საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნები შედგა, მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში" - პრეზიდენტმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა
 "არჩევნები შედგა, მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში" - პრეზიდენტმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა გახ­სნა. ქვეყ­ნის პირ­ველ­მა პირ­მა დე­პუ­ტა­ტებს 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და მათ სი­ტყვით მი­მარ­თა.

მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მე­ცხრე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ სხდო­მა­ზე დე­პუ­ტა­ტებს ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბა უსურ­ვა.

"პა­ტივ­ცე­მუ­ლო დე­პუ­ტა­ტე­ბო, გი­ლო­ცავთ გა­მარ­ჯვე­ბას 2016 წე­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბულ მოღ­ვა­წე­ო­ბას ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. დღეს, ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე გა­მოს­ვლი­სას, უპირ­ვე­ლე­სად მინ­და ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა და­ვუ­დას­ტუ­რო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რო­მელ­მაც მე­ცხრე პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩე­ვით კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­მტკი­ცე­ბის გზა­ზე. მინ­და მად­ლო­ბა ვუ­თხრა, ყვე­ლა სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას, მე­დი­ას, რო­მელ­მაც ერ­თად უზ­რუნ­ველ­ვყვეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრო­ცე­სის მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა. შედ­გა მეტ-ნაკ­ლე­ბი დარ­ღვე­ვე­ბით, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში. შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად არ­ჩე­უ­ლი 150 დე­პუ­ტა­ტი, რო­მე­ლიც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მო­მა­ვა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბას",- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი თვი­სობ­რი­ვი ნახ­ტო­მი იქ­ნე­ბო­და ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბის­თვის.

"მჯე­რა, რომ ასე­თი კონ­ფი­გუ­რა­ცია დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას უფრო მე­ტად შე­უ­წყობ­და ხელს, რად­გან მეტი პარ­ტია პარ­ლა­მენ­ტში, მეტ კონ­კუ­რენ­ცი­ას, მეტ დის­კუ­სი­ას და დე­ბა­ტებს ნიშ­ნავს. პარ­ლა­მენტს გა­რეთ არა­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია დარ­ჩა, რო­მელ­თა ნა­წილ­შიც, სამ­წუ­ხა­როდ, დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ის, კას­კა­დუ­რი გა­დად­გო­მე­ბი­სა და ჩა­მოშ­ლის პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო. რა­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­ლი­ტი­კის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­მართ ერ­თგვა­რი ნი­ჰი­ლის­ტუ­რი და სკეპ­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბი გა­ა­ჩი­ნა", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა და გა­ნა­ცხდა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი არ­ჩევ­ნე­ბით არ მთავ­რდე­ბა, პი­რი­ქით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ იწყე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო, ასე­ვე პარ­ლა­მენტს გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის­თვის.

"არჩევნები შედგა, მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში" - პრეზიდენტმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა

 "არჩევნები შედგა, მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში" - პრეზიდენტმა დეპუტატებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა დეპუტატებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.

მარგველაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატებს ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

"პატივცემულო დეპუტატებო, გილოცავთ გამარჯვებას 2016 წელის საპარლამენტო არჩევნებში. გისურვებთ წარმატებულ მოღვაწეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ. დღეს, ახალი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, უპირველესად მინდა ჩემი პატივისცემა დავუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომელმაც მეცხრე პარლამენტის არჩევით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე. მინდა მადლობა ვუთხრა, ყველა სადამკვირვებლო მისიას, პოლიტიკურ პარტიებს, საარჩევნო კომისიას, მედიას, რომელმაც ერთად უზრუნველვყვეს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, "არჩევნები შედგა. შედგა მეტ-ნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას",- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მრავალპარტიული პარლამენტი თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.

"მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას და დებატებს ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა", - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხდა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება, პირიქით, არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."