მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"
"ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"

იო­სებ სტა­ლინს ძა­ლი­ან ჰყვა­რე­ბია კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, გა­მორ­ჩე­უ­ლად კი - მო­ცარ­ტის 23-ე კონ­ცერ­ტი, რა­საც ადა­მი­ა­ნის სა­კუ­თარ სულ­თან სა­უ­ბარს უწო­დებ­და, თურ­მე. ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­სულს, სწო­რედ ამ კონ­ცერ­ტით შე­მო­მე­გე­ბა სცე­ნა­რის­ტი ქე­თე­ვან პა­ტა­რა­ია, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ, სტა­ლი­ნის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, საბ­ჭო­თა ბე­ლა­დის ცხოვ­რე­ბა-მოღ­ვა­წე­ო­ბის ბევ­რის­თვის მი­უწ­ვდო­მე­ლი და დღემ­დე უც­ნო­ბი ამ­ბე­ბი შე­ი­ტყო. იმ­ხა­ნად რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძე სტა­ლინ­ზე მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბას აპი­რებ­და...

ქე­თე­ვან პა­ტა­რა­ია:

- სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა 1990-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ვი­წყეთ და 5 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ჩვენ­მა პე­და­გოგ­მა ერ­ლომ ახვლე­დი­ან­მა მე და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე აგ­ვიყ­ვა­ნა თა­ნა­ავ­ტო­რე­ბად. გა­ვე­ცა­ნით ამე­რი­კის თუ სა­ზღვარ­გა­რე­თის სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბულ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებს; სტა­ლი­ნის, ტროც­კის, ზი­ნო­ვი­ე­ვის, კა­მე­ნე­ვის, ბუ­ხა­რი­ნის ნაშ­რო­მებს. ჩვენ ვწერ­დით სცე­ნარს არა პო­ლი­ტი­კოს სტა­ლინ­ზე, არა­მედ - ადა­მი­ან­ზე, პი­როვ­ნე­ბა­ზე, რო­მელ­საც იო­სებ ბე­სა­რი­ო­ნის ძე სტა­ლი­ნი ერ­ქვა. რამ­დე­ნი­მე წყა­რო­ში ვა­მოწ­მებ­დით და ისე გა­მოგვქონ­და დას­კვნე­ბი. ამი­ტომ თუნ­დაც, ამას წი­ნათ პრე­სა­ში და­ბეჭ­დი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის­წი­ნა ჟეს­ტი ცის­კენ აშ­ვე­რი­ლი მუშ­ტი იყო, მცდა­რია. მან მუშ­ტი კი არა, მარ­ჯვე­ნა ხე­ლის საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თითი აღ­მარ­თა. სტა­ლინ­ზე გა­და­სა­ღე­ბი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი კი, სა­დაც ბა­ტო­ნი რე­ზოს ვა­რა­უ­დით, სტა­ლი­ნის როლი რო­ბერტ დე ნი­როს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კოპ­რო­დუქ­ცია უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ფილ­მის­თვის მან ვერც თან­ხა იშო­ვა და ვერც - პარტნი­ო­რე­ბი.

- მა­ინც რო­გო­რი იყო ნამ­დვი­ლი სტა­ლი­ნი, იმის და­მოწ­მე­ბით, რა­საც გა­ე­ცა­ნით?

- ცნო­ბი­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ტროც­კი, რო­მე­ლიც სტა­ლინ­თან ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, წერ­და: "რუ­სეთ­მა 1801 წელს გა­ა­უქ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო, სა­მა­გი­ე­როდ კი - მი­ი­ღო იმ­პე­რა­ტო­რი". სტა­ლინ­მა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რი, ჩა­მო­ი­შო­რა ყვე­ლა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და მარ­თა­ლია, უამ­რა­ვი მტე­რი ჰყავ­და, მას­ზე არას­დროს მომ­ხდა­რა თავ­დას­ხმა; რამ­დენ­ჯერ­მე აღ­მოჩ­ნდა სიკ­ვდი­ლის პი­რას, მაგ­რამ ყო­ველ­თვის რა­ღაც ძალა იფა­რავ­და; ის მო­ექ­ცა ყვე­ლა­ზე მაღ­ლა, იცო­ცხლა დიდ­ხანს და მოკ­ვდა მისი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი დი­დე­ბის ზე­ნი­ტში. პო­ე­ტი იო­სებ ბროდსკი წერ­და: "მე­ეჭ­ვე­ბა, მსოფ­ლი­ო­ში ყო­ფი­ლი­ყო მკვლე­ლი, ვის გა­მოც ამ­დენ ცრემლს დაღ­ვრიდ­ნენ". რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ეს სტა­ლინ­მა? იყო თუ არა ის ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი? - მის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს ევ­რო­პის უდი­დეს ქვეყ­ნებ­ში ჰქონ­დათ გა­ნათ­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, იცოდ­ნენ რამ­დე­ნი­მე უცხო ენა, ორი­გი­ნალ­ში კი­თხუ­ლობ­დნენ ის­ტო­რი­ულ და ფი­ლო­სო­ფი­ურ თხზუ­ლე­ბებს. სტა­ლინ­მა კი მხო­ლოდ გო­რის სე­მი­ნა­რია და­ამ­თავ­რა - ე. ი. ის ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლე­ბუ­ლი არ იყო! ტროც­კი უბად­ლო ორა­ტო­რი ყო­ფი­ლა, სტა­ლინ კი ჯერ კი­დევ კობა ჯუ­ღაშ­ვი­ლი იყო, მი­ტინგზე მო­ლა­პა­რა­კეს, კარლ მარ­ქსის მკვლე­ვარ­მა რი­ა­ზა­ნოვ­მა რომ შე­უ­ძა­ხა: კობა, ხალ­ხს ნუ აცი­ნებთ. თე­ო­რია თქვე­ნი საქ­მე არ არი­სო! იყო თუ არა სტა­ლი­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი და და­უნ­დო­ბე­ლი? - მა­გა­ლი­თად, ტროც­კი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბე­ბად გა­დაქ­ცე­ვას აპი­რებ­და, ხოლო მსოფ­ლიო რე­ვო­ლუ­ცი­ის მი­სე­უ­ლი იდე­ე­ბი ისე­თი სის­ხლი­ა­ნი და სა­ში­ნე­ლია, სტა­ლი­ნის "გუ­ლა­გე­ბი" სი­სას­ტი­კით მას­თან ვერც მოვა და ა.შ. მა­შინ რა­ტომ სტა­ლი­ნი და არა - სხვა? - იგი ყო­ველ­თვის მე­ო­რე პლან­ზე იდგა, წინ სხვებს უშ­ვებ­და. ამა­ვე პრინ­ცი­პით სა­თი­თა­ოდ ჩა­მო­ი­შო­რა ყვე­ლა. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ ყრი­ლო­ბა­ზე კი­რო­ვის უზო­მოდ ქე­ბამ სტა­ლი­ნი ჩა­ა­ფიქ­რა: თუკი ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბა ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ე.ი. ყვე­ლა წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბაც მე დამ­ბრალ­დე­ბაო და... მალე კი­რო­ვი მოკ­ლეს...

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუარამ
5

სტალინი ღმერთს არასოდეს განდგომია. მისი ყოველთვის სწამდა და იგიც ეხმარებოდა და ზურგს უმაგრებდა! არ დაივიწყოთ ეს ლიბერასტებმა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"

"ბელადის ანგელოზები" - "პირველი ცოლის დაკრძალვის დღეს გათხრილ საფლავში ხტება და... მაშინ საბოლოოდ განუდგება ღმერთს"

იოსებ სტალინს ძალიან ჰყვარებია კლასიკური მუსიკა, გამორჩეულად კი - მოცარტის 23-ე კონცერტი, რასაც ადამიანის საკუთარ სულთან საუბარს უწოდებდა, თურმე. ინტერვიუზე მისულს, სწორედ ამ კონცერტით შემომეგება სცენარისტი ქეთევან პატარაია, რომელმაც წლების წინ, სტალინის საარქივო მასალაზე მუშაობისას, საბჭოთა ბელადის ცხოვრება-მოღვაწეობის ბევრისთვის მიუწვდომელი და დღემდე უცნობი ამბები შეიტყო. იმხანად რეჟისორი რეზო ჩხეიძე სტალინზე მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებდა...

ქეთევან პატარაია:

- სცენარზე მუშაობა 1990-იანი წლების დასაწყისში დავიწყეთ და 5 წელიწადს გაგრძელდა. ჩვენმა პედაგოგმა ერლომ ახვლედიანმა მე და ჯარჯი აქიმიძე აგვიყვანა თანაავტორებად. გავეცანით ამერიკის თუ საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში არსებულ საარქივო მასალებს; სტალინის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, ბუხარინის ნაშრომებს. ჩვენ ვწერდით სცენარს არა პოლიტიკოს სტალინზე, არამედ - ადამიანზე, პიროვნებაზე, რომელსაც იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ერქვა. რამდენიმე წყაროში ვამოწმებდით და ისე გამოგვქონდა დასკვნები. ამიტომ თუნდაც, ამას წინათ პრესაში დაბეჭდილი ინფორმაცია, თითქოს სტალინის სიკვდილისწინა ჟესტი ცისკენ აშვერილი მუშტი იყო, მცდარია. მან მუშტი კი არა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი აღმართა. სტალინზე გადასაღები მხატვრული ფილმი კი, სადაც ბატონი რეზოს ვარაუდით, სტალინის როლი რობერტ დე ნიროს უნდა შეესრულებინა, ძვირად ღირებული კოპროდუქცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფილმისთვის მან ვერც თანხა იშოვა და ვერც - პარტნიორები.

- მაინც როგორი იყო ნამდვილი სტალინი, იმის დამოწმებით, რასაც გაეცანით?

- ცნობილი რევოლუციონერი ტროცკი, რომელიც სტალინთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა, წერდა: "რუსეთმა 1801 წელს გააუქმა საქართველოს სამეფო, სამაგიეროდ კი - მიიღო იმპერატორი". სტალინმა წარმატებით გაიარა რევოლუციური მოღვაწეობის ყველა საფეხური, ჩამოიშორა ყველა მოწინააღმდეგე და მართალია, უამრავი მტერი ჰყავდა, მასზე არასდროს მომხდარა თავდასხმა; რამდენჯერმე აღმოჩნდა სიკვდილის პირას, მაგრამ ყოველთვის რაღაც ძალა იფარავდა; ის მოექცა ყველაზე მაღლა, იცოცხლა დიდხანს და მოკვდა მისი ამქვეყნიური დიდების ზენიტში. პოეტი იოსებ ბროდსკი წერდა: "მეეჭვება, მსოფლიოში ყოფილიყო მკვლელი, ვის გამოც ამდენ ცრემლს დაღვრიდნენ". როგორ მოახერხა ეს სტალინმა? იყო თუ არა ის ყველაზე ჭკვიანი და განათლებული? - მის მოწინააღმდეგეებს ევროპის უდიდეს ქვეყნებში ჰქონდათ განათლება მიღებული, იცოდნენ რამდენიმე უცხო ენა, ორიგინალში კითხულობდნენ ისტორიულ და ფილოსოფიურ თხზულებებს. სტალინმა კი მხოლოდ გორის სემინარია დაამთავრა - ე. ი. ის ყველაზე განათლებული არ იყო! ტროცკი უბადლო ორატორი ყოფილა, სტალინ კი ჯერ კიდევ კობა ჯუღაშვილი იყო, მიტინგზე მოლაპარაკეს, კარლ მარქსის მკვლევარმა რიაზანოვმა რომ შეუძახა: კობა, ხალხს ნუ აცინებთ. თეორია თქვენი საქმე არ არისო! იყო თუ არა სტალინი მოწინააღმდეგეებს შორის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი? - მაგალითად, ტროცკი ქვეყნის სამხედრო დასახლებებად გადაქცევას აპირებდა, ხოლო მსოფლიო რევოლუციის მისეული იდეები ისეთი სისხლიანი და საშინელია, სტალინის "გულაგები" სისასტიკით მასთან ვერც მოვა და ა.შ. მაშინ რატომ სტალინი და არა - სხვა? - იგი ყოველთვის მეორე პლანზე იდგა, წინ სხვებს უშვებდა. ამავე პრინციპით სათითაოდ ჩამოიშორა ყველა. მაგალითად, ერთ-ერთ ყრილობაზე კიროვის უზომოდ ქებამ სტალინი ჩააფიქრა: თუკი ყველა წარმატება ჩემი დამსახურებაა, ე.ი. ყველა წარუმატებლობაც მე დამბრალდებაო და... მალე კიროვი მოკლეს...

განაგრძეთ კითხვა

ქ. ქუთაისში სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის განახლებული ოფისი გაიხსნა

"ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ" - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

"სახეზეა თავის ტვინის შერყევა" - რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობაზე, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სცემეს