიათი დაავადება - არნოლდ-კიარის მალფორმაცია პირველი ხარისხი - დაუდგინდა. ბავშვს სასწრაფოდ ესაჭიროება ნეიროქირურგიული ოპერაცია საზღვარგარეთ. დრო არ ითმენს... ბავშვი იტანჯება თავის გაუსაძლისი ტკივილებით, პირღებინებით, კოორდინაციის დარღვევით. ვეღარ დადის სკოლაში, ძირითადად წევს, მაგრამ იმედი აქვს, რომ აუცილებლად გახდება ძალიან კარგი ბალერინა, ნამდვილი პრინცესა, რომელიც ყველას გააკვირვებს თავისი ცეკვით.ლიზიკო ტყუპისცალია, ძალიან მხიარული, ცელქი და სიცოცხლით სავსე გოგონა, რომელიც ბალერინობაზე ოცნებობს. სწავლობს მეთოთხმეტე საჯარო სკოლაში, მეხუთე კლასშია. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით არც ისე დიდია, უკვე ნაფიქრი აქვს თავის მომავალზე, იცის, რომ წარმატებას აუცილებლად მიაღწევს... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი