"თბილისის მიკროავტობუსი" მომხმარებელს მიმართავს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან. ამის შესახებ კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამია.
სპეციალური განცხადებით კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, სადაც მიკროავტობუსში მყოფი ფეხზე მდგომი მგზავრები ფიქსირდებიან.
"კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კატეგორიულად აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე აკრძალულია მიკროავტობუსში ხუთ ადამიანზე მეტის ფეხზე დგომა. უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს მომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გადატვირთულ მიკროავტობუსში ასვლისგან. ასევე, მოგახსენებთ, რომ ყველა იმ მძღოლის მიმართ, რომელიც დაუშვებს მის მიერ მართვად სამარშუტო ტაქსში ზედმეტი მგზავრის აყვანას, გატარდება მკაცრი ადმინისტრაციული ზომები კომპანიის მონიტორინგის სამსახურის მიერ", - ნათქვამია "თბილისის მიკროავტობუსის" სპეციალურ განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო: ღირსების შემლახავი მდგომარეობა თბილისის "მარშრუტკებში" - კადრები კომენტარის გარეშე...